 | ავტორი: ამელი ჟანრი: პროზა 2 ივლისი, 2013 |
მე 34 წლის ვარ. ბოლო წლების განმავლობაში კარგად ვისწავლე როგორ უნდა დავმალო ფიზიკური ნაკლი ისე, რომ ის ან ნაკლებად, ან საერთოდ არ გამოჩნდეს. ვიცი, რომ ეს ნაკლი ჩემი ასაკის და უფრო პატარა ასაკის ქალების დიდზე დიდ პროცენტს აწუხებს, მაგრამ ეს ხომ ჩემთვის შვება არ არის. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დავფეხმძიმდი. 6 თებერვალი იყო. ესპანურის გაკვეთილიდან ვბრუნდებოდი. ყინავდა. გზად აფთიაქში შევიარე და ფეხმძიმობის ტესტი ვიყიდე. გული ისეთი გამეტებით მიცემდა, რომ ძლივს მოვახერხე არაჟნის ქილისთვის შარდის დამიზნება. ნერვიულობისგან მოყინული თითებით გავხსენი ტესტი და შარდიან ქილაში ჩავდე. ორივე ხაზი გაწითლდა. ორსულად ვიყავი. უკვე 11 წელია ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ დღედ მოიხსენიება. თვით მარიტას დაბადებამაც კი ვერ ჩაანაცვლა ეს დღე. იმიტომ, რომ ამ დღეს გავთავისუფლდი მძიმე ტვირთისგან და შიშისგან, რომ შვილი არ მეყოლებოდა. იმ დღიდან მოყოლებული, ყოველ დილით ვდგებოდი სარკის წინ პროფილში და გაბრტყელებულ მუცელს ვაკვირდებოდი. გაბრტყელებული მუცელი საღამოთი შემებერებოდა ხოლმე, არაფერი განსაკუთღებული, უბრალოდ საღამოობით მუცელი საჭმლით მქონდა სავსე... 3 თვის თავზე, დილით რომ ავდექი და მუცელი ისევ გაბრტყელებული დამხვდა, ექიმთან წავედი და ჩავაცივდი, კარგად დააკვირდი მაგ შენ ეკრანს, მგონი სულ ტყუილად ვფიქრობთ, რომ ორსულად ვარ-მეთქი. ერთი კი გადმომხედა გაოცებულმა, სავარაუდოდ იფიქრა, რომ მაგრად ვურევდი და მითხრა: „აი ნახე, ამ მუხუდოს მარცვალს ხედავ? აი ეგ არის შენი შვილიო და თუ გინდა კიდევ უფრო მეტად დარწუნდე, რომ მაგ გაბრტყელებულ მუცელში მართლა გიზის შვილიო, აჰა, გულის ცემასაც მოგასმენინებო“. მე მაშინ დამიმშვიდდა გული, როცა მუცლიდან ჩემი შვილის აჩქარებული გულის ცემის ხმა გავიგე. წუთში 146-ს უტყამდა. მისი გული ისე ცემდა, როგორც მიმავალი მატარებელი. თუმცა, დილაობით სარკის წინ პროფილში დგომა ისევ გაგრძელდა.ხუთ თვეს რომ გადავცდი, მუცელი მაშინღა დამეტყო და ამოვისუნთქე. რა ვიცი, მაინც ვერ ვენდობოდი იმ ექიმს და მის მონიტორს. უფრო მყარი არგუმენტი მჭირდებოდა - გამობერილი მუცელი და აჰა, ხუთი თვის თავზე მივიღე კიდეც ეს არგუმენტი. მეშვიდე თვიდან მუცელმა ისეთი სისწრაფით დაიწყო ზრდა, რომ ცოტა არ იყოს და შევშინდი. ჯერ კანი გათხელდა მუცელზე, მერე ჭიპი გადასწორდა და ბოლოს ზოლები გაჩნდა - ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე, მერე მეასე და მშობიარობის წინა დღეს მუცელს რომ შევავლე თვალი, წამომაზიდა - სტრიებს აღარ დაეტოვებინათ გლუვი კანისთვის ადგილი. სამშობიაროდ მისულმა, გინეკოლოგიურ სავარძელზე გაწოლილმა ერთი კი გავაპროტესტე, მუცელს რატომ მპარსავთ-მეთქი. ექთანმა წარბი აწია და მკაცრი ხმით მითხრა, საკეისროს დროს ასე ხდება, არ შეიძლება კანზე თუნდაც ერთი ღერი ბუსუსი დავტოვოთო. ხმა აღარ ამომიღია. ბედს და ექთანს მივენდე, იმანაც სუფთად შეასრულა თავისი საქმე და მერე დამაძინეს. ათი წელია ყოველ დილით ვდგები სარკის წინ. პროფილში იშვიათად. დავყურებ ქვედა საცვალზე გადმოკიდებულ სტრიებისგან დამჭკნარ მუცელს და რა ვიცი, მაინც მგონია, რომ ლამაზი ვარ. ერთი ეგ არის, თუკი ასეთ დროს ოთახში ან ქმარი შემოვა და ან მარიტა, სასწრაფოდ ვბრუნდები ზურგით და ან ჯინსებში ვიყოლებ დამჭკნარ მუცელს და ან ფართო მაისურში. როცა ქმართან ვწვები, ვდილობ ისე მოვიკეცო ან ისე გავიშალო, რომ ჩემი მუცელი შევნიღბო. არადა, ჩემ მუცელს სასწაული თუ შენიღბავს. მაგრამ გიოს ჩემი დაღარული მუცელი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. ოღონდ ნუ მკითხავთ, შენ რა იციო. ვიცი, სიტყვაზე მენდეთ. მარიტა ჩემი შვილია. იმ დღეს მკითხა, „დე, შენ ასეთი მუცელი რატომ გაქვსო?“ მეც რაღაც სულელურად გამომივიდა და მივახალე, „იმიტომ, რომ შენ მეჯექი მეთქი“. იმან კიდევ მიპასუხა, „როგორი ბილიკები დამიხაზია შენ მუცელზე, როგორც ჩანს, დიდხანს ვეძებდი გამოსასვლელ გზასო“... ხანდახან, ძილის წინ, როცა მე და მარიტა ვწვებით და ბალიშის ქვეშ ამოდებულ საღამურებს ვქექავთ, ჩუმად ვაპარებ ხოლმე თვალს მისი გაბრტყელებული მუცლისკენ, მერე ჩემ საცვალს დავწვდები ხოლმე, რომ ზედ გადმოკიდებულ მუცელზე ამოვიფარო და საწოლში ვიშოტები, გულაღმა. ეს ის იშვიათი მომენტია, როცა ჩემი მუცელი მარიტას მუცელს ემსგავსება და ის დაახლოებით იმ კალაპოტში ჯდება, როგორც წლების წინ... ეს ამბავი იმიტომ არ დამიწერია, რომ მე მახინჯი ვარ. ეს ამბავი იმიტომ დავწერე, რომ მე ლამაზი ვარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. ცნობისმოყვარეობამ წამაკითხა :) ცნობისმოყვარეობამ წამაკითხა :)
36. მე გამოსწორების იმედი მაქვს, ბუნებით ოპტიმისტი ვარ. მე გამოსწორების იმედი მაქვს, ბუნებით ოპტიმისტი ვარ.
35. მასპინძელი, რომელთანაც იცი, რომ გემრიელი საჭმელი და კარგი გარემო არ დაგხვდება, არც მიდიხარ. ასე რომ ჩათვალე, შენთვის ასეთი მასპინძელი ვარ და ძალიან გთხოვ, ნუ დამიკაკუნებ კარზე. ტყუილად სკამიდან უნდა წამომაყენო და შემაწუხო. მასპინძელი, რომელთანაც იცი, რომ გემრიელი საჭმელი და კარგი გარემო არ დაგხვდება, არც მიდიხარ. ასე რომ ჩათვალე, შენთვის ასეთი მასპინძელი ვარ და ძალიან გთხოვ, ნუ დამიკაკუნებ კარზე. ტყუილად სკამიდან უნდა წამომაყენო და შემაწუხო.
34. რას ქვია არ მეპატიჟები? როგორც კი აქ, საჯარო საიტზე რამეს აქვეყნებ, იმწამსვე ყველა დაპატიჟებული გყავს. ეს როგორ არ იცი ამხელა ინტელექტის მქონე ქალმა? რას ქვია არ მეპატიჟები? როგორც კი აქ, საჯარო საიტზე რამეს აქვეყნებ, იმწამსვე ყველა დაპატიჟებული გყავს. ეს როგორ არ იცი ამხელა ინტელექტის მქონე ქალმა?
33. პაპსა შეიძლება იყოს, მაგრამ ვერც ერთი ფრაზის შელამაზებაში ვერ დაგეთანხმები :))) პაპსა შეიძლება იყოს, მაგრამ ვერც ერთი ფრაზის შელამაზებაში ვერ დაგეთანხმები :)))
32. გავერთე კითხვაში. ფრიად საყვარლობა რაღაც ჩანახატია ^_^ გავერთე კითხვაში. ფრიად საყვარლობა რაღაც ჩანახატია ^_^
31. როგორც ნაწერი, ,,პაპსაა", როგორც დოკუმენტური ჩანაწერი-ზედმეტად შელამაზებული
როგორც ნაწერი, ,,პაპსაა", როგორც დოკუმენტური ჩანაწერი-ზედმეტად შელამაზებული
30. ნიკი, ჯონათანის ბოლო ორ ფრაზას და ჩემი ჩანაწერის ბოლო წინადადებას სერიოზულად ნუ მიიღებ. ჩვენ უბრალოდ ვერთობით :)) ნიკი, ჯონათანის ბოლო ორ ფრაზას და ჩემი ჩანაწერის ბოლო წინადადებას სერიოზულად ნუ მიიღებ. ჩვენ უბრალოდ ვერთობით :))
29. ვეთანხმები ჯონათანს ბოლო ორ ხაზში :)
და ავტორს მე-10 კომენტარში
ვეთანხმები ჯონათანს ბოლო ორ ხაზში :)
და ავტორს მე-10 კომენტარში
28. ბატონო აზგო, არავინ გეპატიჟებათ ჩემ გვერდზე და შეგიძლიათ არ შეიწუხოთ ხოლმე თავი :) ბატონო აზგო, არავინ გეპატიჟებათ ჩემ გვერდზე და შეგიძლიათ არ შეიწუხოთ ხოლმე თავი :)
27. ამელი, გამიხარდი ! :) რომ არ ჩანდი, მეგონა, საიტი მიატოვე :)
ლამაზი ხარ, კი:)
და თან, საინტერესოც! ამელი, გამიხარდი ! :) რომ არ ჩანდი, მეგონა, საიტი მიატოვე :)
ლამაზი ხარ, კი:)
და თან, საინტერესოც!
26. ჯობია ნურაფერს მომართმევ, მარაზმები აქ შენი შედევრების გარეშეც საკმარისადაა. ჯობია ნურაფერს მომართმევ, მარაზმები აქ შენი შედევრების გარეშეც საკმარისადაა.
25. საერთოდ არ მოსწონს საზოგადოებას, როდესაც ადამიანი თავის თავზე ამბობს რაიმე დადებითს, რაც არ უნდა სიმართლე იყოს ეს. ჩვენც საზოგადოება ვართ, და არავინ თქვას, არაო. :) საერთოდ არ მოსწონს საზოგადოებას, როდესაც ადამიანი თავის თავზე ამბობს რაიმე დადებითს, რაც არ უნდა სიმართლე იყოს ეს. ჩვენც საზოგადოება ვართ, და არავინ თქვას, არაო. :)
24. ხო, ალბათ ასე იქნებოდა :)) დაახლოებით მივხვდი, რატომ ვერ მიიღო ეს ფრაზა მკითხველმა. ალბათ იმიტომ, რომ ქედმაღლურად ჟღერს :))) ხო, ალბათ ასე იქნებოდა :)) დაახლოებით მივხვდი, რატომ ვერ მიიღო ეს ფრაზა მკითხველმა. ალბათ იმიტომ, რომ ქედმაღლურად ჟღერს :)))
23. მაშინ არავის არ დავეთანხმებოდით, ყველა ერთხმად ვიტყოდით, რომ ერთი სიტყვაც არ არის ზედმეტი აქ! ;) მაშინ არავის არ დავეთანხმებოდით, ყველა ერთხმად ვიტყოდით, რომ ერთი სიტყვაც არ არის ზედმეტი აქ! ;)
22. :))))) ჭას რომ არ დაეწერა ეს კომენტარი, ნეტა დანარჩენები ვის დაეთანხმებოდით ))))) :))))) ჭას რომ არ დაეწერა ეს კომენტარი, ნეტა დანარჩენები ვის დაეთანხმებოდით )))))
21. ჭას რომ არ დავეთანხმო, არ შემიძლია... ბოლო ხაზი, უცხო სხეულივით მიწებებია ნაწერს, აქამდე ყველაფერი ლამაზია.
წარმატებები ავტორო! ჭას რომ არ დავეთანხმო, არ შემიძლია... ბოლო ხაზი, უცხო სხეულივით მიწებებია ნაწერს, აქამდე ყველაფერი ლამაზია.
წარმატებები ავტორო!
20. განმარტებები ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან საჭიროა. განმარტებები ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან საჭიროა.
19. დანარჩენ ანატომიასაც მოგართმევთ, არ იდარდოთ, აზგო. დანარჩენ ანატომიასაც მოგართმევთ, არ იდარდოთ, აზგო.
18. ვა, ტარაკნიანი საშოები აღარ იქნება უკვე? გვღუპავ ხალხს? თუ აწი დანარჩენი ანატომიაა რიგში? ვა, ტარაკნიანი საშოები აღარ იქნება უკვე? გვღუპავ ხალხს? თუ აწი დანარჩენი ანატომიაა რიგში?
17. ჭას ვეთანხმები. ყველაფერი არ უნდა თქვა, მკითხველს უნდა დაუტოვო შანსი, თვითონ მიხვდეს მთავარს. ნუ ეს ჩემი აზრით. :)
ჭას ვეთანხმები. ყველაფერი არ უნდა თქვა, მკითხველს უნდა დაუტოვო შანსი, თვითონ მიხვდეს მთავარს. ნუ ეს ჩემი აზრით. :)
16. მაგ წინადადებით რასაც ამბობ ამელი, მაგას ამბობს მთელი ჩანაწერი....ანუ .... კითხვისას, ძალიან ლამაზი და გულწრფელი ჩანს ავტორი. ბოლოში ეგ ახსნა-განმარტებითი წინადადება კი მეზედმეტა და აღარც ლამაზად მომეჩვენა მე პირადად ავტორი...:) რათქმაუნდა შენ უკეთ იცი როგორც ჯობია...:-* ეს ჩემი აზრი იყო...:-*
მაგ წინადადებით რასაც ამბობ ამელი, მაგას ამბობს მთელი ჩანაწერი....ანუ .... კითხვისას, ძალიან ლამაზი და გულწრფელი ჩანს ავტორი. ბოლოში ეგ ახსნა-განმარტებითი წინადადება კი მეზედმეტა და აღარც ლამაზად მომეჩვენა მე პირადად ავტორი...:) რათქმაუნდა შენ უკეთ იცი როგორც ჯობია...:-* ეს ჩემი აზრი იყო...:-*
15. ვეთანხმები ჭას. ვფიქრობ ბოლო წინადადება სრულიად ზედმეტი იყო. მაგრამ აქ მთავარი ავტორის აზრია. წარმატებები)) ვეთანხმები ჭას. ვფიქრობ ბოლო წინადადება სრულიად ზედმეტი იყო. მაგრამ აქ მთავარი ავტორის აზრია. წარმატებები))
14. ჭა, მე მგონია, რომ ეს წინადადება გადმოსცემს მთელი ჩანაწერის მთავარ არსს და ამის გარეშე, ამ ჩანაწერს ფასი არ აქვს :) ჭა, მე მგონია, რომ ეს წინადადება გადმოსცემს მთელი ჩანაწერის მთავარ არსს და ამის გარეშე, ამ ჩანაწერს ფასი არ აქვს :)
