სიცოცხლე რაღაც უფრო მეტია ვიდრე სიკვდილთან უაზრო ბრძოლა, რა ვქნა, თუ გულში არ დამეტია, ისევ დაგინთე ლექსი კოცონად,
სული ვერ ჰგუობს ყოფნას მიწაზე... ვერ დაგივიწყე, თუმცა ვეცადე - მოგხურავ ნაბადს და გაგიტაცებ, მერე თუნდ მდიონ ჯოჯოხეთამდე!
სხვას არ ვინატრებ, ქალო, ჯანდაბას, ოღონდ ტუჩებზე ცეცხლი აგინთო, შემოგაფლითო სხეულზე კაბა, ალერსით კანი შემოგაცვითო,
მკერდზე დაგასვა კოცნა დაღივით, შემოგახეთქო ღამეს, ვნებიანს, თუმცა გაურბი კაცს მუსტანგივით, ლაგამი ჯერ არ გაგკარებია,
მაგრამ არასდროს არ გადაყრიხარ ალბათ ჩემნაირ ჯიუტ მუსტანგერს - მინდვრის ყვავილებს რად გავეკიდო, ხიბლი უფრო აქვთ ეკლიან ვარდებს!
შენ ჯავრს არ შევჭამ, თუ მქვია კაცი, არც ეს დარდია განუკურნელი - შენნაირ ვარდებს ჟერ ეკლებს ვაცლი და მერე ვტკბები მისი სურნელით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ოჰო, ”რამოტოლა” ვნება ჩაუქსოვია ავტორს :) საერთოდ, რთულია უამრავჯერ დაწერილ თემაზე განსხვავებული რამე დაწერო... კარგადაა აწყობილი ინტონაცია, ეფექტს აძლიერებს: დაიწყო ჩურჩულით, გადავიდა ხმამაღალზე, შევიდა აზარტში.... :))))) ოჰო, ”რამოტოლა” ვნება ჩაუქსოვია ავტორს :) საერთოდ, რთულია უამრავჯერ დაწერილ თემაზე განსხვავებული რამე დაწერო... კარგადაა აწყობილი ინტონაცია, ეფექტს აძლიერებს: დაიწყო ჩურჩულით, გადავიდა ხმამაღალზე, შევიდა აზარტში.... :)))))
10. ეს ლექსი - მომეწონა! ალალად! 5 ეს ლექსი - მომეწონა! ალალად! 5
9. ეხლა კიდევ ერთხელ გადავიკითხე თქვენი შემოქმედება და უფრო და უფრო მომეწონეთ...+++++++++++++++++++++ ეხლა კიდევ ერთხელ გადავიკითხე თქვენი შემოქმედება და უფრო და უფრო მომეწონეთ...+++++++++++++++++++++
8. ჰო, გამპარვია შეცდომა:D მადლობა, ან...! ჰო, გამპარვია შეცდომა:D მადლობა, ან...!
7. შენნაირ ვარდებს ჯერ ეკლებს ვაცლი და მერე ვტკბები მათი სურნელით... +++ შენნაირ ვარდებს ჯერ ეკლებს ვაცლი და მერე ვტკბები მათი სურნელით... +++
6. სიცოცხლე რაღაც უფრო მეტია ვიდრე სიკვდილთან უაზრო ბრძოლა....................... სიცოცხლე რაღაც უფრო მეტია ვიდრე სიკვდილთან უაზრო ბრძოლა.......................
4. რა კარგი სახალისო ავტორი აღმოვაჩინე...:-* 5 რა კარგი სახალისო ავტორი აღმოვაჩინე...:-* 5
3. მოგხურავ ნაბადს და გაგიტაცებ,
მიდი მოიტაცე, რა გიშლის ხელს?! მოგხურავ ნაბადს და გაგიტაცებ,
მიდი მოიტაცე, რა გიშლის ხელს?!
2. "მუსტანგერი"- ეს კომენტარიცაა და სავარაუდო სათაურიც :) "მუსტანგერი"- ეს კომენტარიცაა და სავარაუდო სათაურიც :)
1. მაგარი ლექსია, ტემპერამენტიანი... აა თუ ეს უკვე გითხარი. :)) მაგარი ლექსია, ტემპერამენტიანი... აა თუ ეს უკვე გითხარი. :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|