ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2013


რა მოხდებოდა?!

რა მოხდებოდა მაშინ რომ მეთქვა,
რა იქნებოდა რომ არ მედედლა,
რა იქნებოდა სულ სამი სიტყვა,
მე შენთვის მეთქვა და გამებედნა.

რა მოხდებოდა თუ იმ გაზაფხულს,
რა იქნებოდა ასე რომ წვიმდა,
რა იქნებოდა რომ მანანების
თაიგულები მომეძღვნა ციდან.

რა მოხდებოდა რომ ოცნებისთვის,
შემესხა ტატოს მერანის ფრთები,
რა იქნებოდა ერთად გვეფრინა,
ფარფატით გვეპყრო შამბალას მთები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები