ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პროზა
26 ივნისი, 2013


ჯონათანს. ტატო ორაგველიძეს.

შენ ყელზე ხალი გაქვს ძვირფასო ოსტატო. მე კი-პირიდან მცენარეები ამომივიდა.
და ველოდები ღამეს, რათა ფეხი ავიდგა-წამოვიდე საძებნელად შენს კანზე ამოზრდილი უკაცრიელი კუნძულისა.
მე ვივლი ქარში და ჩემი თმა მეზობელ ქალაქებს მოეფერება .
მე ვივლი წვიმაში და ჩემი სისხლი ჩაყვება მის წყალს მიწისქვეშეთში  და უსახსოვრებს მზის მცენარეებს უფრო სხვა განცდას,
რასაც ფოთლის ყოველი ძარღვის ტკივილი ჰქვია. ჯერ ფესვები შეიწოვენ ცხელ, მდუღარე სისხლს, შემდეგ ღერო, ელივს სისწრაფით მოედება მთელ მცენარეს და ითრთოლებს იგი. ითრთოლებს და ქარს მოინატრებს. ქარბუქს, ღვთის წყრომას.
რათა დასრულდეს ეს წამება ამოუხსნელი.
მე კი ვივლი....უცხო სინათლეს გამოვყვები. შენი სუნთქვა დროდადრო უფრო მოახლოვდება. მალე მოვისმენ შენს უსიტყვობას. შენს სიჩუმესთან უნებურად გავირინდები.
მაგრამ მაქამდე გზა არის ძნელი.
მე მიხარია მოჭრილი მკერდიდან რომ მომდის სისხლი. მე მას ვაგროვებ ნიჟარაში . მხოლოდ ეს თუ გაგიმთელებს
ხელისგულებზე ღია ჭრილობებს.
აჰა , გავა რამდენიმე ათასი წელი.
ერთი პლანეტა გვაშორებს და როცა მასაც გადმოვივლი...
მე მოვალ შენთან. დილის ზღვასავით გავირინდები შენს სიმშვიდეში.
გაგიმთელებ ყველა ჭრილობას .
შემდეგ კი ...ათრთოლებულ, ფერდაკარგულ ხელს ფრთხილად შეგახებ იმ ნანატრ ხალზე,
რომლის საძებნელადაც დაღამებისთანავე გამოვეშურები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები