 | ავტორი: ამელი ჟანრი: პროზა 5 ივლისი, 2013 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ეძღვნებათ ქალებს, რომლებსაც გოგო შვილები ჰყავთ. ბახის რომელიღაცა პრელუდიას ვუკრავდი და ზამთარი იყო. ჩემი სიამოვნებისთვის ვუკრავდი. არ ვმეცადინეობდი. ის იყო სი ბემოლი უნდა ამეღო მარჯვენა ხელის არათითით, მუცელში ყრუ ტკივილი რომ ვიგრძენი. ბახი მივატოვე და ტუალეტში შევედი. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ კუჭში გასვლა მიშველიდა. კაი ხანი ვიჯექი უნიტაზზე თვალებგაშტერებული. მერე ცისფერი კაფელის თვლა დავიწყე ზევიდან ქვევით, ქვევიდან ზევით. მიღებული ციფრები ერთმანეთზე გადავამრავლე, გავყავი, მაგრამ ცდა უშედეგოდ დამთავრდა. ვერ ვქენი. გამოვედი ტუალეტიდან და ისევ მივუბრუნდი შავ პიანინოს, რომელზეც ბროლის ლარნაკში ჩაწყობილი ხელოვნური მიხაკები იდო და თითოეული ნოტის დაკვრისას ეს ხელოვნური მიხაკები, როგორც ცოცხალი ყვავილები ნიავის წამობერვისას, ისე ცახცახებდნენ. მიყვარდა ასეთ დროს მათი ყურება. სიძველისგან შეყვითლებულ კლავიშებზე ჩემი თითები ისედაც პოულობდნენ სწორ ნოტებს, ასე რომ თავისუფლად შემეძლო მეყურა ხელოვნური მიხაკებისთვის. როგორც ჩანს, ზამთრის იმ დღეს ბახის პრელუდიას დამთავრება არ ეწერა. ტკივილი კიდევ უფრო გამიძლიერდა, მეტიც ფეხებშუა უცნაური თბილი სისველე ვიგრძენი, ალეწილი წამოვვარდი სკამიდან და ტუალეტის კარი გავიჯახუნე. გული ყელში მომებჯინა. ძლივს მოვახერხე თეთრი ბამბის საცვლის ჩაწევა... ვაიმე, - გაჩაჩხული ვიდექი ტუალეტში და გამოწითლებულ უბეს დამუნჯებული დავცქერდი. ბარძაყებზე კი სისხლის წვეთები მეკიდა. ერთი კი ამოვიხავლე დედა-მეთქი და ადგილზე ჩავიკეცე. წამებში გამიარა თვალწინ მთელმა 14-მა წელმა და ცრემლებთან ერთად იფეთქა. წყალი არ გაუვიდოდა - ვკვდებოდი... რამდენი ხანი ვიჯექი ცივ კაფელზე ასეთი გაცევებული არ მახსოვს. მაგრამ ცხადია, რომ რაღაც უხილავი ძალა დამეხმარა და უცებ გონებაში ამომიტივტივდა პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭრილი მარლა, რომელიც დედას საცვლებლთან ერთად, უჯრაში ელაგა და ხშირად ეს მარლები, სარეცხის თოკებზეც ეკიდა ხოლმე. კიდევ ისიც გამახსენდა, რომ ძალიან იშვიათად დედა გამომძახებდა ხოლმე ტუალეტიდან - "დე, ჩემი უჯრიდან ერთი მარლა ამომიღე და შემომაწოდეო". მეც თითქოს რაღაც საიდუმლო რიტუალს ვასრულებდი, ერთ მარლას ვიღებდი, ოდნავ გამოღებულ კარში მხოლოდ ხელს შევყოფდი, ისე, რომ არ დამენახა შიგნით რა ხდებოდა და დედას ვაწვდიდი. აშკარა იყო, რომ დედას და ჩემ ხელებს შორის მაშინ რაღაც საკრალური ხდებოდა, რომელიც ოჯახის სხვა წევრებს არ უნდა სცოდნოდათ. ჩვენი ხელები მაშინ საიდუმლოს ცვლიდნენ... ეს ის საიდუმლოა. გავიფიქრე მე უბეგამოწითლებულმა. წესით არ უნდა მოვკვდე. გავიფიქრე მე. უფრო ხმამაღლა უნდა დავუძახო დედას. გავიფიქრე მე და დავიღრიალე - დედა!!! დედამ დამარწმუნა, რომ არ მოვკვდებოდი, რომ სისხლი საშოდან ყველა ქალს სდიოდა და მითხრა - ახლა უკვე შეგიძლია შვილიც გააჩინოო... მერე კიდევ მითხრა ვიღაცამ, ყოველ თვე ტირის საშვილოსნო დაღუპულ, გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედებსო და ამას მენსტრუაცია ქვიაო და თუკი ყოველ თვე ჩემი საშვილოსნო სისხლიანი ცრელებით ტიროდა დაღუპულ კვერცხუჯრედებს, მე მლაშე ცრემლებით დავტიროდი ხოლმე ფიქრს იმაზე, რომ შვილი არასდროს მეყოლებოდა. ოღონდ რატომ ამოვიჩემე ეს სისულელე, დღემდე ვერ მივხვდი... ახლა, როცა ტელევზორის წინ წამოწოლილ, უდარდელად და დაუფიქრებლად მიყრილ მარიტას ფეხებს შევყურებ, რომელსაც საცვლის ქათქათა უბე მოუჩანს, ვფიქრობ, სულ ვფიქრობ, რომ აი ახლა ვეტყვი, რატომ არ უნდა შეშინდეს, თუკი ერთ დღეს ეს ქათქათა უბე გაუწითლდება, რატომ არ უნდა იტიროს და რატომ არ უნდა იფიქროს, რომ მოკვდება... ჰოდა, ვეტყვი... მითუმეტეს, რომ მე და მარიტას ხელებსაც გვაქვს ერთი საიდუმლო, უბრალოდ მარლის ნაცვლად ჰიგიენურ საფენებს ვცვლით ხოლმე... ან უბრალოდ ამ ჩანაწერს წავაკითხებ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
52. და კიდევ, აგრესია კლავს, ნელ-ნელა, მაგრამ მტკივნეულად. შენი კომენტარი კი ისეთი აგრესიული იყო, რომ ზანზარებდა. ხანდახან დაიკიდე ხოლმე რაღაცეები, აგრესია აბერებს კიდეც. და კიდევ, აგრესია კლავს, ნელ-ნელა, მაგრამ მტკივნეულად. შენი კომენტარი კი ისეთი აგრესიული იყო, რომ ზანზარებდა. ხანდახან დაიკიდე ხოლმე რაღაცეები, აგრესია აბერებს კიდეც.
51. ტროა, JUST RELAX. რამდენი დაგიწერია. მინდა ისე, ზოგადად გირჩიო, როცა რამეს ამბობ ან წერ, კორექტული იყავი ხოლმე, მერე ცუდად არ შემოგიბრინდეს. სიტყვა კორექტულში, რაღა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ არც "პენისს", არც "სექსუალურ აქტსს", არ "გადაჩაჩხულ წოლას" და ა.შ. ამ შემთხვევაში, შენი კომენტარის დედაჩემის ნაწილს ვგულისხმობ და მის "სიბინძურეს". მე კი, როცა საქმე ჩემ საყვარელ ადამიანებს ეხება, ძალიან ძალიან არაკორექტურლი ვხდები ხოლმე და... მოკლედ... ძალიან ცხელა და არ მინდა კიდევ უფრო გაცხელდეს აქაურობა. დიდად დამავალებ, თუკი არც ამ კომენტარს გამოეხმაურები. კიდევ ერთხელ JUST RELAX. ტროა, JUST RELAX. რამდენი დაგიწერია. მინდა ისე, ზოგადად გირჩიო, როცა რამეს ამბობ ან წერ, კორექტული იყავი ხოლმე, მერე ცუდად არ შემოგიბრინდეს. სიტყვა კორექტულში, რაღა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ არც "პენისს", არც "სექსუალურ აქტსს", არ "გადაჩაჩხულ წოლას" და ა.შ. ამ შემთხვევაში, შენი კომენტარის დედაჩემის ნაწილს ვგულისხმობ და მის "სიბინძურეს". მე კი, როცა საქმე ჩემ საყვარელ ადამიანებს ეხება, ძალიან ძალიან არაკორექტურლი ვხდები ხოლმე და... მოკლედ... ძალიან ცხელა და არ მინდა კიდევ უფრო გაცხელდეს აქაურობა. დიდად დამავალებ, თუკი არც ამ კომენტარს გამოეხმაურები. კიდევ ერთხელ JUST RELAX.
50. გუშინ ვსტუმრობდი ამ გვერდს.. შესაბამისად ვადევნებდი თვალს კომენტარებს. დიდი ხანია,კომენტარი არსად დამიტოვებია,ახლა კი--ტ რ ო ა დაგლიჯე:)) გუშინ ვსტუმრობდი ამ გვერდს.. შესაბამისად ვადევნებდი თვალს კომენტარებს. დიდი ხანია,კომენტარი არსად დამიტოვებია,ახლა კი--ტ რ ო ა დაგლიჯე:))
49. ვახ, ის იყო კომენტარებში შევედი რომ დამენახა როგორ გამოიყურებოდა ჩემი კომენტარი რომ პირველად ამის სათაური დავინახე... წავიკითხე ჰო-და.
მართლაცდა ჯანდაბას ყველა ტაბუ და რა აზრებიც მომივიდა დავწერ ახლა.
ჯერ დედათქვენზე გამეცინა. რაის დაჭრილი მარლა? - სტერილური ბინდების პაკეტები - დედაშენის დროს აყრა-დაყრაზე ეყარა აფთიაქებში თითო 15 თეთრად. - თვეში 2 ლარი არ ქონდა რომ ეს მარლები არ ერეცხა და გასაშრობად თოკებზე რა გაეკიდა?
საშინელი, წარმოუდგენელი არაჰიგიენურობა! როგორც ცხონებული დედაჩემი იტყოდა - წარმოდგენა არ ქონია დედაშენს რა არის ჰიგიენა. უბრალოდ გული ამერია.
ამ ჩანაწერში განცდილი "შოკი" დედათქვენის ბრალია. ჯობია უკვე "გაანათლოთ" მარიტა სანამ ქუჩაში/სკოლაში გაარკვევს ამ საკითხს, თუ იმას გავითვალისწინებთ რომ 10 წლის ქართველი გოგოები უკვე "ნემსზე ზიან" და ტოქსიკომანიითაც გვარიანად ერთობიან - გვიანი ალბათ არ იქნება. თანაც ეს პაკეტების საიდუმლოდ მიწოდება-მოწოდება ხომ ნამდვილი მატრაკვეცობაა...- ყველა აბაზანაში არის/უნდა იყოს პატარა თახჩა, - სადაც ჰიგიენური საშუალებები უნდა ინახებოდეს? აუცილებლად ვინმე უნდა დასაქმდეს - დედიკოს სა-ოს მოსავლელად?
დავიწყე ფიქრი, მაინც რა მიზეზი უნდა ქონოდა ამ ჩანაწერის აქ გამოქვეყნებას? აქ ვინცაა უკვე ყველას აქვს მოტოვებული უკან ეგ პრობლემა, ესე იგი აქ ვინმეს გასანათლებლად თუ დადეთ- შედეგი ცხადია არ ექნება. ანუ, თქვენი სურვილი იყო მკითხველს წარმოიდგინა როგორ იდექით გაჩაჩხული და როგორ გდიოდათ სისხლი :D რაკი ტაბუ თქვენთვის უცხოა, დაველოდები ჩანაწერს თემაზე, როგორი იყო თქვენი პირველი სექსუალური გამოცდილება და რა შთაბეჭდილებები დაგიტოვათ გაჩაჩხულ პოზაში წოლამ და პირველმა სექსუალურმა აქტმა, რა ემოციები გაგიჩნდათ როდესაც პირველად პენისი დაინახეთ, როდის და როგორი იყო პირველი ორგაზმი...
ნუ გაგაბრაზებთ ახლა ეს კომენტარ-ჩანაწერი, ტაბუს გარეშე დავწერე. :) როგორია ჰა? :D
ვახ, ის იყო კომენტარებში შევედი რომ დამენახა როგორ გამოიყურებოდა ჩემი კომენტარი რომ პირველად ამის სათაური დავინახე... წავიკითხე ჰო-და.
მართლაცდა ჯანდაბას ყველა ტაბუ და რა აზრებიც მომივიდა დავწერ ახლა.
ჯერ დედათქვენზე გამეცინა. რაის დაჭრილი მარლა? - სტერილური ბინდების პაკეტები - დედაშენის დროს აყრა-დაყრაზე ეყარა აფთიაქებში თითო 15 თეთრად. - თვეში 2 ლარი არ ქონდა რომ ეს მარლები არ ერეცხა და გასაშრობად თოკებზე რა გაეკიდა?
საშინელი, წარმოუდგენელი არაჰიგიენურობა! როგორც ცხონებული დედაჩემი იტყოდა - წარმოდგენა არ ქონია დედაშენს რა არის ჰიგიენა. უბრალოდ გული ამერია.
ამ ჩანაწერში განცდილი "შოკი" დედათქვენის ბრალია. ჯობია უკვე "გაანათლოთ" მარიტა სანამ ქუჩაში/სკოლაში გაარკვევს ამ საკითხს, თუ იმას გავითვალისწინებთ რომ 10 წლის ქართველი გოგოები უკვე "ნემსზე ზიან" და ტოქსიკომანიითაც გვარიანად ერთობიან - გვიანი ალბათ არ იქნება. თანაც ეს პაკეტების საიდუმლოდ მიწოდება-მოწოდება ხომ ნამდვილი მატრაკვეცობაა...- ყველა აბაზანაში არის/უნდა იყოს პატარა თახჩა, - სადაც ჰიგიენური საშუალებები უნდა ინახებოდეს? აუცილებლად ვინმე უნდა დასაქმდეს - დედიკოს სა-ოს მოსავლელად?
დავიწყე ფიქრი, მაინც რა მიზეზი უნდა ქონოდა ამ ჩანაწერის აქ გამოქვეყნებას? აქ ვინცაა უკვე ყველას აქვს მოტოვებული უკან ეგ პრობლემა, ესე იგი აქ ვინმეს გასანათლებლად თუ დადეთ- შედეგი ცხადია არ ექნება. ანუ, თქვენი სურვილი იყო მკითხველს წარმოიდგინა როგორ იდექით გაჩაჩხული და როგორ გდიოდათ სისხლი :D რაკი ტაბუ თქვენთვის უცხოა, დაველოდები ჩანაწერს თემაზე, როგორი იყო თქვენი პირველი სექსუალური გამოცდილება და რა შთაბეჭდილებები დაგიტოვათ გაჩაჩხულ პოზაში წოლამ და პირველმა სექსუალურმა აქტმა, რა ემოციები გაგიჩნდათ როდესაც პირველად პენისი დაინახეთ, როდის და როგორი იყო პირველი ორგაზმი...
ნუ გაგაბრაზებთ ახლა ეს კომენტარ-ჩანაწერი, ტაბუს გარეშე დავწერე. :) როგორია ჰა? :D
48. "კლავიშებზე ჩემი თითები ისედაც პოულობდნენ სწორ ნოტებს" - ალბათ "სწორ ბგერებს".
"გაცევებული" ?
"კლავიშებზე ჩემი თითები ისედაც პოულობდნენ სწორ ნოტებს" - ალბათ "სწორ ბგერებს".
"გაცევებული" ?
47. კი, ანემონე, ვაზვიადებ, აბა რა. მარტო შენი და შენი მეგობრით რათომ განსჯი სიტუაციას? აი მაგალითად, მე და ჩემს მეგობრებს ბავშვობისას სიგარეტი არასდროს მოგვიწევია, სამაგიეროდ გვერდითა ეზოს გოგოები ყურებიდანაც ბოლს უშვებდნენ... და კიდევ მილიონი მაგალითის მოყვანა შეიძლება... ასე რომ მხოლოდ შენი სამეგობრო წრით ნუ შემოიფარგლები. კი, ანემონე, ვაზვიადებ, აბა რა. მარტო შენი და შენი მეგობრით რათომ განსჯი სიტუაციას? აი მაგალითად, მე და ჩემს მეგობრებს ბავშვობისას სიგარეტი არასდროს მოგვიწევია, სამაგიეროდ გვერდითა ეზოს გოგოები ყურებიდანაც ბოლს უშვებდნენ... და კიდევ მილიონი მაგალითის მოყვანა შეიძლება... ასე რომ მხოლოდ შენი სამეგობრო წრით ნუ შემოიფარგლები.
46. მე-8 კომ გამოვეხმაურები
შოკი არა კატაბალახა:))
საერთოდ არ ჩავარდნილვარ შოკში არც რომელიმე ჩემი თაობის მეგობარი მახსოვს დაშოკილი და არც შვილი ჩავარდება, დარწმუნებული ვარ :) ხომ არ აზვიადებ,იმის ხარჯზე რომ პირადულ თემებზე წერა გეხალისება?
მე-8 კომ გამოვეხმაურები
შოკი არა კატაბალახა:))
საერთოდ არ ჩავარდნილვარ შოკში არც რომელიმე ჩემი თაობის მეგობარი მახსოვს დაშოკილი და არც შვილი ჩავარდება, დარწმუნებული ვარ :) ხომ არ აზვიადებ,იმის ხარჯზე რომ პირადულ თემებზე წერა გეხალისება?
45. "და თუკი ყოველ თვე ჩემი საშვილოსნო სისხლიანი ცრელებით ტიროდა დაღუპულ კვერცხუჯრედებს, მე მლაშე ცრემლებით დავტიროდი ხოლმე " რომ არ ეტირა მერე იქნებოდა სატირალი... ეს ხუმრობით ^_^ ნამდვილად კარგი ჩანაწერია +2 "და თუკი ყოველ თვე ჩემი საშვილოსნო სისხლიანი ცრელებით ტიროდა დაღუპულ კვერცხუჯრედებს, მე მლაშე ცრემლებით დავტიროდი ხოლმე " რომ არ ეტირა მერე იქნებოდა სატირალი... ეს ხუმრობით ^_^ ნამდვილად კარგი ჩანაწერია +2
43. ხო, ჭა, ასეა. ხან სულიერებაზე წერა მოუნდება ადამიანს, ხან მენსტრუაციაზე :) ხო, ჭა, ასეა. ხან სულიერებაზე წერა მოუნდება ადამიანს, ხან მენსტრუაციაზე :)
42. ვისაც ექნება, ვისაც აქვს და ვისაც ჰქონდა... ქალები მაინც მეტია სტატისტიკურად :P ვისაც ექნება, ვისაც აქვს და ვისაც ჰქონდა... ქალები მაინც მეტია სტატისტიკურად :P
41. ამელი ძვირფასო...:-* თემატიკა კი არ მაღიზიანებს, უბრალოდ სხვა თემატიკა მომწონს...:) მაგ.: ადამიანის სულიერ მხარეს რაც შეეხება, ის... - ძიების...ჭეშმარიტების...ურთიერთობის, რაც ზრდის ადამიანს... ზოგი ალბათ იმაზე დაწერს ტუალეტში ვინ როგორ შედის და რას აკეთებს...ავტორის არჩევანია ეგ, რაზეც უნდა იმაზე დაწერს ...:) მკითხველსაც თავისი არჩევანი აქვს...და ეგ სულაც არ ნიშნავს ტაბუდადებულ საზოგადოებას...:) ამელი ძვირფასო...:-* თემატიკა კი არ მაღიზიანებს, უბრალოდ სხვა თემატიკა მომწონს...:) მაგ.: ადამიანის სულიერ მხარეს რაც შეეხება, ის... - ძიების...ჭეშმარიტების...ურთიერთობის, რაც ზრდის ადამიანს... ზოგი ალბათ იმაზე დაწერს ტუალეტში ვინ როგორ შედის და რას აკეთებს...ავტორის არჩევანია ეგ, რაზეც უნდა იმაზე დაწერს ...:) მკითხველსაც თავისი არჩევანი აქვს...და ეგ სულაც არ ნიშნავს ტაბუდადებულ საზოგადოებას...:)
40. მე ვისაც მენსტრუაცია აქვს, ის ვიგულისხმე :)) მე ვისაც მენსტრუაცია აქვს, ის ვიგულისხმე :))
39. ნახევარი არა, ამელი, მთელი დედამიწა, რადგან არც მამაკაცები ვიარსებებდით :) ნახევარი არა, ამელი, მთელი დედამიწა, რადგან არც მამაკაცები ვიარსებებდით :)
38. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სათითაოდ ვიჩემებთ, რომ ძალიან წინწასულები ვართ და ჩვენთვის ტაბუები არ არსებობს, მაინც ცხადია, თუნდაც ამ კომენტარებიდან გამომდინარე, რომ ძალიან ტაბუდადებული საზოგადოება ვართ. ეს ერთი უწყინარი, ძალიან ჩვეულებრივი ჩანაწერი ამდენი სჯა-ბაასის საგნად იქცა. არადა რა, დედამიწის ნახევარი ხომ სწორედ ამ მენსტრუაციით ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სათითაოდ ვიჩემებთ, რომ ძალიან წინწასულები ვართ და ჩვენთვის ტაბუები არ არსებობს, მაინც ცხადია, თუნდაც ამ კომენტარებიდან გამომდინარე, რომ ძალიან ტაბუდადებული საზოგადოება ვართ. ეს ერთი უწყინარი, ძალიან ჩვეულებრივი ჩანაწერი ამდენი სჯა-ბაასის საგნად იქცა. არადა რა, დედამიწის ნახევარი ხომ სწორედ ამ მენსტრუაციით ვცხოვრობთ.
37. "მატილდა" ავტორი ვერ გავიხსენე...:) რატომღაც გამახსენა შენმა ნაწერმა... "მატილდა" ავტორი ვერ გავიხსენე...:) რატომღაც გამახსენა შენმა ნაწერმა...
36. "დიდი გოგოები" ყოველთვის საუბრობდნენ ამ თემაზე ერთმანეთში და "ანათლებდნენ" პატარა გოგოებს. დედები კი როგორც წესი, ყოველთვის აგვიანებენ ამ თემაზე საუბარს. ეს ახალი ამბავი არ არის, მგონი. "დიდი გოგოები" ყოველთვის საუბრობდნენ ამ თემაზე ერთმანეთში და "ანათლებდნენ" პატარა გოგოებს. დედები კი როგორც წესი, ყოველთვის აგვიანებენ ამ თემაზე საუბარს. ეს ახალი ამბავი არ არის, მგონი.
35. რავი მე 12 წლის წინ ვიგემე ეგ ბედნიერება და ვიცოდი რომ არსებობდა, დედისგანაც და სახლის გარეთაც და მაშინ არ მეჩვენებოდა ეს თემა ტაბუდადებულად და დავიჯერო 12 წლის შემდეგ შეიცვალა რამე? :-) რავი მე 12 წლის წინ ვიგემე ეგ ბედნიერება და ვიცოდი რომ არსებობდა, დედისგანაც და სახლის გარეთაც და მაშინ არ მეჩვენებოდა ეს თემა ტაბუდადებულად და დავიჯერო 12 წლის შემდეგ შეიცვალა რამე? :-)
34. მე კი შესრულებაზე მეტად მაინც თემატიკა მომწონს. თემა, რომელიც რატომღაც ისევ და ისევ ტაბუირებულია. და ნუ მეტყვით არ არის ასეო. რამდენიმე ხნის წინ მარიტას კლასელების მშობლებთან რომ წამომცდა, უკვე დიდები არიან ესენი და უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს მენსტრუაცია მეთქი, კინაღამ ჩამქოლეს, რას ამბობ, შენ ნორმალური ხარო?.. ჰოდა, სწორედ ამანაც გადამაწყვეტინა ამ ჩანაწერის გაკეთება... მე კი შესრულებაზე მეტად მაინც თემატიკა მომწონს. თემა, რომელიც რატომღაც ისევ და ისევ ტაბუირებულია. და ნუ მეტყვით არ არის ასეო. რამდენიმე ხნის წინ მარიტას კლასელების მშობლებთან რომ წამომცდა, უკვე დიდები არიან ესენი და უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს მენსტრუაცია მეთქი, კინაღამ ჩამქოლეს, რას ამბობ, შენ ნორმალური ხარო?.. ჰოდა, სწორედ ამანაც გადამაწყვეტინა ამ ჩანაწერის გაკეთება...
33. 29 კომენტარს დავეთანხმები..:) თემატიკამ ვერ მეც მომხიბლა, მაგრამ აშკარად კარგი ავტორია ამელი ... 29 კომენტარს დავეთანხმები..:) თემატიკამ ვერ მეც მომხიბლა, მაგრამ აშკარად კარგი ავტორია ამელი ...
32. :-) :-) :-) ადრე როგორც ამბობდი, ისე ვეღარ თქვი ამელი :-) :-) :-) :-) ადრე როგორც ამბობდი, ისე ვეღარ თქვი ამელი :-)
31. ჯონათან, თქვენ თუ მიაწვდით ბატონ მიშას ხმას ამ ჩანაწერის შესახებ, თორემ რამდენიმე თვის წინ პირობა დავდე, რომ ფორუმზე ჩემი შემოსვლით, რამდენიმე მომხმარებელს დისკომფორტს არ შევუქმნიდი და მას შემდეგ მართლაც აღარ შევსულვარ ფორუმზე. ასე რომ ბატონ მიშასთან მე წვდომა აღარ მაქვს :) ჯონათან, თქვენ თუ მიაწვდით ბატონ მიშას ხმას ამ ჩანაწერის შესახებ, თორემ რამდენიმე თვის წინ პირობა დავდე, რომ ფორუმზე ჩემი შემოსვლით, რამდენიმე მომხმარებელს დისკომფორტს არ შევუქმნიდი და მას შემდეგ მართლაც აღარ შევსულვარ ფორუმზე. ასე რომ ბატონ მიშასთან მე წვდომა აღარ მაქვს :)
30. და მერე?...ეჰ ოდესღაც მეც ვუსმენდი ბახის რომელიღაც პრელუდიას, რატომღაც პენისი გამიქვავდა, ტკივილი ვიგრძენი ძუძუების არეში, ეს დასაწყისი იყო...მერე გავიგე, რომ პენისს უნდა მოკიდო ხელი და დაიძწყო მოძრაობა, ზევით ქვევით და სწორედ ამ დროს მოხდა ამოფრქვევა, ჟრუანტელმა დამიარა, თვალთ დამიბნელდა, ო რა სიგიჟე იყო...ეს იყო ნიშანი რომ სრულყოფილი მამაკაცი გავხდი :)) და მივხვდი რომ მეც მოვკდებოდი როგორც ადამი მოკვდა ოდესღაც, ამელი ჯიგარი ხარ... ჩემი ცხოვრების ყველაზე კოშმარული წლები გამახსენე (როცა პირველად დავანძრე, და ბოზი თამუნაც გამახსენდა...ჯიგარი ხარ ამელი) ადრეც ვკითხულობდი შენს ჩანაწერებს, მაგრამ დღემდე კომენტარი არ გამიკეთებია :))
რაც არ უნდ იყოს, ლიტერატურა მაინც ლიტერატურაა...მომწონს ფამუქისეული ეროტიზმი, მოხიბლული ვარ ბუკოვსკის პორნოგრაფიით, მაგრამ ეს რა ჟანრია ვერ მივხვდი, მაპატიეთ ჩემი უმეცრების და გამო! დიდი ათიანი ჩემგან! და მერე?...ეჰ ოდესღაც მეც ვუსმენდი ბახის რომელიღაც პრელუდიას, რატომღაც პენისი გამიქვავდა, ტკივილი ვიგრძენი ძუძუების არეში, ეს დასაწყისი იყო...მერე გავიგე, რომ პენისს უნდა მოკიდო ხელი და დაიძწყო მოძრაობა, ზევით ქვევით და სწორედ ამ დროს მოხდა ამოფრქვევა, ჟრუანტელმა დამიარა, თვალთ დამიბნელდა, ო რა სიგიჟე იყო...ეს იყო ნიშანი რომ სრულყოფილი მამაკაცი გავხდი :)) და მივხვდი რომ მეც მოვკდებოდი როგორც ადამი მოკვდა ოდესღაც, ამელი ჯიგარი ხარ... ჩემი ცხოვრების ყველაზე კოშმარული წლები გამახსენე (როცა პირველად დავანძრე, და ბოზი თამუნაც გამახსენდა...ჯიგარი ხარ ამელი) ადრეც ვკითხულობდი შენს ჩანაწერებს, მაგრამ დღემდე კომენტარი არ გამიკეთებია :))
რაც არ უნდ იყოს, ლიტერატურა მაინც ლიტერატურაა...მომწონს ფამუქისეული ეროტიზმი, მოხიბლული ვარ ბუკოვსკის პორნოგრაფიით, მაგრამ ეს რა ჟანრია ვერ მივხვდი, მაპატიეთ ჩემი უმეცრების და გამო! დიდი ათიანი ჩემგან!
29. ამ გვერდზე, სულ რომ არაფერზე დაიწეროს, ისიც ლამაზი გამოვა ალბათ :))
თემატიკა ერთია და ავტორისეული გადმოცემა, მეორე... ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხართ ამელი.
წარმატებები ამ გვერდზე, სულ რომ არაფერზე დაიწეროს, ისიც ლამაზი გამოვა ალბათ :))
თემატიკა ერთია და ავტორისეული გადმოცემა, მეორე... ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხართ ამელი.
წარმატებები
28. გამახსენდა - ბატონ მიშა რატიანს აინტერესებდა თურმე სულ, რას გრძნობენ გოგონები (ქალები) მაგ დროს- ანუ, პირველად. წააკითხე რა , ამელი, ეს შენი ჩანაწერი :)
ახლა იმერულად მოგაყრი ქოქოლას- შენ შეგიწუხდა გული, რაა გოგო ეს? :) გამახსენდა - ბატონ მიშა რატიანს აინტერესებდა თურმე სულ, რას გრძნობენ გოგონები (ქალები) მაგ დროს- ანუ, პირველად. წააკითხე რა , ამელი, ეს შენი ჩანაწერი :)
ახლა იმერულად მოგაყრი ქოქოლას- შენ შეგიწუხდა გული, რაა გოგო ეს? :)
27. ,, მე კი მგონია, რომ ასეთ რაღაცეებზე ხმამაღლა რომ არ ვლაპარაკოთ, იმიტომ ემართებათ შოკი 12-13 წლის გოგოებს უეცრად.,, რაოო? :დ ხაახ
ეს რა მიძღვნაა? :დ ,, მე კი მგონია, რომ ასეთ რაღაცეებზე ხმამაღლა რომ არ ვლაპარაკოთ, იმიტომ ემართებათ შოკი 12-13 წლის გოგოებს უეცრად.,, რაოო? :დ ხაახ
ეს რა მიძღვნაა? :დ
26. მიყვარს გაბედული ადამიანები, რომლები წერენ იმაზე, რაც საზოგადოებაში "არაესთეტიურად" ითვლება. დიახ, ითვლება მხოლოდ. მენსტრუაცია რომ აქვს, იმ ქალის შესვლა ეკლესიაში არ შეიძლება. ასეთი ქალი "უწმინდურია", გოგონას, რომელსაც პირველად მოსდის ის ცხოვერბაში, ჰგონია, რაღაცასა აშავებს... და როგორ ბედავს ამელი, რომ ამ "უწმინდურებაზე" ხმამაღლა ისაუბროს?! ყოველთვის შეიძლება ვიდაოთ იმაზე, რომ კონკრეტული სათქმელის გამოხატვა განსხვავებულად შეიძლება, მაგრამ იმაში, რომ ამ ტექსტს სათქმელი დანიშნილება არ აქვს, ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. მიყვარს გაბედული ადამიანები, რომლები წერენ იმაზე, რაც საზოგადოებაში "არაესთეტიურად" ითვლება. დიახ, ითვლება მხოლოდ. მენსტრუაცია რომ აქვს, იმ ქალის შესვლა ეკლესიაში არ შეიძლება. ასეთი ქალი "უწმინდურია", გოგონას, რომელსაც პირველად მოსდის ის ცხოვერბაში, ჰგონია, რაღაცასა აშავებს... და როგორ ბედავს ამელი, რომ ამ "უწმინდურებაზე" ხმამაღლა ისაუბროს?! ყოველთვის შეიძლება ვიდაოთ იმაზე, რომ კონკრეტული სათქმელის გამოხატვა განსხვავებულად შეიძლება, მაგრამ იმაში, რომ ამ ტექსტს სათქმელი დანიშნილება არ აქვს, ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით.
25. მაპატიეთ, თუ ბევრი მომივიდა ,,აზრების ფრქვევა". აღარ ვაპირებდი კიდევ გაგრძელებას და ეს ბოლო კომენტარი იქნება ამ ნაწარმოებზე (ისედაც ბევრი ვიქაქანე) მაგრამ ბოლო კომენტარზე მაინც გიპასუხებთ და მოვრჩები: ჩემი მდაბალი აზრით, მთავარი ის კიარ არის რომ თქვენ იმგზავროდ უსაფრთხოდ, კარგი მძღოლი საკუთარი უსაფრთხოების გარდა იმაზეც ფიქრობს, რომ ტრანსპორტიც მრთელი მიყვეს დანიშნულების ადგილამდე... მაპატიეთ, თუ ბევრი მომივიდა ,,აზრების ფრქვევა". აღარ ვაპირებდი კიდევ გაგრძელებას და ეს ბოლო კომენტარი იქნება ამ ნაწარმოებზე (ისედაც ბევრი ვიქაქანე) მაგრამ ბოლო კომენტარზე მაინც გიპასუხებთ და მოვრჩები: ჩემი მდაბალი აზრით, მთავარი ის კიარ არის რომ თქვენ იმგზავროდ უსაფრთხოდ, კარგი მძღოლი საკუთარი უსაფრთხოების გარდა იმაზეც ფიქრობს, რომ ტრანსპორტიც მრთელი მიყვეს დანიშნულების ადგილამდე...
24. არც გავღიზიანებულვარ და არც საპატიებელი გაქვთ რამე ამელ, პოლემიკაში ჩავერთე ეს იყო და ეს:) ჩემი კეთილი სურვილები თქვენ :) არც გავღიზიანებულვარ და არც საპატიებელი გაქვთ რამე ამელ, პოლემიკაში ჩავერთე ეს იყო და ეს:) ჩემი კეთილი სურვილები თქვენ :)
23. უბრალოდ და ჩუმად სწორედ მაშინ გავდივარ, როცა ნაწარმოები არც მაღშფოთებს და არც მომწონს, შენი ლუ! აღშფოთებულმა გურულებმა მოახდინეს ყველა რევოლუცია საქართველოში და მე გამოვდგე მაინცდამაინც ყველაზე გლახა გურული, გულში რომ ჩავახრჩო აღშფოთება?:D უბრალოდ და ჩუმად სწორედ მაშინ გავდივარ, როცა ნაწარმოები არც მაღშფოთებს და არც მომწონს, შენი ლუ! აღშფოთებულმა გურულებმა მოახდინეს ყველა რევოლუცია საქართველოში და მე გამოვდგე მაინცდამაინც ყველაზე გლახა გურული, გულში რომ ჩავახრჩო აღშფოთება?:D
22. მერე რა, იყოს "დანგრეული". მაინც მგონია, რომ ამ გზაზე სიარული მაინც შეიძლება. და თან ისე, რომ არაფერი დაიშავოთ. მერე რა, იყოს "დანგრეული". მაინც მგონია, რომ ამ გზაზე სიარული მაინც შეიძლება. და თან ისე, რომ არაფერი დაიშავოთ.
21. წეღან გადავიკითხე ეს... არც მომეწონა, არც გამაღიზიანა, უბრალოდ გავედი და ის მიკვირს, თუ ასე აღგაშფოთებთ ნუ წაიკითხავთ და უბრალოდ გადით. ამელი სათაურშივე ცხადს ხდის ნაწარმოების არსს, ასე, რომ... მოკლედ წერეთ ამელი) მართალი ბრძანდებით, იქნება ვიღაც ვისაც ეს მოხიბლავს. წარმატებები წეღან გადავიკითხე ეს... არც მომეწონა, არც გამაღიზიანა, უბრალოდ გავედი და ის მიკვირს, თუ ასე აღგაშფოთებთ ნუ წაიკითხავთ და უბრალოდ გადით. ამელი სათაურშივე ცხადს ხდის ნაწარმოების არსს, ასე, რომ... მოკლედ წერეთ ამელი) მართალი ბრძანდებით, იქნება ვიღაც ვისაც ეს მოხიბლავს. წარმატებები
20. მაგაზე არც მე გედავებით, მაგრამ მაშინ მაგ ,, საინტერესო თემაზე" ასევე საინტერესოდ უნდა დაწეროს მაგალითად თქვენი შესაძლებლობების ავტორმა. ცოტა კი მაკვირვებს თქვენი ნაწარმოებების ხარისხის ცვალებადობა. შემოქმედებითი გზა კია ცოტა ,,იამკიანი" და ხანდახან ნებისმიერი ,,ჩაარტყამს" მაგრამ თქვენი გზა რაღაც ძაან ,,დანგრეული" მეჩვენება... მაგაზე არც მე გედავებით, მაგრამ მაშინ მაგ ,, საინტერესო თემაზე" ასევე საინტერესოდ უნდა დაწეროს მაგალითად თქვენი შესაძლებლობების ავტორმა. ცოტა კი მაკვირვებს თქვენი ნაწარმოებების ხარისხის ცვალებადობა. შემოქმედებითი გზა კია ცოტა ,,იამკიანი" და ხანდახან ნებისმიერი ,,ჩაარტყამს" მაგრამ თქვენი გზა რაღაც ძაან ,,დანგრეული" მეჩვენება...
19. კარგი, ასკლიპიოდოტა, აღარ შეგეკამათები :) მაპატიეთ, თუკი უსიამოვნო შეგრძნებები გაგიჩინეთ. კარგი, ასკლიპიოდოტა, აღარ შეგეკამათები :) მაპატიეთ, თუკი უსიამოვნო შეგრძნებები გაგიჩინეთ.
18. მკერდი ძალიანაც რომ ესთეტიკურია :)) ისე ჩამოთვალეთ ეს სიტყვები მგონია, რომ ამაყობთ, რადგან ხმამაღლა წარმოთქმა შეგიძლიათ :))) ჩვენია კი ბატონო, მაგრამ როდესაც ვკითხულობ პუბლიკაციას მენსტრუაციაზე ნამდვილად არ იწვევს ჩემში სიამოვნებას. ამის თქმა მინდა მხოლოდ:) სამედიცინო საიტზე კიდევ ჰოო მკერდი ძალიანაც რომ ესთეტიკურია :)) ისე ჩამოთვალეთ ეს სიტყვები მგონია, რომ ამაყობთ, რადგან ხმამაღლა წარმოთქმა შეგიძლიათ :))) ჩვენია კი ბატონო, მაგრამ როდესაც ვკითხულობ პუბლიკაციას მენსტრუაციაზე ნამდვილად არ იწვევს ჩემში სიამოვნებას. ამის თქმა მინდა მხოლოდ:) სამედიცინო საიტზე კიდევ ჰოო
17. არ გედავებით, უბრალოდ, ვერ გავიგე და იმიტომ გკითხეთ. შეიძლება ყველამ ყველაფერი იცის, არც ამაზე გედავებით, უბრალოდ იმაზე შეიძლება შეგეკამათოთ, რომ არ არსებობს თემა, რაზე წერაც არასაჭირო და უსარგებლო იყოს. ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვისთვისაც ის საინტერესო იქნება. სულ ეს არის და ეს :) არ გედავებით, უბრალოდ, ვერ გავიგე და იმიტომ გკითხეთ. შეიძლება ყველამ ყველაფერი იცის, არც ამაზე გედავებით, უბრალოდ იმაზე შეიძლება შეგეკამათოთ, რომ არ არსებობს თემა, რაზე წერაც არასაჭირო და უსარგებლო იყოს. ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვისთვისაც ის საინტერესო იქნება. სულ ეს არის და ეს :)
16. თქვენ თუ სტილისტურ გამართვაზე მედავებით, გეტყვით, რომ ასეთი არასაჭირო ნაწარმოები არ წამიკითხავს-მეთქი, ეგ ვიგულისხმე. ეგ ხომ ისედაც ყველამ იცის, რა დროს და ,,რანაირად" მოდის პირველი თვიური. ვინ უნდა გაიგოს თქვენგან ეგ ,,პირველად"? თქვენ თუ სტილისტურ გამართვაზე მედავებით, გეტყვით, რომ ასეთი არასაჭირო ნაწარმოები არ წამიკითხავს-მეთქი, ეგ ვიგულისხმე. ეგ ხომ ისედაც ყველამ იცის, რა დროს და ,,რანაირად" მოდის პირველი თვიური. ვინ უნდა გაიგოს თქვენგან ეგ ,,პირველად"?
15. რას ნიშნავს "მსგავსი დანიშნულების არმქონე"? უბრალოდ ვერ მივხვდი და იმიტომ გეკითხებით :) დამაინტერესა :) რას ნიშნავს "მსგავსი დანიშნულების არმქონე"? უბრალოდ ვერ მივხვდი და იმიტომ გეკითხებით :) დამაინტერესა :)
14. მსგავსი დანიშნულების არმქონე ჩანაწერი არასდროს წამიკითხავს. არადა როგორი მაღალი წარმოდგენის ვარ ამ ავტორზე... მსგავსი დანიშნულების არმქონე ჩანაწერი არასდროს წამიკითხავს. არადა როგორი მაღალი წარმოდგენის ვარ ამ ავტორზე...
13. მაგალითად? საშო? პენისი, ძუძუ? საშო რომ არა ვერ გავჩნდებოდით. პენისი რომ არა ვერ გავჩნდებოდით. ძუძუ კი რაც არ უნდა იყოს, პურია ჩვენი არსობისა, ცხოვრების პირველ დღეებში. ნუ ანალურ ხვრელზე შეიძლება დაგეთანხმოთ, მაგრამ ისიც ჩვენია :) მაგალითად? საშო? პენისი, ძუძუ? საშო რომ არა ვერ გავჩნდებოდით. პენისი რომ არა ვერ გავჩნდებოდით. ძუძუ კი რაც არ უნდა იყოს, პურია ჩვენი არსობისა, ცხოვრების პირველ დღეებში. ნუ ანალურ ხვრელზე შეიძლება დაგეთანხმოთ, მაგრამ ისიც ჩვენია :)
12. ქალების და კაცების ბევრი არაესთეთიკური ნაწილები ვიცი მე :)) ქალების და კაცების ბევრი არაესთეთიკური ნაწილები ვიცი მე :))
11. არა, ვერ დაგეთანხმებით. ეს ჩვენი, ქალების ნაწილი :) არა, ვერ დაგეთანხმებით. ეს ჩვენი, ქალების ნაწილი :)
10. გეთანხმებით უხამსი ნამდვილად არაფერია, უბრალოდ ცოტათი არაესთეთიკურია :) გეთანხმებით უხამსი ნამდვილად არაფერია, უბრალოდ ცოტათი არაესთეთიკურია :)
9. და აქვე ვიტყვი ჩემს მოკრძალებულ აზრსაც, რომ აქ მგონი უხამსი არაფერი ისეთი, რაც მკითხველს გააღიზიანებს. მითუმეტეს ჩვენს დროში :) და აქვე ვიტყვი ჩემს მოკრძალებულ აზრსაც, რომ აქ მგონი უხამსი არაფერი ისეთი, რაც მკითხველს გააღიზიანებს. მითუმეტეს ჩვენს დროში :)
8. მე კი მგონია, რომ ასეთ რაღაცეებზე ხმამაღლა რომ არ ვლაპარაკოთ, იმიტომ ემართებათ შოკი 12-13 წლის გოგოებს უეცრად. და მითუმეტეს "განსწავლული" მეგობრების გამო :) მე კი მგონია, რომ ასეთ რაღაცეებზე ხმამაღლა რომ არ ვლაპარაკოთ, იმიტომ ემართებათ შოკი 12-13 წლის გოგოებს უეცრად. და მითუმეტეს "განსწავლული" მეგობრების გამო :)
7. ვფიქრობ, მარიტა უკვე შეიტყობდა ამ ყველაფრის შესახებ "განსწავლული" მეგობრების ან ტელევიზორის საშუალებით :))) ჩვენც ქე გაგვიგია რაღაცები და მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა სითამამის და განსხვავებულობის მიმართ, მაინც მიმაჩნია რომ აქ დასადები არ იყო ეს :) ვფიქრობ, მარიტა უკვე შეიტყობდა ამ ყველაფრის შესახებ "განსწავლული" მეგობრების ან ტელევიზორის საშუალებით :))) ჩვენც ქე გაგვიგია რაღაცები და მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა სითამამის და განსხვავებულობის მიმართ, მაინც მიმაჩნია რომ აქ დასადები არ იყო ეს :)
6. პოეზიას ადმინისტრატორი ჩაასწორებს. მომიტევეთ შეცდომა. პოეზიას ადმინისტრატორი ჩაასწორებს. მომიტევეთ შეცდომა.
5. ეს პოეზიაა?! ეს პოეზიაა?!
4. ჰოდა მაგიტომ დაგიწერე ფსევდო წინ :))) ხო ვიცოდი რომ მაგას მეტყოდი რასაც მინდა იმას დავდებო. უბრალოდ ჩემი აზრი გამოვხატე, რამე კი არ დამიშლია ქალბატონო ნინო :D მაქვს აზრის გამოთქმის უფლება, არა? :))) ჰოდა მაგიტომ დაგიწერე ფსევდო წინ :))) ხო ვიცოდი რომ მაგას მეტყოდი რასაც მინდა იმას დავდებო. უბრალოდ ჩემი აზრი გამოვხატე, რამე კი არ დამიშლია ქალბატონო ნინო :D მაქვს აზრის გამოთქმის უფლება, არა? :)))
3. რა არის აქ სკანდალური? აარ მითხრა, რომ ასე სკანდალურად სიტყვა "მენსტრუაცია"გეჩვენება. აქ თავისუფალი სივრცეა და რასაც მინდა იმას დავდებ. არა? რა არის აქ სკანდალური? აარ მითხრა, რომ ასე სკანდალურად სიტყვა "მენსტრუაცია"გეჩვენება. აქ თავისუფალი სივრცეა და რასაც მინდა იმას დავდებ. არა?
2. ახ :))) და აქ შენი დღიურია თუ რა ხდება ამელი? არ დაიღალე ამ ფსევდოსკანდალური სტატუსით? დადე რა რამე ნორმალური, ადრე რომ გჩვეოდა ისეთი. ვაჰ! ახ :))) და აქ შენი დღიურია თუ რა ხდება ამელი? არ დაიღალე ამ ფსევდოსკანდალური სტატუსით? დადე რა რამე ნორმალური, ადრე რომ გჩვეოდა ისეთი. ვაჰ!
1. ინფორმაციისათვის, ეს არ არის მოთხრობა. ესეც ჩანაწერია, როგორც წინა პუბლიკაცია. ინფორმაციისათვის, ეს არ არის მოთხრობა. ესეც ჩანაწერია, როგორც წინა პუბლიკაცია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|