| ავტორი: ჟაკი ჟანრი: პროზა 1 ივლისი, 2013 |
შთამბეჭდავია მისი ყოველი გამოვლინება. თითოეულ ახალ ჯერზე ის თავის სახეს ამრავალფეროვნებს და უფრო მომაჯადოვებელს ხდის. მთელი მისი რაობა უხვადაა მიმობნეული სამყაროში დიდი მოურიდებლობითა და აღკაზმულობით. ის კონკიაჟღარუნა მათხოვრის დასვრილი ფეხსაცმლის მსგავსად ყველგან საკუთარ კვალს ტოვებს. დაუნდობელი და შეუბრალებელია. ამაოა მისი აღმოფხვრის ყოველი კოჭლი მცდელობა. მთელი მისი არსების ერთადერთი ნათელი წერტილი ერთგულებაა, თუ "შეგიყვარა" აღარასდროს აღარ დაგტოვებს. ჩამავალი მზის სხივებით განათებული სანაპირო უხვად იყო ტრიმალქიონის თანამედროვე გამოვლინებებით გაჟღენთილი. ლუდის სუნით აქოთებული გამვლელები ერთმანეთს უაზროდ შეჰღიმოდნენ და ინიავებდნენ. სანაპიროდან ცოტა მოშორებით რამდენიმე მაღალი ხის ძირში ახალგაზრდების ჯგუფს თავი მოეყარა და როგორც ყოველთვის ხდება, ისინიც ყველაფერზე საუბრობდნენ რაც კი მოაგონდებოდათ, უხვად ყრიდნენ მარგალიტებს. ზღვა უცნაურად დუმდა. ძალიან თუ არ დააკვირდებოდი ვერც იმას მიხვდებოდი ღელავდა თუ არა საერთოდ. თითქოს ეს-ესაა ქარიშხალს გადაევლო და ყველა საერთო დუმილით მიჰგებებოდა მძვინვარების მოულოდნელ დაცხრობას... ჩემი სახლი იქვე ნაპირთან იდგა. ხის, ძველი, შეკოწიწებული და ნათხოვნი ფიცრებით შეკრული, მხცოვანი მოხუცივით ძლივსღა ინარჩუნებდა სიმტკიცეს. იერსახეს ამახინჯებსო... უნდა დავანგრიოთო... ვინ გაიფიქრა ასეთი რამ! რომელ გონიერ არსებას მოუვიდა ჩვენი ამ უსაშველოდ ცივი ცის ქვეშ დატოვება. ალბათ დაგვცინიან... ხო, ნამდვილად დაგვცინიან. აქაოდა ასეთი შვილი არ გყავდეს უკეთესია და ჩვენ, ჩვენი მეამიტური სარჩელით მხოლოდ ის გვინდა შენი ნენე რაც შეიძლება სწრაფად გავისტუმროთ იმქვეყნად და თუ შემოქმედმა მოავლინა, ის მიხედავსო... მაგრამ რა სისულელეა! რომელი შემოქმედი?! მე შევქმენი, მე გავაჩინე და დამნაშავეც მე ვარ. ჩემგან გამოვიდა. ჩემი სისხლის და ხორცის ნაწილია, ჩემი ნაწილი. ეს ჩემში იყო. ჩემში იყო სიმახინჯე, მასთან რა უნდოდა?! ჩემგან ჩემს გოგონას ჩაებღაუჭა და არ უშვებს კლანჭებს, მაგრამ შვებას ვერც მე ვგრძნობ. ის თუ მომშორდა კვლავ დამძიმებული რატომ ვარ?! ვგრძნობ როგორ ჭამს ჩემს ნაწილს ჭია. ვგრძნობ, როგორ ვრცელდება მის ჯერ კიდევ სათუთ კანზე და როგორ აცლის სიყრმის ალაგ-ალაგ შემორჩენილ ნიშნებს. ვგრძნობ მეც მასთან ერთად ან მასზე უფრო მტკივნეულადაც. მთელი სულით ვგრძნობ მის ავადმყოფობას. ჩემი ხეიბარი სული მის ხეიბარ სხეულს რომ შეერწყას ერთი მთლიანობა გამოვა. რას არ გავიღებდი ამისთვის... - ნენე, ჩემო ძვირფასო, რატომ მოძრაობ? რამე ხომ არ გინდა? - არა. - დედიკო შენთანაა.ნუ მოძრაობ საყვარელო! ექიმს ხომ უსმენდი, ახლა უნდა დაისვენო. ყველაფერი მოგვარდება. - დედა! - დედა გენაცვალოს, აქ ვარ! აქ! - დედა, მტკივა! - არა საყვარელო... დედიკოს ნუ ეუბნები მაგას. - მტკივა დედა... - ნუ ტირი ჩემო პატარავ! ნუ ტირი გთხოვ! მეტად გულს ნუ გამიხეთქავ. შენს ცრემლებს ნუ მანახებ ჩემო ანგელოზო. ნუ ტირი! სუ! - დედა, მოვკვდები? - არა ძვირფასო, არ მოკვდები. მე შენთან ვარ. - რომ მოვკვდე იქ რა იქნება? - ... - დედა! - სიმშვიდე... სიწყნარე... - იქ მეტკინება? - არა საყვარელო. არ გატკინება. - მაშინ იქ მინდა დედა. წამიყვან? - კი, წაგიყვან ნენე. - შენც ხომ წამოხვალ დედა? - წამოვალ ძვირფასო, წამოვალ. ოღონდ ნუ ტირი! არ იტირო საყვარელო! მე აქ ვარ, შენთან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჩემი ხეიბარი სული მის ხეიბარ სხეულს რომ შეერწყას ერთი მთლიანობა გამოვა. რას არ გავიღებდი ამისთვის...
და უმადურნი, მიღწეულით არ ბედნიერდებიან. ჩემი ხეიბარი სული მის ხეიბარ სხეულს რომ შეერწყას ერთი მთლიანობა გამოვა. რას არ გავიღებდი ამისთვის...
და უმადურნი, მიღწეულით არ ბედნიერდებიან.
4. რა აგრესიულია დავი... გიცნობ ხომ? სხვა მიზეზი არ გაქვს რა აგრესიულია დავი... გიცნობ ხომ? სხვა მიზეზი არ გაქვს
3. რეებს დებს ეს ავტორი .. მოკლედ უკვე ყელში ამოვიდა .. დადება კარგი ჯანდაბას.. რაც თავში მოგივა ყველაფერი კია არუნდა წერო..
რეებს დებს ეს ავტორი .. მოკლედ უკვე ყელში ამოვიდა .. დადება კარგი ჯანდაბას.. რაც თავში მოგივა ყველაფერი კია არუნდა წერო..
1. ვაიმე... )= ვაიმე... )=
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|