ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბიწაძე
ჟანრი: პროზა
27 მაისი, 2013


ცეცხლოვანი გუ-ნდა I

                                                              (ანუ ამბავი იმისა თუ როგორ შემიყვარდა მეორედ)
…იმ დღეს არც თოვდა და არც მზე ანათებდა, უბრალოდ ღრუბელი ფარავდა ცას, უბრალო დღე იყო, შავ-თეთრი, აი ისეთი როგორშიც ჩარლი ცხოვრობდა.
  ჩარლი ჩემი მეგობარია, საუკეთესო მეგობრებს შორის, ცალი ფეხი მოკლე აქვს ამიტომაც ბამბუკის ჯოხით დადის და თან ხალხს ამრეზით უყურებს. ზამთარში გაცვეთილი შარვალი ტანზე ეკვრება და თითქო კანს ერწყმის, ზაფხულში კი პირიქით ეს შარვალი ფართოვდება და საპატარძლო კაბასავით დაფარფატებს  მის ტანზე. მუდამ სუფთად იყო გაპარსული, მაგრამ ყოველთვის სასაცილო ულვაშით, რომ არა მისი ინგლისური ქუდი, ის ჩემი მეგობარი ადოლფი გეგონებოდათ.
  ჩვენ უბანში ერთი გოგო დადის, ისიც იმ მუსიკას უსმენს რასაც მე და ჩარლი, ვიცოდი რომ შემიყვარდებოდა, ვაპირებდი არ ავყოლოდი წყეულ გრძნობას, მაგრამ არ გამომივიდა…
…შემიყვარდა და თან როგორ?! ძალიან, ძალიან, ვიცი გავილეშები და ღამის ათ საათზე დავურეკავ ან სულაც მის ფანჯარასთან დავდგები და ვიყვირებ რომ მიყვარს, მე სუფთად მიყვარს ყოველგვარი ბილწი აზრების გარეშე. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ტელეფონით თუმცა ალბათ ის მეგობრადაც არ მთვლის, რა ვქნა?! თუ გინდა მშვიდობა მოემზადე ბრძოლისთვის (ადოლფი ამას მირჩევს), ჩარლის ფეხებზე კიდია სიყვარული, არ უყვარს თამაში, რომანტიკა და ტუჩსაცხი.
…ზამთრის თოვლიანი დღეც დადგა, დაიწყო ჩვენი ერა, უფრო სწორედ ჩემი ტანჯვის ერა. მე, ადოლფი, ჩარლი და ალბერტი ვგუნდაობდით. ადოლფი მონოლოგს უკითხავდა გუნდებს, ალბერტი გუნდის სიძლიერის გამოთვლას ცდილობდა, ჩარლი კი იჯდა თავისთვის, გუნდების გარშემო. ჩვენ ომისთვის ვემზადებოდით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები