| ავტორი: ჟაკი ჟანრი: პროზა 14 ივნისი, 2013 |
ამბობენ მკაცრი მეთაური იყოო. ნებისმიერ დაკისრებულ მისიას, რაც არ უნდა ყოფილიყო ეს, ღილის დაკერება თუ მოწინააღმდეგის დაზვერვა ერთი და იგივე სიმკაცრით ავალებდა მის ჯარისკაცებს. ღონიერიც ყოფილა, მაგრამ არა იმდენად რომ ამით ვინმეზე გავლენა მოეხდინა. მთავარი მისი შეუდრეკელობა გახლდათ. ჭორი დადიოდა, თითქოს ერთხელ ტყვედ ჩავარდნილიყო, იმიტომ რომ მალულად გაქცევა იუკადრისა და თავისი თავი დიდ განსაცდელშიც ჩაიგდო. არავინ იცის როგორ დაუსხლტა ხელიდან მოწინააღმდეგეს, მაგრამ იმასაც ამბობენ მისი ავტორიტეტი გამოიყენაო. მე რა გითხრათ... ჩემს წინ, გუშინ ერთი მოხუცი იდგა მხოლოდ. იდგა გადაჭარბებული ნათქვამია, ძლივს იკავებდა თავს ყავარჯნებზე, რომ არ ამოყირავებულიყო. ძველი, გახუნებული, მაგრამ სუფთა პიჯაკი ეცვა. მისი ტოლი გენერლებისგან განსხვავებით, მის მკერდზე არც ერთი მედალი არ ლაპლაპებდა. ჩვეულებრივი მოკვდავისგან თითქოს არაფერი გამოარჩევდა და ერთადერთი რაც მიგახვედრებდათ, რომ ოდესღაც იბრძოდა, ნაიარევი იყო სახეზე. ცხვირიდან მარჯვენა ყურამდე გასმული ზოლი, რომელიც მთელ სახეს საზარელ იერს აძლევდა. მისი მკაცრი გამომეტყველება თანდათან მითრევდა, მე კი მაინც არ ვაშორებდი თვალს, არ მინდოდა მის წინაშე მხდალი გამოვჩენილიყავი. რაც უფრო დიდხანს ვუსწორებდით ერთმანეთს მზერას მავიწყდებოდა რას ვაკეთებდი იქ, რა განზრახვით მივედი. გენერალს უკვე ჭაღარა თმა ჰქონდა. ისიც ნელა, იმდენად ნელა ეცლებოდა თავიდან ვერც კი ამჩნევდა მოხუცი; მე შევამჩნიე. შარვალი ახალი ჩანდა; ნაკეცები გამოკვეთილი ჰქონდა, რაც მაფიქრებინებდა, რომ მის გამრეცხავს არც დაუთავება დავიწყნია და პრიალა ფეხსაცმელები... პირველი მარტოხელა არ იყო ვინც ასეთი გარეგნობით ვნახე; გენერალიც მთელი მისი აღკაზმულობით შეერთებოდა მარტოხელათა ჯარს, მაგრამ ამ ჯარშიც ის მეთაურს გავდა. შეიძლებოდა, მე მინდოდა რომ მეთაურს დამსგავსებოდა. მინდოდა ისევ ისეთი მკაცრი, ფიცხი, შეუპოვარი და ამაყი გამხდარიყო, როგორიც ერთ დროს მახსოვს: ვერ ვეგუებოდი მასში ცვლილებებს და ის კიდევ უფრო მაღიზიანებდა, რომ ვხვდებოდი მასში მალე საბოლოოდ გაქრებოდა გენერალი და მისგანაც ერთი საბრალო მოხუცი ჩამოყალიბდებოდა, რომელსაც მოუწევდა მარტოობაში დაელია მისი საბრალო არსებობა. ბევრი ვიფიქრე სად შეიძლებოდა გამქრალიყო მისი სიმკაცრე და სიამაყე მეთქი, მაგრამ ერთადერთ რამეს ვხვდებოდი... მხოლოდ ძალა დაკარგა მკლავმა, მისმა მარჯვენამ; სხვა ყველაფერი მასში იყო, მასში ცოცხლობდა სანამ გენერალი ჯერ კიდევ ახამხამებდა თვალებს, სანამ ჯერ კიდევ ჰქონდა სურვილი ხალხისთვის დაემტკიცებინა და ეჩვენებინა ვის უნდა მიბაძოს საზოგადოებამ. ... სანამ კიდევ სჭირდებათ გმირები ამ ლაჩრებს; ხოდა, რადგან ლაჩრები მათ გარეშე უთუოდ გადაიჩეხებიან უფსკრულში გენერალი ყოველთვის ემახსოვრებათ; თუნდაც მისმა კეთისშობილმა სულმა დატოვოს მრავალომგამოვლილი სხეული... თუნდაც სულ აღარ მოიაზრებოდეს ეს მებრძოლი სული ადამიანთა სათვალავში... ეს გავიფიქრე და გული სიამაყით ამევსო. ვიგრძენი, რომ გენერალი ჯერ კიდევ აქაა და წასვლასაც არსად აპირებს. პიჯაკი ხელის მოძრაობით გავუსწორე და გავუღიმე სარკეში გამოსახულებას. გამიხარდა, როცა გავაცნობიერე, რომ გენერალი ვარ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. " ამბობენ მკაცრი მეთაური იყოო. ნებისმიერ დაკისრებულ მისიას, რაც არ უნდა ყოფილიყო ეს, ღილის დაკერება თუ მოწინააღმდეგის დაზვერვა ერთი და იგივე სიმკაცრით ავალებდა მის ჯარისკაცებს. ღონიერიც ყოფილა, მაგრამ არა იმდენად რომ ამით ვინმეზე გავლენა მოეხდინა. მთავარი მისი შეუდრეკელობა გახლდათ. " მშვენიერი დახასიათებაა. ++2 :)
" ამბობენ მკაცრი მეთაური იყოო. ნებისმიერ დაკისრებულ მისიას, რაც არ უნდა ყოფილიყო ეს, ღილის დაკერება თუ მოწინააღმდეგის დაზვერვა ერთი და იგივე სიმკაცრით ავალებდა მის ჯარისკაცებს. ღონიერიც ყოფილა, მაგრამ არა იმდენად რომ ამით ვინმეზე გავლენა მოეხდინა. მთავარი მისი შეუდრეკელობა გახლდათ. " მშვენიერი დახასიათებაა. ++2 :)
4. ,,ვიგრძენი, რომ გენერალი ჯერ კიდევ აქაა და წასვლასაც არსად აპირებს. პიჯაკი ხელის მოძრაობით გავუსწორე და გავუღიმე სარკეში გამოსახულებას. გამიხარდა, როცა გავაცნობიერე, რომ გენერალი ვარ!,, მომეწონა ) ,,ვიგრძენი, რომ გენერალი ჯერ კიდევ აქაა და წასვლასაც არსად აპირებს. პიჯაკი ხელის მოძრაობით გავუსწორე და გავუღიმე სარკეში გამოსახულებას. გამიხარდა, როცა გავაცნობიერე, რომ გენერალი ვარ!,, მომეწონა )
3. სათაური უფრო კარგ ნაწერს იმსახურებდა :) სათაური უფრო კარგ ნაწერს იმსახურებდა :)
2. კარგი სტრუქტურა აქვს, კარგად მიდის თხრობა, ცოტა მეტად პათეტიკურია, რამდენიმე წინადადება გაუმართავია და პუნქტუაციასაც მიხედვა უნდა. ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან კარგ პროზად იქცევა. კარგი სტრუქტურა აქვს, კარგად მიდის თხრობა, ცოტა მეტად პათეტიკურია, რამდენიმე წინადადება გაუმართავია და პუნქტუაციასაც მიხედვა უნდა. ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან კარგ პროზად იქცევა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|