13. "ეს ამბავი იმიტომ არ დამიწერია, რომ მე მახინჯი ვარ. ეს ამბავი იმიტომ დავწერე, რომ მე ლამაზი ვარ." ვფიქრობდი რა კარგი ნაწერია, რა გულწრფელი მეტქი...ამ წინადადებამ ყველაფერი გამიფუჭა...:) თუ მოაცილებ კარგი იქნება...:) თუ არადა მაინც 5 "ეს ამბავი იმიტომ არ დამიწერია, რომ მე მახინჯი ვარ. ეს ამბავი იმიტომ დავწერე, რომ მე ლამაზი ვარ." ვფიქრობდი რა კარგი ნაწერია, რა გულწრფელი მეტქი...ამ წინადადებამ ყველაფერი გამიფუჭა...:) თუ მოაცილებ კარგი იქნება...:) თუ არადა მაინც 5
12. ++ აი ისეა დაწერილი რომ კითხულობ თითქოს ოდნავ მაინც გრძნობ რა აარის დედობა. ,,მარიტა ჩემი შვილია"-ამ ფრაზას კი ვფქრობ მხოლოდ ფაქტობრივი დატვირთვა არ უნდა ქონდეს ++ აი ისეა დაწერილი რომ კითხულობ თითქოს ოდნავ მაინც გრძნობ რა აარის დედობა. ,,მარიტა ჩემი შვილია"-ამ ფრაზას კი ვფქრობ მხოლოდ ფაქტობრივი დატვირთვა არ უნდა ქონდეს
11. აა, მაშინ ხო :)
აა, მაშინ ხო :)
10. ეს მოთხრობა არ არის. ეს დოკუმენტური ჩანაწერია. ასე რომ მას ლიტერატურულ ღირებულებას ნუ მიანიჭებთ. და მოთხრობებს ნუ შეადარებთ. ეს მოთხრობა არ არის. ეს დოკუმენტური ჩანაწერია. ასე რომ მას ლიტერატურულ ღირებულებას ნუ მიანიჭებთ. და მოთხრობებს ნუ შეადარებთ.
9. დაბრუნდა ამელი, მააგრამ მის ძველ ტექსტებს თუ გადავხედავთ აშკარა რეგრესთან გვაქვს საქმე. ეს რეგრესი კი ვიცი მოუცლელობის ბრალი უფრო რომაა, ვიდრე სხვა რამის, მაგრამ მაინც.
დაბრუნდა ამელი, მააგრამ მის ძველ ტექსტებს თუ გადავხედავთ აშკარა რეგრესთან გვაქვს საქმე. ეს რეგრესი კი ვიცი მოუცლელობის ბრალი უფრო რომაა, ვიდრე სხვა რამის, მაგრამ მაინც.
8. ოხ ამელი ამელი, რა უიშვიათესი ავტორი ხარ :) ოხ ამელი ამელი, რა უიშვიათესი ავტორი ხარ :)
7. სულ ახლახანს ვფიქრობდი ამელი არ ჩანს -მეთქი. ) გამიხარდა სულ ახლახანს ვფიქრობდი ამელი არ ჩანს -მეთქი. ) გამიხარდა
6. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველაფერს თავისი დრო აქვს.
5. მეორე შრამზე როდის დადებ? მეორე შრამზე როდის დადებ?
4. მეორე აბზაცში ისეთ კონტექსტშია ნახსენები, რომ მკითხველს დაში არ აერეოდა :) მეორე აბზაცში ისეთ კონტექსტშია ნახსენები, რომ მკითხველს დაში არ აერეოდა :)
3. იქნებ მარიტა ჩემი დაა? იქნებ მარიტა ჩემი დაა?
2. ,,მარიტა ჩემი შვილია. ,, ეს რაღა დასაკონკრეტებელი იყო?
მე ვგიჟდები დედიკოს ,,ჩაბილიკებულ,, მუცელზე :) ,,მარიტა ჩემი შვილია. ,, ეს რაღა დასაკონკრეტებელი იყო?
მე ვგიჟდები დედიკოს ,,ჩაბილიკებულ,, მუცელზე :)
1. ეძღვნებათ ქალებს, რომლებიც თვლიან, რომ მახინჯები არიან. ეძღვნებათ ქალებს, რომლებიც თვლიან, რომ მახინჯები არიან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|