 | ავტორი: ფაიმბრე ჟანრი: პოეზია 7 ივლისი, 2013 |
ღამით ავდექი ბნელეთში,მთვარეულივით დავდივარ, სული კაეშნად მიმძიმს და დროის მანქანით გავდივარ, ვიმოგზაურე ცის ზემოთ,ანგელოზთ იყო ნათება, თვალთ გამინათდა როდესაც,ვიგრძენი უფლის ხატება.
გულმა დამიწყო წკრუნვა და როგორც ნაბოლარ მეზღაპრეს, დავიწყე ლექსთა ბოძება,ღვთისა მადლისა ნეტარეს. ვარსკვლავთა წყობამ საოცარ,უსმენო ტონზე დამათრო, ხვალ გავიღვიძებ კვლავ და კვლავ პულსის ჩამგდებად გავა დრო.
ბიძგებით მაღლა მოთოვს და ფანტელთა გრადუსს იმატებს, ჩემზე იტყვიან ლოთობს და ღვთის ხატად ნახვას იბრალებს, მაგრამ მე ხომ იქ ვიყავი და მართლა ვნახე უფალი დედამიწაზე დავბრუნდი,განგებით თავისუფალი.
უფალი ვნახე ჩემს წინ და როგორც სანთელი ტაძარში ადუღდა სისხლი ძარღვებში,არტანუჯიდან ხანძთაში. მაღალო ღმერთო შევცოდე,რომ გავბედე და მოვედი მაგრამ ვერ ვძლიე გულის თქმას,შენს აღდგომას რომ მოელის.
ჩემი ცოდვები თრობად და ღვინოდ და ნუგეშს არია, საწილო მიწა-წყალს ვჩივით,მაგრამ რომ ჩვენი ბრალია. გავყიდეთ,გავანათხოვრეთ,რაც დაგვრჩა ისიც დავლიეთ ჩვენზე ლოცულობს მარიამ მაგრამ ჩვენ ტექსტი ავრიეთ.
იქნებ ხანდახან დავჯდეთ და ვილოცოთ ღმერთო ძლიერო ეშმაკი ქვევით მიმიძღვის და შეგთხოვ გამაძლიერო, იქნებ ხანდახან ტაძარში,სანთელს ცხონება შევუნთოთ და თუ სხვა ვინმე დაგვჩაგრავს ლოცვისა ძალით შევუნდოთ.
ათასში ერთხელ დავფიქრდეთ,მართლმადიდებელს რომ შვენის საიქიოს რომ წავიდე ნეტა უფალო რა მელის? შენს სასუფეველს ამოვალ თუ ჯოჯოხეთში დავმკვიდრდე? შენ გისმინო და გამოგყვე თუ ბოროტებით დავმკვრივდე?
იქნებ აჯობებს მიწიერ,მუხანათ ყოფას მივდიო? არ გისმინო და სისუსტე დღე-მუდამ სხვაში ვიძიო? იქნებ აჯობებს საკუთარ ბარ-რესტორანში გამოვთვრე მერე ავიღო დამბაჩა და ეშმაკებში გავლოთდე?
იქნებ აჯობებს არყებით ვამტკიცო ჩემი კაცობა მერე ბოდიში ვიხადო ეკლესიაში განწყობად, ლოცვაში გავქრისტიანდე,დედით,მამით და ოჯახით, მერე წავიდე სახლში და მშობელი ვცემო კონდახით.
უფალმა ერთი მომხედა,ღიმილმა დაისუდარა, შვილო დამიგდე ეგ ყური და ნუ მიეცი მუდარას, შენში არსებულ სიკეთეს,გზა გაუკვალე უძირო, მერე ზეციდან რომ შენს თავს ჩემი თვალებით უმზირო.
არ გადაწყვიტო უჩემოდ ეკლესიისგან მალულად შენი ცხოვრების ეტაპი თორემ კვლავ ჩაგთვლი ბრალულად, გახსოვდეს სანამ გადაწყვეტ მიწა გინდა თუ გაძღომა, რომ დამიძახო მერე თუ დაგჭირდა ბრმა გზის გაძღოლა.
ბიბლია სახლში გვიდევს და ჟურნალ-გაზეთებს ვკითხულობთ, ქართველებს დედას ვაგინებთ,უცხოელისთვის ვძმისგულობთ. მეუღლე სახლში გვიცდის და ათას ნათრევთან დავდივართ, ბებოს საფლავზეც ათასში,მტკაველ ნახევარს ავდივართ.
ჩვენ ყველას მოგვდევს თილისმად,ორი აბზაცი ცხოვრების სიბერეს რომ მივეცემით წერას დავიწყებთ ნოველის, გოჯად მიწა და პიურე,უმწიკვლო ყოფად ბავშვობა, ამ დალოცვილი კუთხისთვის როგორ,რისთვის და რამ გვშობა?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ,,ათასში ერთხელ დავფიქრდეთ,მართლმადიდებელს რომ შვენის საიქიოს რომ წავიდე ნეტა უფალო რა მელის? შენს სასუფეველს ამოვალ თუ ჯოჯოხეთში დავმკვიდრდე? შენ გისმინო და გამოგყვე თუ ბოროტებით დავმკვრივდე?" ...უფალმა ერთი მომხედა,ღიმილმა დაისუდარა, შვილო დამიგდე ეგ ყური და ნუ მიეცი მუდარას, შენში არსებულ სიკეთეს,გზა გაუკვალე უძირო, მერე ზეციდან რომ შენს თავს ჩემი თვალებით უმზირო."
5.,,...ასე გადაჭრით ნუ იტყვი რაიმეზე ცუდია თუ კარგი. შენი აზრი მისაღები და დასაფასებელია თუმცაღა ცუდი რომ არის ამაში გარკვევა აცალე სხვას და ნუ იტყვი გადაჭრით რაიმეზე რაიმეს. მადლობ შეფასებისთვის." (ფაიმბრე) ,,ათასში ერთხელ დავფიქრდეთ,მართლმადიდებელს რომ შვენის საიქიოს რომ წავიდე ნეტა უფალო რა მელის? შენს სასუფეველს ამოვალ თუ ჯოჯოხეთში დავმკვიდრდე? შენ გისმინო და გამოგყვე თუ ბოროტებით დავმკვრივდე?" ...უფალმა ერთი მომხედა,ღიმილმა დაისუდარა, შვილო დამიგდე ეგ ყური და ნუ მიეცი მუდარას, შენში არსებულ სიკეთეს,გზა გაუკვალე უძირო, მერე ზეციდან რომ შენს თავს ჩემი თვალებით უმზირო."
5.,,...ასე გადაჭრით ნუ იტყვი რაიმეზე ცუდია თუ კარგი. შენი აზრი მისაღები და დასაფასებელია თუმცაღა ცუდი რომ არის ამაში გარკვევა აცალე სხვას და ნუ იტყვი გადაჭრით რაიმეზე რაიმეს. მადლობ შეფასებისთვის." (ფაიმბრე)
5. ღიმილა ასე გადაჭრით ნუ იტყვი რაიმეზე ცუდია თუ კარგი. შენი აზრი მისაღები და დასაფასებელია თუმცაღა ცუდი რომ არის ამაში გარკვევა აცალე სხვას და ნუ იტყვი გადაჭრით რაიმეზე რაიმეს. მადლობ შეფასებისთვის. ღიმილა ასე გადაჭრით ნუ იტყვი რაიმეზე ცუდია თუ კარგი. შენი აზრი მისაღები და დასაფასებელია თუმცაღა ცუდი რომ არის ამაში გარკვევა აცალე სხვას და ნუ იტყვი გადაჭრით რაიმეზე რაიმეს. მადლობ შეფასებისთვის.
4. არა, ცუდია ეს ცუდი.
არ შეგეზარა მაინც ამხელის დაწერა? :D არა, ცუდია ეს ცუდი.
არ შეგეზარა მაინც ამხელის დაწერა? :D
3. მე მომეწონა. იყო კარგი და საგულისხმო მომენტები. და ბოლო, რიტორიკულმა კითხავმაც დატოვა საფიქრალი. წარმატებები მე მომეწონა. იყო კარგი და საგულისხმო მომენტები. და ბოლო, რიტორიკულმა კითხავმაც დატოვა საფიქრალი. წარმატებები
2. არასწორი დასკვნაა ჟოზეფინა.თქვენი პოზიცია გასაგებია. არასწორი დასკვნაა ჟოზეფინა.თქვენი პოზიცია გასაგებია.
1. "ვარსკვლავთა წყობამ საოცარ,უსმენო ტონზე დამათრო,"
"ბიძგებით მაღლა მოთოვს და ფანტელთა გრადუსს იმატებს,"
"გოჯად მიწა და პიურე,უმწიკვლო ყოფად ბავშვობა"
ამდენი გაუგებარი ფრაზა ერთ ლექსში, პირველად წავიკითხე. ლექსს ეტყობა რომ ეცადეთ ყველანაირად მაგრამ... აზრი გასაგებია, საკუთარი თავის გვემა, წარსული და ა.შ... +1 "ვარსკვლავთა წყობამ საოცარ,უსმენო ტონზე დამათრო,"
"ბიძგებით მაღლა მოთოვს და ფანტელთა გრადუსს იმატებს,"
"გოჯად მიწა და პიურე,უმწიკვლო ყოფად ბავშვობა"
ამდენი გაუგებარი ფრაზა ერთ ლექსში, პირველად წავიკითხე. ლექსს ეტყობა რომ ეცადეთ ყველანაირად მაგრამ... აზრი გასაგებია, საკუთარი თავის გვემა, წარსული და ა.შ... +1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|