 | ავტორი: ამელი ჟანრი: პოეზია 2 ივნისი, 2013 |
morning ისევ გაჩნდნენ ჩვენს ქალაქში უშნო ბუზები, ახლა, ამ წუთას, დახურულ მინებს ისეთი გამეტებით ურახუნებს თავს დიდი ბუზი ისეთი თავგანწირვით ცდილობს ოთახში შემოფრენას, რომ მას ნამდვილად ვიღაცა მოსდევს. კი გავუღებდი ბუზს ფანჯარას, შემოვუშვებდი, მაგრამ რა ვიცი, რა ჯიშის ძაღლის სკორედან არის ამოფრენილი ან საერთოდ მე რა ვიცი ვინ მოსდევს უკან, მერე კიდევ იმ ვიღაცას უნდა ავუხსნა, რატომ შემოვუშვი ოთახში ბუზი, დიდი ხანია ვიცნობ ამ ბუზს, თუ მე მას პირველად ვხედავ... evening უნამუსო სიცივეა გარეთ... სულ ტყუილად არ შემოვუშვი ის ბუზი დილით შესცივდებოდა და გდია ახლა ალბათ საცეცებდაკრუნჩხული ფრთებდაფშეკილი მიცვალებული... არადა, დილას ალბათ ქუჩებში სკორედან სკორეზე დაბზუოდა, მზეს შეჰხაროდა night ჩავიცვი და დავიხურე და მივდივარ იმ ბუზის საძებნელად დილით ჩემს ფანჯრებს თავს რომ ურტყამდა. ის იმსახურებს დაასაფლავონ ისე, როგორც ზურმუხტისფერთავიან ბუზს შეჰფერის! დავასაფლავებ იმ ფიჭვის ძირში, სადაც ყოველ დილას რძისფერი ლაბრადორი ოქროსფრად შარდავს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ფიჭვი სად ნახე? ფიჭვი სად ნახე?
10. ადრე წავიკითხე სადღაც, მგონი რომელიღაცა ფორუმზე და ძალიან მომეწონა :)დიდი ხნის უნახავი ნაცნობის შეხვედრასავით გამიხარდა აქ რომ წავაწყდი ამ ლექსს- მეთქი ვერ ვარქმევ,მაგრამ ჩემთვის პოეზია ნამდვილად არის, რაღაცნაირი... თან მახალისებს, თუმცა, ვფიქრობ, ხალისისთვის არაა დაწერილი. ძალიან მაგარია! ადრე წავიკითხე სადღაც, მგონი რომელიღაცა ფორუმზე და ძალიან მომეწონა :)დიდი ხნის უნახავი ნაცნობის შეხვედრასავით გამიხარდა აქ რომ წავაწყდი ამ ლექსს- მეთქი ვერ ვარქმევ,მაგრამ ჩემთვის პოეზია ნამდვილად არის, რაღაცნაირი... თან მახალისებს, თუმცა, ვფიქრობ, ხალისისთვის არაა დაწერილი. ძალიან მაგარია!
9. საგიჟეთია შენთან...საინტერესო საგიჟეთი... საგიჟეთია შენთან...საინტერესო საგიჟეთი...
7. საინტერესო იყო...
ერთი ბუზის დამარხვა კიდევ ჰოოდა...ათასოცდაოთხიო?..:) გამეცინა... "ძმათა სასაფლაო" -ფიჭვნარში...:-*
საინტერესო იყო...
ერთი ბუზის დამარხვა კიდევ ჰოოდა...ათასოცდაოთხიო?..:) გამეცინა... "ძმათა სასაფლაო" -ფიჭვნარში...:-*
6. ბოლო ნაწილი რა ფერადი იყო :) ბოლო ნაწილი რა ფერადი იყო :)
5. ჰო, შეიძლება ნიუ ეიჯიც გახდეს ოდესმე, მაგრამ მე არ მომწონს
არც მწერები =)) ჰო, შეიძლება ნიუ ეიჯიც გახდეს ოდესმე, მაგრამ მე არ მომწონს
არც მწერები =))
4. კაი, გავითვალისწინებ :დ კაი, გავითვალისწინებ :დ
3. საერთოდ ნათქვამია ერთ ბუზს მეორეც მოყვებაო ორს ოთხიო ოთხს რვაო რვას თექვსმეტიო თექვსმეტს ოცდათორმეტიო ოცდათორმეტს სამოცდაოთხიო სამოცდაოთხს ას ოცდარვაო ას ოცდარვას ორას ორმოცდათექვსმეტიო ორას ორმოცდათექვსმეტს ხუთას თორმეტიო ხუთას თორმეტს ათასოცდაოთხიო..
გაითვალისწინე ეს. საერთოდ ნათქვამია ერთ ბუზს მეორეც მოყვებაო ორს ოთხიო ოთხს რვაო რვას თექვსმეტიო თექვსმეტს ოცდათორმეტიო ოცდათორმეტს სამოცდაოთხიო სამოცდაოთხს ას ოცდარვაო ას ოცდარვას ორას ორმოცდათექვსმეტიო ორას ორმოცდათექვსმეტს ხუთას თორმეტიო ხუთას თორმეტს ათასოცდაოთხიო..
გაითვალისწინე ეს.
2. გეთანხმები ყველაფერში
გეთანხმები ყველაფერში
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|