 | ავტორი: თ-ბ ჟანრი: პოეზია 13 ივნისი, 2013 |
ჩვენ ვიზრდებოდით ერთმანეთთან და დროსთან ერთად, ჩვენი ბავშვობაც დროსთან ერთად იქცა წარსულად, მდინარის პირას,ცივ წყაროსთან, თუ, კალოებთან დაიწყება და დამთავრდება ჩვენი ბავშვობა. დღეს შემოვძახებ ჰარაიდა, ჰარაი დელა, ჰარაი დელა, ჰარაიდა, ჰარაი დალო... მოგვეგებება და პირიქით და ისევ ყველას გველის სოფელი, ჩვენი ქუჩა და ძველი კალო. დღეს ფეხშიშველი აღარავინ დარბის ქვიშაზე, არც დაღმართები ჩაყინულა თოვლზე სრიალით, არც ძველებურად (ჩემებურად) არვის ჩაესმის დილაადრიან-სათოხარზე-ყანის შრიალი. -ღელეს ხმაური, რახარუხი წისქვილის ქვების... -ვხედავ პატარა ბიჭებს ისევ ხელში ანკესით- ამ მიწა-წყალით სულდგმულობენ წინაპართ ძვლები, ამ მიწა-წყალზე ირწეოდა ჩვენი აკვნებიც. ჩვენ ვიზრდებოდით ერთმანეთთან და ერთმანეთით, დღეს შევეხიზნეთ ბებერ თბილისს თითქმის ყველანი, სხვა გზა რომ არა-დავტოვებდი ქალაქს და მერე, დამაშორებდა ჩემს სოფელთან, ისევ, ვერავინ: დავზრდიდი ხარებს, კარგ გუთანსაც გამოვჭედავდი, მოვხნავდი მიწას, დავთესავდი სიმინდს და ხორბალს, ქვითკირის ნაცვლად იმერულ ქოხს ავაშენებდი, ცოლსაც ვითხოვდი და შევქმნიდი ერთ ქართულ ოჯახს. ყოველ დილაზე ვილოცებდი სოფლის ტაძარში. კვირაში ერთხელ შევწირავდი "კლდეკარებს" სანთლებს, სახლის ბოლოზე ჩვენებურ ვაზს გავაშენებდი, შვილები ხშირად მომიტანდნენ ყანაში სადილს. დღეს კი შევსძახებ: ჰარაიდა, ჰარაი დელა, ჰარაი დელა, ჰარაიდა, ჰარაიდალო!!!
თ.ბიწაძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ძალიან ლამაზი კადრებია. + + ძალიან ლამაზი კადრებია. + +
8. სხვადროს:))) სხვადროს:)))
7. მედეა. მეც შემოგიერთდებით სურვილში ) და იქნებ წავაკითხოთ კიდეც ) მედეა. მეც შემოგიერთდებით სურვილში ) და იქნებ წავაკითხოთ კიდეც )
6. +5 ნეტა ავტორი როგორ კითხულობს ამ ლექსს? :) რაღაცნაირად მომინდა წაკითხულის მოსმენა +5 ნეტა ავტორი როგორ კითხულობს ამ ლექსს? :) რაღაცნაირად მომინდა წაკითხულის მოსმენა
5. იმერელობამ სუბიექტურობა შემომაპარა მეც :) წარმატებები და პატივისცემით +2 ავტოს ჩემგან. იმერელობამ სუბიექტურობა შემომაპარა მეც :) წარმატებები და პატივისცემით +2 ავტოს ჩემგან.
4. მშვენიერია! მშვენიერია!
2. მშვენიერი პასტორალია, პლიუს ჩემი სუბიექტურ-იმერული დამოკიდებულება ამ თემასთან და კი გამოვიდა კარგი ლექსი :)
სათაური რა წარმართულად ჟღერს:) მშვენიერი პასტორალია, პლიუს ჩემი სუბიექტურ-იმერული დამოკიდებულება ამ თემასთან და კი გამოვიდა კარგი ლექსი :)
სათაური რა წარმართულად ჟღერს:)
1. კარგი გულიანი ნაწერია :))) ჩემი სოფელი და იმერული "ქოხი" გამახსენა. კარგი გულიანი ნაწერია :))) ჩემი სოფელი და იმერული "ქოხი" გამახსენა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|