ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2013


* * *

ღამე იყო შემზარავად მშვიდი,
შემზარავად მშვიდი იყო ღამე!
იქნებოდა ალბათ ასე შვიდი
კარი როცა გაიხურეთ,და მე

კარებს მიღმა მომეტმასნა სევდა
მწუხარება აწვალებდა ურდულს
არც დაფიქრდით,მიმატოვეთ თქვენ და
აგრძელებდით ვიღაც ქალთან ჩურჩულს!

ღამე იყო შემზარავად მშვიდი,
სიმებივით დამეჭიმა ნერვი
არც ფიქრობდით მასში ისე მცვლიდით
მეკი თქვენ ვერ განაცვალეთ ვერვინ !

განწირული გაჰკიოდა წამი
მაშფოთებდა ჩემი მშვიდი სუნთქვა,
თქვენ დატოვეთ კარებს მიღმა ქალი,
და ქუჩაში მიაბიჯებთ ურცხვად !

ღამე იყო შემზარავად მშვიდი,
შემზარავად მშვიდი იყო ღამე!
იქნებოდა ალბათ ასე შვიდი
კარი როცა გაიხურეთ,და მე..........

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს