ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2013


...

ვიყავი მარტო, ღმერთთან თუ თავთან
ვიყავი ლირი და მეტიც ოდნავ,
რა კულისები, სცენა და ფარდა
სოფლად მივდივარ, ბებერი ოდა,
მოხუცი მამის თვალებით მელის.
გზას გასცქერიან ეზოში მდგარი
ბავშვების მსგავსად, ალუბლის, ტყემლის
ხეები... მუხის ჭრიალა კარი.
შარა-შარა და ტყე-ტყე მივიწევ,
მელიან, ისევ მელიან სახლში
აქ სხვა ცრემლები სცვივათ ტირიფებს
დავწერ და დავწვავ, დავწერ და წავშლი.
მინდორში მსხდომი ქალების გუნდი
შაირ-შაირით და სიცილ-სიცილ
მეტყვიან: "გოგოვ, ქალაქად ცუდი
და უნაირო ვაჟები იცის."
გამეღიმება, ვიღაცა ვაჟი
ვიღაცის კოკით წყალს, რომ მომიტანს
მივხვდები, თურმე აღარ ვარ ბავშვი
და ცოლს მიწოდებს შემოდგომიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები