ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა.ორდენიძე
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2013


*****

გარეთ ამინდები ისევ აირია,
ზეცა უმზეობას ჩემობს,
შენი სიყვარული რაღაცნაირია,
ჯერ რომ ვერ გავუგე გემო...

უნდა გამოგიტყდე, სხვისთვის ღრუბლიანი,
ჩემთვის მოწმენდილი ცა ხარ,
მცირე არითმიით მეწყები და
გულის ინფაქტამდე მწამხარ...

ასე მომკაცროს და ასე ცივის,
როლში უნდა იყო სადამდე,
მაინც გამოვყვები გზებს და ბილიკს
მოვალ შენი გულის კარამდე

და თუ  უცაბედად გზები ამერია
თუ კი ვერ გავუძლებ ამდენს,
შენ რომ ჩაისუნთქავ, მე ის ჰაერი ვარ,
გწამდეს, უსათუოდ გწამდეს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები