სუნ ძი - ,,ომის ხელოვნება'' ყოველი სახელმწიფოს მიზანია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ,,თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის''. ამ ფრაზაში გამოხატულია გაუცვეთელი ჭეშმარიტება, რომლის გაცნობიერება თითოეულ ჩვენგანს მართებს. ამრიგად, ისეთი რიცხობრივად მცირე ერისათვის, როგორც საქართველოა, ერთ-ერთ მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს მრავლისმომცველი სამხედრო განათლების მიღება, რამეთუ ჩვენს ქვეყანას ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა აქვს და მუდმივად იმყოფება საფრთხის წინაშე. რამდენიმე წლის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ქართულ ენაზე ითარგმნა ცნობილი სამხედრო ფილოსოფიური ტრაქტატი ,,ომის ხელოვნება'', რომლის ავტორიც გახლავთ ქრ.შ-მდე VI ს-ში მოღვაწე მხედართმთავარი სუნ ძი. იგი ჩინებული სარდალი იყო და მეფისაგან სრული სამოქმედო თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. სუნ ძის ფილოსოფიური პრინციპებით დღემდე საზრდოობს მსოფლიო სამხედრო სკოლები. მას შემდეგ, რაც აშშ ვიეტნამთან ომში დამარცხდა, ამერიკელთა ინტერესი სუნ ძის მოძღვრებისადმი გაათმაგდა, რამეთუ ვიეტნამელებმა აშშ-ს ჯარებს, სწორედ მის მიერ შექმნილი სტრატეგიები დაუპირისპირეს. პენტაგონი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გულდასმით სწავლობდა აღმოსავლურ ,,ომის ხელოვნებას''. მათ ამ ფასდაუდებელი ცოდნის წყალობით მთლიანად გადაახალისეს ამერიკული სამხედრო ფილოსოფია და წარმატებით დანერგეს სუნ ძის მეთოდები ბრძოლის ველზე. თუკი დღეს ჩვენთვის ეს სწავლება ხელმისაწვდომია, საუკუნეების წინ მისი მიღება მხოლოდ სამეფო ოჯახებისთვის იყო შესაძლებელი. ფაქტობრივად, სუნ ძის ფილოსოფია ჩინელებისათვის წარმოადგენდა საიდუმლო იარაღს და ბუნებრივია, რომ ისინი ამ ძვირფას განძს თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ. გარდა ამ ნაშრომისა, საუკუნეების განმავლობაში ზეპირსიტყვიერად გადაიცემოდა შვიდი კლასიკური მოძღვრება ომის შესახებ. ამ სწავლებების საყრდენი სუნ ძის ,,ომის ხელოვნება'' იყო. ,,ომის ხელოვნება'' ძირფესვიანად მიმოიხილავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: 1) ომის არსი 2) მოწინააღმდეგის ბუნების შეცნობა 3) ბრძოლის ველზე განლაგების ხერხები 4) იდეალური მთავარსარდლების ტიპები 5) მიზნის მიღწევის საშუალებები 6) რიცხობრივი უპირატესობის დადებითი და უარყოფითი მხარეები 7) რაციონალური და აფექტური გადაწყვეტილებების შეპირისპირებები და ა.შ სამხედრო საქმეში დახელოვნებული სუნ ძის აზრით, მტრის არმიაზე გამარჯვება ბრძოლის გარეშე არის ღირსების მწვერვალი. სახელმწიფოს მმართველმა ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წამოიწყოს, თუკი პოლიტიკური მიზნის განსახორციელებლად საკმარისი არ იქნება გონივრული დიპლომატია და ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდები. სუნ ძი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმ გარემოებას, რომ ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა აჩქარება, ლაჩრად შერაცხვის შიში, ბრაზი ან სიძულვილი, არ უნდა მოეხდინა ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მისი ღრმა რწმენით, ომი სახელმწიფოს ყველაზე დიდი საქმეა, სიკვდილ-სიცოცხლის საფუძველი, გადარჩენისკენ ან გაქრობისკენ მიმავალი გზა(დაო). ის საფუძვლიანად უნდა იქნეს განხილული და გაანალიზებული.'' სუნ ძი ყურადღებას ამახვილებს მტრისა და საკუთარი თავის შეცნობაზე: ,,მას, ვინც იცნობს თავის მტერსა და საკუთარ თავს, არ ემუქრება საფრთხე ასეულობით ბრძოლაშიც კი. ის, ვინც არ იცნობს თავის მტერს, მაგრამ იცნობს საკუთარ თავს, ზოგჯერ გაიმარჯვებს, ზოგჯერ კი დამარცხდება. ის, ვინც არც მტერს იცნობს და არც საკუთარ თავს, ყველა ბრძოლიდან დამარცხებული გამოვა. ბრძოლის ბედს სივრცის გონივრულად ათვისება განსაზღვრავს. რიცხობრივი უპირატესობა გაქარწყლდება, თუ არმია არ განლაგდება შესაბამის პოზიციებზე. აი, რას წერს სუნ ძი ამასთან დაკავშირებით: 1) ,,მტერთან შებმის ადგილი მისთვის უცნობი უნდა იყოს. ის რომ წინასწარ გახდეს ცნობილი, მაშინ მრავალ პოზიციაზე შეძლებს თავდაცვის გაძლიერებას. თუ მისი თავდაცვითი პოზიციები მრავალრიცხოვანია, მაშინ ჩვენი ძალები არასაკმარისი იქნება'' 2) ,,თუ წასასვლელი არსაით გაქვს, მაშინ ,,საბედისწერო ადგილას'' იმყოფები. არმიის გაშლა მტერსა და მდინარეს შორის რეკომენდებული არ არის, რადგან ეს ადგილი ადვილად შეიძლება იქცეს მეომართა სასაფლაოდ''. 3) ,, ნუ გაეკიდები მოტყუებით უკანდახეულს. ნუ მიიტან იერიშს გამოცოცხლებულ ნაწილებზე. ნუ წამოეგები სატყუარაზე. ნუ შეუშლი ხელს მტერს თავის მიწაზე დაბრუნებაში. თუ ლაშქარს ალყა შემოარტყი, გასასვლელი დაუტოვე. ნუ მოიმწყვდევ დაქანცულ თავდამსხმელს. 4) ,,მდინარეების გადაჭრის შემდეგ მტერსა და შენს ლაშქარს შორის გარკვეული მანძილი დატოვე. თუ ის მდინარეს მოადგა და იერიშისთვის ემზადება, წყალში ნუ შეებრძოლები. მათზე თავდასხმა მაშინ არის მომგებიანი, თუ მოწინააღმდეგის ლაშქრის ნახევარია წყალში''. 5) ,,თუ მტერთან შებრძოლება მოისურვე, ჯარს მდინარესთან ნუ მოაწყობ, ადვილად დასაკავებელი ადგილი შეარჩიე და მაღლობები დაიკავე. წყალში ბრძოლისას პირით მდინარის დინების საწინააღმდეგოდ ნუ დადგები''. არმიის მამოძრავებელ ძალას გონიერი, გამოცდილი და მამაცი მთავარსარდალი წარმოადგენს. სუნ ძიმ ჩამოაყალიბა იდეალური მეთაურის ტიპი. პირველ რიგში, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მან გამოკვეთა ის მთავარი სამოქმედო პრინციპი, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს თითოეული საღად მოაზროვნე მეთაური: ,,რაგინდ არ უნდა დიდი ავტორიტეტის მქონე იყოს ქვეყნის მმართველი, ბრძოლის ველზე თითოეულ სვლას მთავარსარდალი აკეთებს. აქედან გამომდინარე, მმართველი ბოლომდე უნდა ენდობოდეს ჯარის მეთაურს. გადაწყვეტილების მიღებისას იმას კი არ უნდა ენიჭებოდეს მნიშვნელობა თუ ვინ იღებს მას, არამედ იმას, თუ რამდენად ნაყოფიერი იქნება ამ გადაწყვეტილების შედეგი. სუნ ძის აზრით, მხედართმთავარი ზნეობრივი პიროვნება უნდა იყოს, რადგან თუ ადამიანს მაღალი სულიერი მდგომარეობა არ აქვს, იგი არათუ ათას ჯარისკაცს, არამედ საკუთარ თავსაც ვერ მართავს. ,,ძველ დროში, ომის გზაში (დაო) დახელოვნებული სარდლები ჯერ თავად ხდებოდნენ უძლეველნი, რათა იმ წუთს დალოდებოდნენ, რომ მტრისთვის ეძლიათ. უძლეველობის გზა შენშია, დაძლევისა - მტერში. ამგვარად, ომის გზაში (დაო) დახელოვნებულს შეუძლია თავი უძლეველად გამოაცხადოს, მაგრამ ამით მტერს ვერ დაასუსტებს. ასე უთქვამთ, რომ შეიძლება იცოდე მტრის დამარცხების ხერხი, მაგრამ მისი განხორციელება შენთვის შეუძლებელი იყოს.'' სუნ ძი ხაგზასმით აღნიშნავს, რომ სარდლის საქმიანობა იდუმალებით მოცული უნდა იყოს, მისი გეგმები - ძნელი მისახვედრი და თავად არასოდეს არ უნდა უმხელდეს ზრახვებს საკუთარ ლაშქარსაც კი. ,,სარდალი აუცილებლად მშვიდი, დინჯი და პატიოსანი უნდა იყოს; თავის შეკავება უნდა შეეძლოს, ისევე როგორც მეთაურებისა და რიგითი მებრძოლების მხედველობისა და სმენის მოდუნება, რათა ისინი მუდამ გაუგებრობაში ამყოფოს. ის საქმეების მართვის ხერხსა და სამხედრო სტრატეგიებს განუწყვეტლივ იმიტომ ცვლის, რომ ვინმე არ ჩაწვდეს მის გეგმებს. ადგილიდან იძვრება და მიხვეულ-მოხვეული გზებით მიდის მიზნამდე, რათა სხვები ვერ მიხვდნენ, რას ელოდონ მისგან. ,,ომის ხელოვნება'' განიხილავს სარდლების დამოკიდებულებას ხელქვეითებისადმი: ,,როცა სარდალი მეომრებს უმცროსი შვილებივით ეპყრობა, ისინი მას ყველაზე რთულ ხეობებშიც კი შეჰყვებიან. როდესაც ის მეომრებს საყვარელი შვილებივით ეპყრობა, დაუფიქრებლად დაიხოცებიან მისთვის.'' აგრეთვე, ძალიან გონივრულად არის შეფასებული მეომართა ავკარგობა: ,,მებრძოლები ცუდად აღზრდილ ბავშვებს შეიძლება შევადაროთ მაშინ 1) როდესაც მათ კარგად ეპყრობიან, მაგრამ თავად გამოუსადეგარნი არიან; 2) თუ ისინი უყვართ, მაგრამ მეთაურობას არ ემორჩილებიან, ან თუ არეულობის დროს მათი მოწესრიგება შეუძლებელია. დაბოლოს, სუნ ძი მთავარსარდლის როლს ამგვარად აფასებს: ,,სარდალი ქვეყნის დედაბოძია. თუ ის მრავალმხრივ განვითარებული და ნიჭიერია, ქვეყანა აუცილებლად გაძლიერდება. თუ დედაბოძს ბზარი გაუჩნდა, ქვეყანა აუცილებლად დასუსტდება''. მისი აზრით, ქვეყნისთვის განძია ის სარდალი, რომელიც იმისათვის კი არ მიიწევს წინ, რომ სახელი მოიხვეჭოს ან უკანდახევას თავს არ არიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ სასჯელის ეშინია, არამედ ხალხზე და თავისი მმართველისათვის სარგებლის მოტანაზე ზრუნავს. ,,მიზანი ამართლებს საშუალებას''. ,,ომის ხელოვნება'' გვასწავლის, რომ ომში ჩაბმული მხარეების ამოცანა სასურველი შედეგის მიღება უნდა იყოს. გამარჯვების მოსაპოვებლად მხოლოდ სიმამაცე და კარგი საბრძოლო აღჭურვილობა არ კმარა. იმისათვის, რათა მოწინააღმდეგე დაამარცხო, მასზე რაც შეიძლება ფასეული ინფორმაცია უნდა მოიპოვო. როგორც აღვნიშნე, თუ მტრის ბუნებას ვერ შეიცნობ, ომს ვერ მოიგებ. სწორედ ამიტომ, პრაგმატულად მოაზროვნე სუნ ძი ცივი გონებით განსჯის ომის თითოეულ ასპექტს და შემდეგი დასკვნები გამოაქვს: ,,სარდალმა მიზნის მისაღწევად ჯაშუშური ქსელი უნდა გამოიყენოს. მისი მოქმედებების ამოსავალი წერტილი არც სხვათა კეთილი ნება უნდა იყოს და არც შემთხვევითი მოვლენები. მისთვის წინასწარმოპოვებული ცნობები, მათი უწყვეტი ანალიზით ასევე თავდაცვითი მზადებები უნდა გახდეს გარანტია იმისა, რომ მტერი ვერც მოულოდნელად დაესხმება თავს და ვერც მარტივი დაპირისპირებებით დაამარცხებს''. ამრიგად, უარი არ უნდა ვთქვათ აღნიშნული მეთოდის გამოყენებაზე, რადგან ბრძოლის ბედს დიდწილად განსაზღვრავს ზუსტი და ძვირფასი ინფორმაცია მტრის შესახებ. ,,ნებისმიერი ქმედება იწვევს უკუქმედებას''. ერთი შეხედვით, სუნ ძის თეზისი - ,,ცოტა ამარცხებს ბევრს'', შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ომის არსში ღრმად გარკვეული ადამიანები გააანალიზებენ, თუ რა იგულისხმა ჩინელმა ფილოსოფოსმა ამ სიტყვებში. საქმე ისაა, რომ დიდი არმიის შესანახად შესაბამისი რესურსებია საჭირო. თუ სამხედრო კამპანია დიდხანს გრძელდება, ძალიან რთული ამოცანის წინაშე დადგება მხედართმთავარი: მან სრულფასოვნად უნდა გამოკვებოს ბრძოლით დაღლილი, საშინლად დამშეული ჯარი. აგრეთვე, რაც უფრო მრავალრიცხოვანია არმია, მით უფრო რთულია მისი მართვა, ტაქტიკური ჩანაფიქრების ახსნა თითოეული ჯარისკაცისათვის და მათი მოტივირება. მაგრამ ბუნებრივია, რომ არსებობს სპეციალური გარემოებები, რომელიც მცირერიცხოვან ლაშქარს პირწმინდად დამარცხებას უქადის. მაგალითად, გაშლილ ველზე ბრძოლაში, სადაც ნაკლებად ან საერთოდ არ მოიძებნება სამალავი ადგილები, რასაკვირველია, გაიმარჯვებს რაოდენობრივად დიდი არმია. სუნ ძის მოსაზრებას ცხადყოფს არაერთი ისტორიული მაგალითი: იბერიის მეფე არტაგმა რომაელთა ძლევამოსილ ლეგიონებს პარტიზანული საბრძოლო ხერხი დაუპირისპირა. ამაყი გნეუს პომპეუსი, რომელიც თავდაპირველად უარს აცხადებდა დაზავებაზე, იძულებული გახრდა არტაგის წინადადება მიეღო, რადგან რომაელთათვის აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა იბერია. არტაგი ხუთი თითივით იცნობდა თავისი სამეფოს თითოეულ გეოგრაფიულ წერტილს და მიუხედავად იმისა, რომ მტერს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა საბრძოლო აღჭურვილობითა და რაოდენობით, სწორედ ამ ფაქტორის წყალობით მოახერხა პომპეუსისათვის ღირსეული მეტოქეობის გაწევა. იბერიელნი იმდენად ცოტანი იყვნენ, რომ ქალებმაც კი აისხეს აბჯარი და თავიანთი თანამემამულე მამაკაცების მხარდამხარ დადგნენ; თანაც ტოლი არაფერში დაუდეს ე.წ ,,ძლიერი სქესის'' წარმომადგენლებს. ანალოგიური რამ განაცხადა სულხან-საბა ორბელიანმა: ,,პატარა მტერი ცეცხლსა ჰგავს, ნაცარში დამალულსა, რა გაჰქექ ხელს დაგწვავს. მაშასადამე, სუნ ძის მიერ ნაქადაგები ფილოსოფია არ არის წყალწყალა მოძღვრება. ის დატვირთულია ძალიან ღრმა ფიქრებით და მეტყველებს იმაზე, რომ მქადაგებელი თავად გახლდათ ომში გამოწრთობილი მეომარი, რომელმაც პირადი გამოცდილება განაზოგადა და კლასიკური თეორიები შექმნა. ზემოთხსენებულ ფილოსოფიურ ტრაქტატში ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ძირეულ განსახილველ საკითხს წარმოადგენს რაციონალური და აფექტური გადაწყვეტილებების შეპირისპირებები. ავტორი გამუდმებით გვიმეორებს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გრძნობები უნდა გამოვთიშოთ და მხოლოდ გონებას უნდა ვუგდოთ ყური, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუაზრებლად მოვიქცევით და კატასტროფულ შედეგს მოვუტანთ არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ ქვეყანას. ასეთია სუნ ძის შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით: 1) ,,თუ მოძრაობა მომგებიანი არ არის, ადგილზე დარჩი. თუ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, ჯარს ნუ მოუხმობ. თუ საფრთხე არ გემუქრება, ომში ნუ ჩაებმები. მმართველმა ლაშქარს იმის გამო არ უნდა მიმართოს, რომ გაბრაზებულია. სარდალი ბრძოლაში პირადი წყენის გამო არ უნდა ჩაებას. როდესაც მოძრაობა მომგებიანია, დაიძარი; როცა არა - შესაძლოა, რისხვა კმაყოფილებამ შეცვალოს, წყენა - სიხარულად იქცეს, მაგრამ დაცემული სამეფო ვეღარ ადგება, მკვდარს ვეღარ გააცოცხლებ''. 2) ,,ძლიერი მოწინააღმდეგისათვის თავის არიდება სილაჩრე როდია. ეს სიბრძნეა, რადგან არასასურველ დროსა და ადგილას ბრძოლიდან გაცლა საკუთარი თავის მოთოკვას გულისხმობს. გაიმარჯვებს ის, ვინც იცის, როდის შეუძლია ბრძოლა და როდის - არა''. ,,ცოდნა ძალაა''. ხმალი დაჩლუნგდა, დღეს გონება ზეობს. ყოველმა ქართველმა უნდა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა ღვთისა და სამშობლოს წინაშე. უკიდეგანო შესაძლებლობების საუკუნეში ვცხოვრობთ, შესაბამისად გაცილებით მეტი მოგვეთხოვება. უნდა შეიცვალოს ჩვენი დამოკიდებულება მრავალი საკითხის მიმართ. გონება ათასგვარი გონჯი სტერეოტიპით გვაქვს შებორკილი. მაგალითად, რატომღაც ბევრი ჩვენგანი ფილოსოფოსებს აბუჩად მოიხსენიებს და ზოგადად, ძალიან გულგრილი დამოკიდებულება აქვს ამ მეცნიერებისადმი. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები დიდ ინვესტიციებს დებენ აღნიშნული სამეცნიერო დარგის განვითარების საქმეში, რადგან ფილოსოფია აზროვნების სრულყოფას ემსახურება. სუნ ძი გვაფრთხილებს: ,,მმართველის თავდაპირველი მიზანი უნდა იყოს უცხო მიწების დაპყრობა-დამორჩილება შეიარაღებული კონფლიქტების გარეშე, რაც სრული, იდეალური გამარჯვების მიღწევას ნიშნავს''. ჩვენი მტრების ეშმაკურ ხერხებს ძალიან რაციონალური პასუხები უნდა შევაგებოთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. სუნ ძი ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ თუ ბრძოლაში ჩაბმა არ სურს, მიწაზე მხოლოდ ხაზიც რომ გაავლოს და იმის დაცვა მოინდომოს, მტერი ვერ შეძლებს მის საბრძოლველად გამოწვევას, რადგან ის მომხვდურის მოძრაობას ჩაშლას. ,,ომი არის მოტყუების გზა(დაო)''. უნდა ვიყოთ ძლიერნი ვითარცა ლომნი და ეშმაკნი, ვითარცა მელანი! ქართული სამხედრო სკოლა ჯანსაღი ფასეულობათა სისტემის მიხედვით უნდა ზრდიდეს მებრძოლებს! ჩვენი სავალალო დამარცხებების განმამპირობებელი მიზეზი უცოდინრობა და არაგეგმაზომიერი მოქმედებები იყო! უტარო ცული არაფრისმაქნისია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ,,ძლიერი მოწინააღმდეგისათვის თავის არიდება სილაჩრე როდია. ეს სიბრძნეა, რადგან არასასურველ დროსა და ადგილას ბრძოლიდან გაცლა საკუთარი თავის მოთოკვას გულისხმობს. გაიმარჯვებს ის, ვინც იცის, როდის შეუძლია ბრძოლა და როდის - არა''.
ეს რა მაგარი და რა მართალია.... რატომ არ ესმის ეს ყველას.... ,,ძლიერი მოწინააღმდეგისათვის თავის არიდება სილაჩრე როდია. ეს სიბრძნეა, რადგან არასასურველ დროსა და ადგილას ბრძოლიდან გაცლა საკუთარი თავის მოთოკვას გულისხმობს. გაიმარჯვებს ის, ვინც იცის, როდის შეუძლია ბრძოლა და როდის - არა``.
ეს რა მაგარი და რა მართალია.... რატომ არ ესმის ეს ყველას....
6. ბარაქიანად არის დამუშავებული და თავისუფალი აზროვნებაც მეტად ბარაქიანია :) ბარაქიანად არის დამუშავებული და თავისუფალი აზროვნებაც მეტად ბარაქიანია :)
5. ესეც ბარაქიანად "ამოწერილია" :( ესეც ბარაქიანად "ამოწერილია" :(
4. ძალიან სწორი ნააზრევია. მომეწონა!!! ჩემი მხრიდან დავამატებდი "ბრძოლას არა ძალა, არამედ გონი იგებს", თუმცა არა მარტო ომის ბრძოლას ეხება ეს ცხოვრებაშიც ასეა ....
ასეთი ბრძოლა დრესაც მიდის და ვაი რომ დღესაც არ ვართ მზად ქართველები და თუ ვართ ისევ მცირედნი...
და კიდევ თეორიულად კარგია ცოდნა თორნიკე მაგრამ ამ თეორიიდან პრაქტიკაში რამდენი გამოიყენებს ეგ კიდევ მეორე საკითხია.
"ეხლა უხმლოდა გვისინჯავს, კბილსა ქართველთა დროება. გველი - ბალახში მოცურავს, უნდა წაგვართვას გონება."
წარმატებას გისურვებთ!
ძალიან სწორი ნააზრევია. მომეწონა!!! ჩემი მხრიდან დავამატებდი "ბრძოლას არა ძალა, არამედ გონი იგებს", თუმცა არა მარტო ომის ბრძოლას ეხება ეს ცხოვრებაშიც ასეა ....
ასეთი ბრძოლა დრესაც მიდის და ვაი რომ დღესაც არ ვართ მზად ქართველები და თუ ვართ ისევ მცირედნი...
და კიდევ თეორიულად კარგია ცოდნა თორნიკე მაგრამ ამ თეორიიდან პრაქტიკაში რამდენი გამოიყენებს ეგ კიდევ მეორე საკითხია.
"ეხლა უხმლოდა გვისინჯავს, კბილსა ქართველთა დროება. გველი - ბალახში მოცურავს, უნდა წაგვართვას გონება."
წარმატებას გისურვებთ!
3. წავიკითხავდი ამ წიგნს სიამოვნებით...
კარგი პუბლიცისტიკაა... წავიკითხავდი ამ წიგნს სიამოვნებით...
კარგი პუბლიცისტიკაა...
2. გმადლობთ :) გმადლობთ :)
1. ძალიან საინტერესო, აღაჩვეულებრივი ნარკვევია, თორნიკე. ისეთი, როგორიც სერიოზულ ლიტერატურულ საიტს შეეფერება...
სუნ ძის აზრით, მხედართმთავარი ზნეობრივი პიროვნება უნდა იყოს, რადგან თუ ადამიანს მაღალი სულიერი მდგომარეობა არ აქვს, იგი არათუ ათას ჯარისკაცს, არამედ საკუთარ თავსაც ვერ მართავს.
ავტორი გამუდმებით გვიმეორებს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გრძნობები უნდა გამოვთიშოთ და მხოლოდ გონებას უნდა ვუგდოთ ყური, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუაზრებლად მოვიქცევით და კატასტროფულ შედეგს მოვუტანთ არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ ქვეყანას.
,,ძლიერი მოწინააღმდეგისათვის თავის არიდება სილაჩრე როდია. ეს სიბრძნეა, რადგან არასასურველ დროსა და ადგილას ბრძოლიდან გაცლა საკუთარი თავის მოთოკვას გულისხმობს. გაიმარჯვებს ის, ვინც იცის, როდის შეუძლია ბრძოლა და როდის - არა''. ,,ცოდნა ძალაა''.
კიდევ უამრავი ეპიზოდი, რომელმაც აღმაფრთოვანა, არცაა გასაკვირი. ეს უძველესი ჩინური ხელოვნებაა, ამ შემთხვევაში, ომის ხელოვნება. ძალიან ბევრი რამ შემმატა მისმა წაკითხვამ. ამას უნდა ემსახურებოდეს სწორედ თითოეული ნაშრომი. ამისათვის გიხდი დიდ მადლობას! :)
ყველამ ვიცით, რომ ფილოსოფია _ „სიბრძნის სიყვარულს“ ნიშნავს, შესაბამისად, ფილოსოფოსი _ „სიბრძნის მოყვარეს“ და თუკი ისე დავეშვით, რომ მისი დაცინვა ჩვეულებად გვექცა, ამით საქართველოს ძალიან დიდი ზიანი მიადგება. ისეთი, როგორსად ვერ წარმოვიდგენთ! ძალიან მომეწონა პარალელი არტაგისა და პომპეუსის ბრძოლასთან და საბოლოო დასკვნა. იმის ცოდნა, რაც აქ წერია და დამპყრობელთან კონფლიქტის მოგვარების ურთულეს საქმეში მისით ხელმძღვანელობა დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება.
დაბოლოს: მიკვირს, რომ ამ საიტზე დადებულ ათასგვარ სისულელეებზე აკეთებენ კომენტარებს. აქ კი ცხვირიც არავის შემოუყვია! წარმატებები! ველოდები ახალ საინტერესო პუბლიცისტურ ნარკვევებს! რაღა თქმა უნდა! 5 :) ძალიან საინტერესო, აღაჩვეულებრივი ნარკვევია, თორნიკე. ისეთი, როგორიც სერიოზულ ლიტერატურულ საიტს შეეფერება...
სუნ ძის აზრით, მხედართმთავარი ზნეობრივი პიროვნება უნდა იყოს, რადგან თუ ადამიანს მაღალი სულიერი მდგომარეობა არ აქვს, იგი არათუ ათას ჯარისკაცს, არამედ საკუთარ თავსაც ვერ მართავს.
ავტორი გამუდმებით გვიმეორებს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გრძნობები უნდა გამოვთიშოთ და მხოლოდ გონებას უნდა ვუგდოთ ყური, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუაზრებლად მოვიქცევით და კატასტროფულ შედეგს მოვუტანთ არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ ქვეყანას.
,,ძლიერი მოწინააღმდეგისათვის თავის არიდება სილაჩრე როდია. ეს სიბრძნეა, რადგან არასასურველ დროსა და ადგილას ბრძოლიდან გაცლა საკუთარი თავის მოთოკვას გულისხმობს. გაიმარჯვებს ის, ვინც იცის, როდის შეუძლია ბრძოლა და როდის - არა``. ,,ცოდნა ძალაა``.
კიდევ უამრავი ეპიზოდი, რომელმაც აღმაფრთოვანა, არცაა გასაკვირი. ეს უძველესი ჩინური ხელოვნებაა, ამ შემთხვევაში, ომის ხელოვნება. ძალიან ბევრი რამ შემმატა მისმა წაკითხვამ. ამას უნდა ემსახურებოდეს სწორედ თითოეული ნაშრომი. ამისათვის გიხდი დიდ მადლობას! :)
ყველამ ვიცით, რომ ფილოსოფია _ „სიბრძნის სიყვარულს“ ნიშნავს, შესაბამისად, ფილოსოფოსი _ „სიბრძნის მოყვარეს“ და თუკი ისე დავეშვით, რომ მისი დაცინვა ჩვეულებად გვექცა, ამით საქართველოს ძალიან დიდი ზიანი მიადგება. ისეთი, როგორსად ვერ წარმოვიდგენთ! ძალიან მომეწონა პარალელი არტაგისა და პომპეუსის ბრძოლასთან და საბოლოო დასკვნა. იმის ცოდნა, რაც აქ წერია და დამპყრობელთან კონფლიქტის მოგვარების ურთულეს საქმეში მისით ხელმძღვანელობა დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება.
დაბოლოს: მიკვირს, რომ ამ საიტზე დადებულ ათასგვარ სისულელეებზე აკეთებენ კომენტარებს. აქ კი ცხვირიც არავის შემოუყვია! წარმატებები! ველოდები ახალ საინტერესო პუბლიცისტურ ნარკვევებს! რაღა თქმა უნდა! 5 :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|