| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 16 ივნისი, 2013 |
თვალთმაქცი
ხეტაანთ დაჩამიჩებული ბერიკაცი დაბალ, სამფეხა სკამზე ჩამომჯდარა, შინდის კოჟრიანი ჯოხი მუხლებშუა ამოუდევსდა ახალუხლებს ქვემოდან ამოსცქერის. სოფლის ლაზღანდარა ბიჭები ირგვლივ შემოსხდომიან. აქეზებენ, ასახელებენ, უნდათ ლაპარაკის საღერღელი აუშალონ. შეშის დაბალი, ჩაშავებული ღუმელი ნელი ღუღუნით ავსებს ზამთრის ჩაშავებულ პეიზაჟს. ოთახის კუთხეში თათარიახნად შეგროვილი შეშა მიუყრიათ. -ის მეოთხე სადღაა, ჩაიფხანაანთი?- კითხულობს პაპა. -ვინა, მავნე?- გამოცოცხლდება კედელაანთ გალეული ცქნაფა. -ის ხო ჯარშია, საზღვრებს იცავს. -რაც ის იქ არი, რუსები თურმე ტანკებს ზეთს აღარ უცვლიან, აზრი არა აქსო.- იღრიჭება ქაშეს ბიჭი. -ეხლანდელი ჯარი რა ჯარია, იქით გიხდიან ფულსა.- მეტიც არ უნდა პაპას. -შენ თუ მსახურობდი ჯარში,ჰა?- გამომცდელად ეკითხება ლექსო- ბამბაოზა. -მე? ჰმ,სალდათში, ფლოტში ვმსახურობდი-მეთქი, ადმირალ კოტლიარევზე, აკი გითხარით. -მერე, როგორი იყო? -ე, მაგის მოყოლა რო დავიწყო, ეს ზამთარი არ გამწვდება. -არ გაგწვდება და მეორე ზამთარიც ჩვენს ხელში არ არის, სად წაგვივა.- ქაშეს ბიჭია. - ზღვის ნათლობა გაგიგონიათ? ეგ იყო ყველაზე მურტალითუ იყო. აბა იქაური წესისა რა გამეგებოდა. ერთი აჯამი კასპელი ვიყავ, გომს არ გავცილებოდი. ჰოდა პირდაპირ შორეულში- მურმანსკში მიკრეს თავი. პირველათა ვნახე ზღვა.გაიხედამ, კაცო, ნაპირი არა ჩანს არსაიდანა ცასავით. ეხლა გემები, კიჩოდან ბოლომდისინ რო გახვიდე, ერთი დღეღამე გინდა. ბაბანებაა იგეთი, რო გადააწიტებ, ყინულის ლოლუასეეფ ეცემა მიწასა. -ვა, რას ამბობ, კაცო. -მა რა გგონიათ. ენდე მანდ გავიგე ის წესი. -რა წესი ჰქონდათ ეგეთი, ჰა პაპავ? -ერთი ლიტრა ზღვის წყალი უნდა დაგელია ახალ მატროსსა. -მერედა იმის დალევას რა უნდა.- ეშმაკები უელავს თვალებში ცქნაფას. -ე, შენ მამიშენის გამოხდილი რახი ხო არ გგონია!უნდა გენახა რა დღეში იყვნენ სალაგები, ფეხსადგილში ვერ ასწრებდნენ ერთმანეთსა. -ვაა!- ყასიდად იოცებს ქაშეს ბიჭი. -ძნელია ფლოტში სამსახური, თქვენ დასკალას კოჭბის ლობიოს ჭამა ხო არ გგონიათ. -მერე შენ როგორ დალიე? პაპას არ ესმის, თუ წაუყრუებს. -ეგ კი არა, ზოგი ჭკუაზეც ცდებოდა. -რას ამბობ კაცო. -ზოგიც იგონებდა, თავი რომ დაეძვრინა.ერთი გვყავდა, ოხერი. ისეთი რომა. -როგორი. -სიგიჟე მოიგონა კაცო!რო დაემტკიცებინა, ჩემ მატორზე არა ვარო, ფეხსალაგის ლუქში ჩახტა, „ურა,ურა ნაშ სავეცკი ფლოტო”!- გაჰყვიროდა. -იქიდანა, კაცო.ეგ მართლა გიჟი ყოფილა. -გიჟი რად იქნებოდა,მარა ექნა.- იცავს პაპა. -ეხლა კი ნამდვილად გვატყუებ პაპა და ეგ არი.- იწვევს ისევ ცქნაფა. -აბა რა უნდა გითხრათ, ეგეც არ იცი, ჩემი ხნის კაცს როგორ ელაპარაკოთ! -კაი ეხლა პაპა, ნუ გაგვიჯავრდები.ხო იცი გვიყვარს შენისთანა გემრიელი მოხუცების მოსმენა. -შენც რა პირში უხტები, ვა, აცალე კაცსა, მერე პაპა რას ამბობდი?- ვითომ გული მოსდის ლექსოს, თან ჩაცუცქული მიმქრალ ნაკვერჩხალს უბერავს მონდომებით. -მე? ხოდა.. რაზე? -აი გიჟობის ამბავზე. -ხოდა რო ამამათრიეს თოკებითა და მამიშვირეს შლანგებით წყალი... -შენა ,კაცო?- სიცილს ძლივს იკავებს ცქნაფა. -მაშა, კაპიტნის თანაშემწე გვყავდა ერთი, აძაღლებული, იმის პრიკაზი იყო.მაგის გულისთვინ ორი თვე მახეხინეს გემის გაუბახტში.
2013
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. სასიამოვნო წასაკითხია, ცხონებული ბაბუა გამახსენდა, ისიც ფლოტში მსახურობდა და სულ ვაყოლინებდით ხოლმე იქაურ ამბებს.:) სასიამოვნო წასაკითხია, ცხონებული ბაბუა გამახსენდა, ისიც ფლოტში მსახურობდა და სულ ვაყოლინებდით ხოლმე იქაურ ამბებს.:)
6. დიდი მადლობა ყველას! დიდი მადლობა ყველას!
4. მიყვარს ასეთი "გემრიელი" ნაწერების კითხვა)* მიყვარს ასეთი "გემრიელი" ნაწერების კითხვა)*
3. კარგი გემრიელი ამბავი იყო , კარგად მოთხრობილი...5 კარგი გემრიელი ამბავი იყო , კარგად მოთხრობილი...5
2. ძალიან მომეწონა და ვეთანხმები პირველ კომენტარს :) +++ ძალიან მომეწონა და ვეთანხმები პირველ კომენტარს :) +++
1. რა ძარღვიანი, გემრიელი ქართულითაა დაწერილი.
ამბავიც მშვენიერი.
"-ხოდა რო ამამათრიეს თოკებითა და მამიშვირეს შლანგებით წყალი... "- ალალი თვალთმაქცი :)) რა ძარღვიანი, გემრიელი ქართულითაა დაწერილი.
ამბავიც მშვენიერი.
"-ხოდა რო ამამათრიეს თოკებითა და მამიშვირეს შლანგებით წყალი... "- ალალი თვალთმაქცი :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|