 | ავტორი: ფაიმბრე ჟანრი: პოეზია 22 ივნისი, 2013 |
აფხაზეთის ნანგრევებს მივუყვები სიზმრებში, გზაზე მიმოუფანტავთ ხმადაცლილი ტყვიები. დედებმა რომ იტირეს დღესაც მახრჩობს ფიქრებში, ჭაბუკების სისხლით როს გადაწითლდნენ იები.
ქართველები ზარ-ზმანებს სამრეკლოში რეკავდნენ, მტერი კი გვიტოვებდა დასამარხად ცხედრებს და – საქართველოს მკერდზე რომ ძმა ბიჭები ეყარნენ, დედა ვაჟკაცებისთვის ღმერთს მშვიდობას ვედრებდა.
რეკენ საქართველოდან ქართულ უბედურებას, სისხლიანი ტყვიები გვეყრებოდა თავზე და სიკვდილისფრად შეიმოსა აფხაზეთის ბუნება, წინა ხაზის დაცემისას ბოლო ხაზი გვავსებდა.
გორგასალის საფლავზე ვლოცულობდი ცრემლებით, მივტიროდი აფხაზეთს მოვთქვამდი და ვხაოდი. ამ დროს ზოგი ქართველი ღვინოს სვამდა ქვევრებით – განსხვავებულს შესვამდნენ და გნიასი გაუდით.
დაუნდობლად ვურტყავდით რაც კი ხელში გვხვდებოდა, რომ დაგვეცვა სახლ–კარი და იმედი მომავლის. ხმალით ვუფრთხილდებოდით ქართულ მემკვიდრეობას, სული გამოგვყოლია კრწანისის და მარაბდის.
ბრძოლა ვისღა ახსოვდა,ომში ძმა-ძმას გაექცა, ბედკრული ქართველობა დღესაც მძიმე ჯვარია, 8 აგვისტოს,9 აპრილს,ოჯახები დაგვექცა, გეყოთ,ჩემი სამშობლო ომით გადამწვარია.
გავმთლიანდით ჭირით და გავმთლიანდით ვარამით, სამართლიანობისთვის ვანამუსოთ ნამუსი. აფხაზეთის მთებს შევკაზმავ საქართველოს კალამით, ქართველებო ქართული განდაგანა გაუსვით.
გამარჯვების ღვინო მოვსვი სისხლიანი ხორხით, მგლოვიარე ქართველი ვარ,თავს ენგური მაწვიმს. მუხლმოკვეთილ სამაჩაბლოს ვეზიარე მორთხმით, ჩვენი დედა საქართველო დღესაც იცავს ბარძიმს.
რომ სამების ხარაჩოებს მტრედი აღარ გამოსცდეს, გთხოვ შემინდე უფალო,თხოვნა თუკი წამომცდეს რომ ლექსებით ვისულდგუმელებ მანამ წავალ სამოთხეს, ღმერთო შეგთხოვ ეს გული,აფხაზეთით გამოთბეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. კიდევ ერთხელ შემოვედი აქ და ამეტირა.....კითხვა მიჩნდება ერთადერთი:რატომ,უფალო? მეტი არაფერი...:((( კიდევ ერთხელ შემოვედი აქ და ამეტირა.....კითხვა მიჩნდება ერთადერთი:რატომ,უფალო? მეტი არაფერი...:(((
19. ოთარ გურგენიშვილი - ნიჭიერი პოეტი და შემოქმედი. მართალია პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ფეისბუქზე თბილი მიმოწერა გვქონდა, პოეზიამ დაგვამეგობრა, ერთი სატკივარი გვქონდა და ერთმანეთს კარგად ვუგებდით. მის ლექსებს ჯერ კიდევ ლიტერატურულ საიტ ``ურაკპარაკი``-დან გავეცანი, პოეტი იყო ეს ადამიანი, თავისი საქციელითაც დაამტკიცა ეს, სამწუხაროა, რომ მას ამის დასამტკიცებლად საკუთარი სიცოცხლის დათმობა მოუხდა. მისი ლექსებიდან ყველაზე ძალიან ``ენგურის ხიდზე ვდგავართ ჭაბუკი პოეტები`` მიყვარს, ჩემმა სეხნიამ ამ ლექსით ყველა ჩვენგანის სათქმელი თქვა, აფხაზეთი მისი ტკივილიც იყო, ისევე როგორც ჩემი. ამიტომაც ვუგებდით ჩვენ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდით. ჩვენ საქართველოსა და ხელოვნების, პოეზიის სიყვარული გვაერთიანებდა, პოეზიაც ხომ ხელოვნებაა, ხელოვნება კი მსხვერპლს მოითხოვს! ოთარ გურგენიშვილიც ჩვენი დროის, ჩვენი თაობის გმირია! დაბოლოს, ჯანსუღ ჩარკვიანის სიტყვებით მინდა დავასრულო:
``სამარადიოსო დიდება გმირებს, დიდება გმირებს სახლში მოუსვლელთ!``
პატივისცემით - ოთარ რურუა (კოლხიდელი) ოთარ გურგენიშვილი - ნიჭიერი პოეტი და შემოქმედი. მართალია პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ფეისბუქზე თბილი მიმოწერა გვქონდა, პოეზიამ დაგვამეგობრა, ერთი სატკივარი გვქონდა და ერთმანეთს კარგად ვუგებდით. მის ლექსებს ჯერ კიდევ ლიტერატურულ საიტ ``ურაკპარაკი``-დან გავეცანი, პოეტი იყო ეს ადამიანი, თავისი საქციელითაც დაამტკიცა ეს, სამწუხაროა, რომ მას ამის დასამტკიცებლად საკუთარი სიცოცხლის დათმობა მოუხდა. მისი ლექსებიდან ყველაზე ძალიან ``ენგურის ხიდზე ვდგავართ ჭაბუკი პოეტები`` მიყვარს, ჩემმა სეხნიამ ამ ლექსით ყველა ჩვენგანის სათქმელი თქვა, აფხაზეთი მისი ტკივილიც იყო, ისევე როგორც ჩემი. ამიტომაც ვუგებდით ჩვენ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდით. ჩვენ საქართველოსა და ხელოვნების, პოეზიის სიყვარული გვაერთიანებდა, პოეზიაც ხომ ხელოვნებაა, ხელოვნება კი მსხვერპლს მოითხოვს! ოთარ გურგენიშვილიც ჩვენი დროის, ჩვენი თაობის გმირია! დაბოლოს, ჯანსუღ ჩარკვიანის სიტყვებით მინდა დავასრულო:
``სამარადიოსო დიდება გმირებს, დიდება გმირებს სახლში მოუსვლელთ!``
პატივისცემით - ოთარ რურუა (კოლხიდელი)
17. წარმატებები წარმატებები
15. გილო მე შენი ახლა გავიგე მეგობარო და მივხვდი რომ ცუდი განზრახვით არ დაგიწერია კომენტარი.გაიხარე ჩემო კარგო.მომავლის იმედებით და წარმატებები შენ. გილო მე შენი ახლა გავიგე მეგობარო და მივხვდი რომ ცუდი განზრახვით არ დაგიწერია კომენტარი.გაიხარე ჩემო კარგო.მომავლის იმედებით და წარმატებები შენ.
14. დიდი მადლობა მეპოეტე და მეც ვფიქრობ ახლა რომ გილოს ცუდი განზრახვით არ დაუწერია. დიდი მადლობა მეპოეტე და მეც ვფიქრობ ახლა რომ გილოს ცუდი განზრახვით არ დაუწერია.
13. გმადლობთ ლუტეცია და მაპატიეთ თუ ისეთი ვერ იყო ლექსი როგორსაც ელოდით.უფალი გფარავდეთ. გმადლობთ ლუტეცია და მაპატიეთ თუ ისეთი ვერ იყო ლექსი როგორსაც ელოდით.უფალი გფარავდეთ.
12. მე აფხაზეთიდან ვარ და ცოტა მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მითუმეტეს რომ ჩანს ავტორის შემართება და სურვილი, რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი თქვას. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამ ლექსის ხმამაღალმა ფრაზებმა ვერ მითხრა რაიმე ისეთი, რაც ჩემი სულის ყველაზე ღრმა და მტკივნეულ სიმებს შეატოკებდა. არადა, ვისურვებდი, რომ ასე ყოფილიყო და ამ თემაზე დაწერილ ლექსზე მხოლოდ დადებითი მქონოდა სათქმელი. შემეძლო საერთოდ არაფერი მეთქვა, მაგრამ ვერ გავძელი. მაპატიეთ გულწრფელობა, და ვაფასებ თქვენს სურვილს ამ თემაზე ლექსი დაწეროთ. მომავალი წარმატების უდიდესი სურვილით, მე აფხაზეთიდან ვარ და ცოტა მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მითუმეტეს რომ ჩანს ავტორის შემართება და სურვილი, რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი თქვას. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამ ლექსის ხმამაღალმა ფრაზებმა ვერ მითხრა რაიმე ისეთი, რაც ჩემი სულის ყველაზე ღრმა და მტკივნეულ სიმებს შეატოკებდა. არადა, ვისურვებდი, რომ ასე ყოფილიყო და ამ თემაზე დაწერილ ლექსზე მხოლოდ დადებითი მქონოდა სათქმელი. შემეძლო საერთოდ არაფერი მეთქვა, მაგრამ ვერ გავძელი. მაპატიეთ გულწრფელობა, და ვაფასებ თქვენს სურვილს ამ თემაზე ლექსი დაწეროთ. მომავალი წარმატების უდიდესი სურვილით,
11. მე ვფიქრობ ეს ის შემთხვევაა როცა ლექსის ტექნიკურ მხარეზე უფრო თემატიკა გიმძაფრებს ემოციას. მეგობრებო გადავხედე თქვენს კომენტარებს და ჩემი აზრით გაუგებრობას აქვს ადგილი. გილოს ვეთანხმები არ ღირს ამ ეტაპზე კამათის გაგრძელება. მე ვფიქრობ ეს ის შემთხვევაა როცა ლექსის ტექნიკურ მხარეზე უფრო თემატიკა გიმძაფრებს ემოციას. მეგობრებო გადავხედე თქვენს კომენტარებს და ჩემი აზრით გაუგებრობას აქვს ადგილი. გილოს ვეთანხმები არ ღირს ამ ეტაპზე კამათის გაგრძელება.
10. ეს უკვე მოულოდნელობის იმხელა ეფექტია რომ მხოლოდ ერთადერთი სურვილი გამიჩნდა ამ შემთხვევაში თქვენი პასუხიდან გამომდინარე,რომელიც ჩემი კომენტარეის არაადექვატურ აღქმაზეა დაფუძნებული-როცა ერთ ენაზე ან თუნდაც სხვადასხვა ენაზე ოღონდ ურთიერთ გასაგებ ენაზე შეგვეძლება საუბარი,ვფიქრობ მაშინ უფრო შედეგიანი იქნება ჩვენს შორის შთაბეჭდილებების გაცვლა.
მიუხედევად თქვენი ამ პასუხისა პატივისცემა ჩემი მხრიდან არ შეცვლილა არანაირად სხვა რაიმეთი :) ეს უკვე მოულოდნელობის იმხელა ეფექტია რომ მხოლოდ ერთადერთი სურვილი გამიჩნდა ამ შემთხვევაში თქვენი პასუხიდან გამომდინარე,რომელიც ჩემი კომენტარეის არაადექვატურ აღქმაზეა დაფუძნებული-როცა ერთ ენაზე ან თუნდაც სხვადასხვა ენაზე ოღონდ ურთიერთ გასაგებ ენაზე შეგვეძლება საუბარი,ვფიქრობ მაშინ უფრო შედეგიანი იქნება ჩვენს შორის შთაბეჭდილებების გაცვლა.
მიუხედევად თქვენი ამ პასუხისა პატივისცემა ჩემი მხრიდან არ შეცვლილა არანაირად სხვა რაიმეთი :)
9. გილო რაც შეგეხებათ თქვენ პირველ რიგში დიდი მადლობა პატივისცემისათვის და მეორე.თემა რომ კარგია მაგაში ვერ დაგეთანხმებით.ის რომ აფხაზეთი დღეს ჩვენი ტკივილია და ვერ ვიბრუნებთ ეს თემაა კარგი? მაპატიეთ მაგრამ ძალიან ცუდია თემა.თუ თქვენ იგულისხმეთ საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით ეგ სხვა საკითხია მაგრამ მაგ საკითხშიც ჩემი კეთილშობილებით ვგონებ გაოცებული დარჩები.მარცვლების ზრდასთან დაკავშირებით თქვენი შენიშვნა მისაღებია.რაც შეეხება ,,კვერის დაკვრას" - უკომენტაროდ და ეს ბოლოს თქვენს პატივისცემას სრულიად ეწინააღმდეგება. გილო რაც შეგეხებათ თქვენ პირველ რიგში დიდი მადლობა პატივისცემისათვის და მეორე.თემა რომ კარგია მაგაში ვერ დაგეთანხმებით.ის რომ აფხაზეთი დღეს ჩვენი ტკივილია და ვერ ვიბრუნებთ ეს თემაა კარგი? მაპატიეთ მაგრამ ძალიან ცუდია თემა.თუ თქვენ იგულისხმეთ საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით ეგ სხვა საკითხია მაგრამ მაგ საკითხშიც ჩემი კეთილშობილებით ვგონებ გაოცებული დარჩები.მარცვლების ზრდასთან დაკავშირებით თქვენი შენიშვნა მისაღებია.რაც შეეხება ,,კვერის დაკვრას" - უკომენტაროდ და ეს ბოლოს თქვენს პატივისცემას სრულიად ეწინააღმდეგება.
8. არამითი მისაღებია შენი შენიშვნა მეგობარო ტექნიკურ წუნთან დაკავშირებით.უფალი გფარავდეს. არამითი მისაღებია შენი შენიშვნა მეგობარო ტექნიკურ წუნთან დაკავშირებით.უფალი გფარავდეს.
7. თემა რომ კარგია ამაზე კამათი აბსურდია. აი მე მიკვირს შესრულებაზე რომ აქ კეთილისმსურველების მხრიდან ასპროცენტიან კვერის დაკვრას ვხედავ :) არ არის მეგობარო ეს არანარიდა სათქმლის ის შესრულება რასაც შეიძლება დადებითი შეფასება მიეცეს. სარითმო წყვილებზე არაფერს არ ვიტყვი,ვიცი რომ შენც იცი ეს,ყოველ შემთხვევაში ასე მგონია.ამ ნაწერის მესამე სტროფის მესამე და მეთხო სტრიქონში მარცვლების რაოდენობის შეგნებული გაზრდა საერთოდ ვერ აღვიქვი.მუსიკალურობის დარღვევის გარდა ვერაფერი მაგრძნობინა ამ შტრიხმა.
პატივისცემით წარმატების სურვილი მუდამ ჩემგან ავტორს. თემა რომ კარგია ამაზე კამათი აბსურდია. აი მე მიკვირს შესრულებაზე რომ აქ კეთილისმსურველების მხრიდან ასპროცენტიან კვერის დაკვრას ვხედავ :) არ არის მეგობარო ეს არანარიდა სათქმლის ის შესრულება რასაც შეიძლება დადებითი შეფასება მიეცეს. სარითმო წყვილებზე არაფერს არ ვიტყვი,ვიცი რომ შენც იცი ეს,ყოველ შემთხვევაში ასე მგონია.ამ ნაწერის მესამე სტროფის მესამე და მეთხო სტრიქონში მარცვლების რაოდენობის შეგნებული გაზრდა საერთოდ ვერ აღვიქვი.მუსიკალურობის დარღვევის გარდა ვერაფერი მაგრძნობინა ამ შტრიხმა.
პატივისცემით წარმატების სურვილი მუდამ ჩემგან ავტორს.
6. ავტორი: ფაიმბრე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:1
მაგარი დასახვეწია,არეულია რიტმი... ავტორი: ფაიმბრე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:1
მაგარი დასახვეწია,არეულია რიტმი...
5. ავტორი: ფაიმბრე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
22 ივნისი, 2013
ავტორი: ფაიმბრე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
22 ივნისი, 2013
4. ხმალით ვუფრთხილდებოდით ქართულ მემკვიდრეობას, სული გამოგვყოლია კრწანისის და მარაბდის. კარგია. ხმალით ვუფრთხილდებოდით ქართულ მემკვიდრეობას, სული გამოგვყოლია კრწანისის და მარაბდის. კარგია.
3. ბაჩო და რობერტ იხარეთ და უღრმესი მადლობა,თქვენი აზრი დიდი მნიშვნელობის მატარებელია ჩემთვის. ბაჩო და რობერტ იხარეთ და უღრმესი მადლობა,თქვენი აზრი დიდი მნიშვნელობის მატარებელია ჩემთვის.
2. სისხლის ამადუღებელი, სულში ჩამოწვდომი და პატრიოტიზმით, ეროვნული ტკივილით გაჟღენთილი ძალიან ლამაზი ლექსია ... ,,რომ ლექსებით ვისულდგუმელებ მანამ წავალ სამოთხეს, ღმერთო შეგთხოვ ეს გული,აფხაზეთით გამოთბეს.,,
ჩემი უსასრულო მოწონება ავტორსა და ლექსს.... წარმატებები სისხლის ამადუღებელი, სულში ჩამოწვდომი და პატრიოტიზმით, ეროვნული ტკივილით გაჟღენთილი ძალიან ლამაზი ლექსია ... ,,რომ ლექსებით ვისულდგუმელებ მანამ წავალ სამოთხეს, ღმერთო შეგთხოვ ეს გული,აფხაზეთით გამოთბეს.,,
ჩემი უსასრულო მოწონება ავტორსა და ლექსს.... წარმატებები
1. "ღმერთო შეგთხოვ ეს გული,აფხაზეთით გამოთბეს." არაჩვეულებრივი ფინალია ყოჩაღ ამადუღა.. დამაწუხრა... ძალიან კარგი თემაა და გადმოცემულიც კარგია წარმატებები შენ და დაგიტოვე 5+ "ღმერთო შეგთხოვ ეს გული,აფხაზეთით გამოთბეს." არაჩვეულებრივი ფინალია ყოჩაღ ამადუღა.. დამაწუხრა... ძალიან კარგი თემაა და გადმოცემულიც კარგია წარმატებები შენ და დაგიტოვე 5+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|