ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფაიმბრე
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2013


სამახსოვრო ეპისტოლე

გაღვიძებისას,წყნარი მუსიკა მინდა ჩაირთოს,
ვიარო ერთი მსახიობის სატრიოლეტო –
ეპიზოდით და როგორც ეწვია ჰანგი ჩაიკოვსკს,
მოვარდეს ბოღმა და მიწოდოს:მარიონეტო.

წამით განვლილი შიში მინდა დამიმეგობრდეს,
რომ  სამუდამოდ დამებუდოს გონთა ხლართებში.
ღამეს მინდა რომ მოსაცდელად გრძელი დღე ჰქონდეს,
და ვარსკვლავები მთვარემ ეძიოს ზეცის ნაკვთებში.

როდესაც წვიმა გადასერავს ვენებს ძარღვებში,
მთვარით გადაჭრის საქანელას ზეცის კარამდე.
ჩავიწერ წამებს,მოლოდინით სავსე ნარკვევში,
მოვსვავ შავ ყავას,ეპიზოდებად და თუ მანამდე –

დამიცდი სანამ,ჩაებმევა გრძნობა უღელში,
მოქაჩავს ნაფაზს,თუ ოდესმე რამე გვწყენია.
დავეხეტები,ჩაბნელებულ,ხვეულ ქუჩებში,
რომ გადავიჭრა გაჭვარტლული,მზა არტერია.

რომ გადავიჭრა ის რაც უკვე ბევრჯერ ვიფიქრე,
ცივ აივანზე გავიდე და ერთხელ გადავხტე.
მე დეპრესია დამჩემდება ალბათ დღითი–დღე,
გამოვიცვალე სულიერად, მაგრამ მანამდე –

დავწერ ზღვა ლექსებს სანაპირო სათაბახოზე,
მთვრალი კალამით მიმოვხაზავ სასტროფე რვიანს.
რამდენჯერ დავდგე ჩემი სამყაროს სადარაჯოზე,
რომ წამლად ვექცე,შემოსტრიქონილ მუზების ტყვიას.

შემოღამებას დავხვდებოდი თეთრი სანთელით,
ჩუმი რადიო გახდებოდა ზღვა ჰარმონია.
და შუაღამეს ჩემი კალამით სტროფებს გავთელდი,
ღრუბლის საბანში დამჩემდებოდა ჰეგემონია.
სიგარის ნამწვავს აღარ უჩანს გამძღარი ჰავა,
დასრულდა წამი აბსტრაქტული ეპისტოლეთი.
მუზების ვულკანს ამოხეთქავს ამაღამ ლავა,
გამოვფხიზლდები უაზრობის ზღვა სამდორეთით.

წამლის სურნელი ჩაზნექილა წუთისოფელში,
ვერ მომირჩინა სულის ტანჯვა,ამომახველა.
და ვით პატარა სანუგეშოს ჰპოვებს მშობელში,
ისე მიშველა ამ კალამმა,როგორ მნახველმა –

მოხუცის საფლავს რომ არავის აღარ ახსოვდა,
და შვილიშვილი უსუფთავებს გარშემო ბარდებს.
გახარებული ცრემლის დენით ზეცას აქსოვდა,
ჟონავდა ციდან და ეცემოდა ღაჟღაჟა ვარდებს.

ბეთჰოვენის  და  მთვარის ერთი დიდი სონატა,
ქმნის იდილიას  ირეალურ  საგონებელში.
ყელს მომეხვია შხამ დაცლილი შავი პომადა,
როგორც სავნებო სიყვარული მოგონებაში.

წუთისოფელი,როგორ ზეცის წმინდა ნაღვენთი,
თან და თან დნება,იწურება თეთრი ჭაღარით.
როგორც იწვება უდროო დროს ეს სიგარეტი,
ისე მინდება ეს აკრძალული და ძირს ნაყარი –

ცხოვრების ფერფლი,დარჩენილი ქარის იმედად,
რომ დაუაროს და მიმოფანტოს ისევ ცხოვრებას.
და როგორც რუ სდის მოგონებას შავი მღვიმედან,
ისე განვიცდი წარსულ ყოფასთან ამ განშორებას.

მე კი მეგონა ვისწავლიდი მუხის გიტარით,
სიმების ქცევას აკორდების სატი ქორდებით.
მიუხედავად ბევრი წაქცევის,მაინც ვიტანდი,
ახლა კი დიდი პატივისცემით,კარგად,გშორდებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები