| ავტორი: ბიწაძე ჟანრი: იუმორისტული 30 მაისი, 2013 |
(ისევ ეს თოვლი…)
საღამოს თოვლი უფრო გაძლიერდა, ისევ ერთად მივდიოდით, ხმას ვერ ვიღებდი… ვერც ის. არ ვიცი რა ხდებოდა, ან რა უნდა მომხდარიყო, უბრალოდ თოვდა… გზა ალბათ უსასრულოდ მომეჩვენებოდა, რომ არა ლოლოს დიდი ნატეხი რომელიც თავში მომხვდა, გზა გავაგრძელეთ, თოვლი არ წყდებოდა. -ჯანდაბა ეს სიჩუმე, რითი დავარღვიო -ვფიქრობდი მე. ისიც ასე ფიქრობდა ალბათ. სახლისაკენ ავუხვიეთ, მე კი უკვე თავს ვეღარ ვიკავებდი, შეიძლება დამეყვირა ან ღრიალი მომერთო, არ ვიცი სიცივის ბრალი იყო, თუ მისი ბრჭყალების, რომელიც მან დიდი ხნის წინ ჩამარჭო და აღარ მიშვებს. ჩავიხუტე და მივხვდი გული ისევე ჩქარა უცემდა, როგორც მე. სიჩუმე და თოვლი თავს არ გვანებებდა, მე ვხედავდი ნამქერით დაფარულ მის თვალებს, ნაბიჯს ავუჩქარე. ჩვენ ხმას არ ვიღებდით, თითქოს აკანკალდა,უფრო ჩავიხუტე და გზა გავაგრძელეთ, ყინულივით ცივი მისი თათები გულში ჩავიკარი.
გზაზე ბიჭს გულში ჩახუტებული კნუტი მიჰყავდა, მაგრამ მაინც თოვდა, მაგრამ თოვლიც დუმდა…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგია ))))) კარგია )))))
4. კნუტი) ფიფქივით ნაწერია) კნუტი) ფიფქივით ნაწერია)
3. იუმორისტულად არც იყო მონიშნული ალბათ ავაცილე, გადავაკეთო თუ რა ვქნა? იუმორისტულად არც იყო მონიშნული ალბათ ავაცილე, გადავაკეთო თუ რა ვქნა?
2. იუმორისტული სულაც არაა (ჩემი აზრით) და სათაურზე მეტად , ქვესათაური უხდება.
ფისუნიებიანი ამბები რომ მიყვარს, ეს უკვე ყველამ იცის :) იუმორისტული სულაც არაა (ჩემი აზრით) და სათაურზე მეტად , ქვესათაური უხდება.
ფისუნიებიანი ამბები რომ მიყვარს, ეს უკვე ყველამ იცის :)
1. ეე რა იუმორისტული ეე რა იუმორისტული
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|