ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2013


თუ ვით კვნესოდეს

ყველაფერი მწყინს, ბავშვივითა ვარ,
ასე სცოდნიათ, ვინც ჩემს დღეშია,
ძალიან მიჭირს, დღეს ვეღარ ვნახავ,
ჩემი არსება თბილ ქვეყნებშია.
არა და როგორ მომინდა ამწამს,
კურთხევის ხელი შეგეხო ჩემთვის,
თითები ეგრძნო შენი ცოდვილ თავს,
ხელი ნატიფი, ქმნილი თვით ღმერთის.
არა და როგორ მინდა სულ ახლოს,
ისე რომ შენი სუნთქვა მესმოდეს,
იყო ჩემთან და მაგ გულმა ნახოს,
ეს გული მისთვის თუ ვით კვნესოდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები