ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასკლიპიოდოტა
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2013


დრეიფი...

"და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა
და ჩემს შორის შემიძრწუნდა გული ჩემი"  *
.................................................
კორპუსში მილია გახეთქილი,
    მ ო გ ვ ხ ე დ ე თ ! ! !
საძირკველი გამოლპა და შენობა
ნახევარი სანტიმეტრით მარცხნივაა გადახრილი.
.................................................
"და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა
და ჩემს შორის შემიძრწუნდა გული ჩემი"
ნაბიჯებით დამაქვს ფიქრი, უფალო
და ყოველ ნაბიჯზე მიწა სიმაღლეში იზრდება.
პირთან რომ მოვა და ჭიაღუებს ტუჩებთან ენით გავილოკავ,
მხოლოდ მაშინ გავახელ თვალებს, ახლა დახუჭულია.
აი ასე, ბავშვობაში ფერადი ქაღალდებისგან ფიფქებს ვაკეთებდი
და მერე წებო თვალებზეც გადავისვი, ახლა დახუჭულია...
.................................................
"მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა,
რომელნი იქმან უსჯულოებასა"  * *
მიზეზებს რა გამოლევს უფალო,
შენსკენ სავალ გზაზე მე რომ დავიღალე,
მე რომ ფეხის გულები ამტკივდა,
მზიანი დღე რომ სულ მთლად დავიღამე,
მეზობლის ბავშვიც რა ჯიუტად ატირდა?!
მიზეზებს რა დალევს უფალო...
"მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა,
რომელნი იქმან უსჯულოებასა"
დღეს ვერა, ხვალ დილით, ადრე ავდგები და წავალ,
დილით მეძინება, მეძინება, მეძინება...
სატირალი რომაა, მე იმაზე მეცინება...
ამასობაში, ქეჩოში ჩაფრენილი, მიმარბენინებს ცხოვრება,
დღეები ვეღარ მიძლებენ...
ღამეს წკიპზე აქვს ჩემი ატანა
და ერთადერთი ვინც მართლა ხარობს, იცით ვინ არის?
              ს ა - ტ ა - ნ ა ! ! !
და ამასობაში
"მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა
და ჩემს შორის შემიძრწუნდა გული ჩემი"





* - 142-ე ფსალმუნი
* * - 140-ე ფსალმუნი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები