ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უკრაინკა
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2013


დამიმახსოვრე

დამიმახსოვრე, მე წავალ ვიცი...
მალე დავხუჭავ ჩემს წყლიან თვალებს,
დიდხანს მიყურე და კარგად მიხვდი,
რამხელა ძალა გვქონია ქალებს...
დამიმახსოვრე, მე წავალ ვიცი...
და, მინდა შენში უსაზღვროდ დავრჩე,
ისე უსაზღვროდ მე, რომ მიყვარხარ,
ეგ სიყვარული, იქაც, რომ გამყვეს.
იქაც გამათბოს, და იქაც დამათროს,
შენმა მონატრებამ გზა გამილამაზოს,
დამიმახსოვრე, მე წავალ ვიცი...
წავალ და ქვეყნად დავტოვებ ტკივილს,
ტკივილს, თვალებზე ცრემლად რომ მიზის,
მე როცა წავალ, იწვიმებს ვიცი...
დამიმახსოვრე, მე წავალ ვიცი...
და, შენს თვალებში დავტოვებ ტკივილს,
დამიმახსოვრე, მე წავალ ვიცი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები