წერილი შვილს
გამარჯობა, შვილო. გწერს დარდისაგან გულმკვდარი დედა. გავიგე, რომ ციხეში ზიხარ. ამისთვის წახვედი, შვილო ამ სიშორეზე, რომ მანდ აღმოჩენილიყავი? რატომ გადადგი ასეთი ნაბიჯი. ვიფიქრე ცხოვრებას აიწყობს, იმუშავებს, ცოტა ფულს მოაგროვებს. ამერიკაში დიდი ხელფასებიაო, ყველა ამბობს. როცა გავიგე შენი ამბავი... ტელევიზორში მოვისმინე, ადგილზე ჩავიკეცე. ერთი თვე სახლიდან აღარ გამოვდიოდი. პურის საყიდლად მხოლოდ მოსაღამოვებულზე თუ გამოვიპარებოდი სახლიდან, რომ მეზობლებს არ დავენახეთ და გამოკითხვა არ დაეწყოთ შენს შესახებ. ვფიქრობ, სად დავუშვი შეცდომა შენს აღზრდაში. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ უმამოდ იზრდებოდა და ბევრი რამ გაკლდა... დილიდან საღამომდე მარტო იყავი, ყურადღების მომქცევი არ გყავდა. ვმუშაობდი, სხვა გამოსავალი არ მქონდა. არსებობა ხომ გვინდოდა... მახსოვს ექვსი წლის იყავი, როცა ჩვენი სახლის გვერდით ვიტრინაში მანქანა დაინახე და მთხოვე მეყიდა. მე, რა თქმა უნდა, ჩემი ხელფასის პატრონმა ვერ შეგისრულე თხოვნა. სათამაშო ძალიან ძვირი ღირდა და ამიტომ. ორი თვის განმავლობაში ყოველ დღე მირბოდი მაღაზიასთან და ვიტრინაში გამოდგმულ მანქანას უმზერდი. მე საშინლად ვიტანჯებოდი ამ დროს, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო. სათამაშო რომ მეყიდა, ორი კვირის საჭმლის ფული უნდა მომეკლო შენთვის. მშიერს ვერ დაგტოვებდი. მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, იქნებ სჯობდა ცარიელ პურზე და ჩაიზე ყოფილიყავი ის ორი კვირა და სათამაშო გქონოდა. ერთ დღესაც როდესაც გაიღვიძე და მაღაზიისკენ გავარდი მანქანის სანახავად, აღარ დაგხვდა სათამაშო. სახლში ნამტირალევი დაბრუნდი და საღამომდე ქვითინებდი, ვერაფრით ვერ დაგამშვიდე. მერე ტირილისაგან დაღლილს სკამზე ჩაგეძინა. სკოლაში კარგად სწავლობდი. ბოლო კლასებში ქუჩის ცუდ ბიჭებს აჰყევი და სწავლას მოუკელი. როცა სკოლა დაამთავრე, ვეღარ გააგრძელე სწავლა. ინსტიტუტში მოსაწყობი ფული სად მქონდა... რეპეტიტორებთან შენი მომზადებაც ვერ შევძელი. დარჩი ასე... მერე ძმაკაცებთან ერთად ამერიკაში წასვლა მოინდომე. მე ვუარობდი. იმათთან ერთად შენი გაშვება არ მინდოდა. აქ არ ვარგოდნენ და სხვაგან რას იზამდნენ. გული მიგრძნობდა ალბათ, რომ ცუდ გზაზე დაგაყენებდნენ. შენ ისეთი გაბოროტებული იყავი ბოლო დროს. ძალიან ნერვიული გახდი. მესმის რაც გტანჯავდა. ხელისშეწყობა არ გქონდა. ნიჭიერი იყავი, შენგან მცოდნე ადამიანი დადგებოდა. საქმის გამკეთებელი, მაგრამ... აი, ჩვენი მეზობლის ბიჭი გიო. იმანაც ასე აიშვა, სწავლას მოუკლო. დედამისმა მაშინვე მასწავლებლები აუყვანა და ძალით ამეცადინებდა. ძალიან ცდილობდა შვილისათვის ცოდნა მიეცა და მოახერხა კიდეც. მართალია, დაძალებით, მაგრამ, მაინც თავისას მიაღწია. გიო ინსტიტუტშიც მოეწყო და ახლა თავისი ფირმაც აქვს და კარგ ფულს შოულობს. ალბათ ფული რომ მქონოდა, მეც ასე მოვიქცეოდი, მაგრამ, მე ხომ არაფერი მებადა. ჩემი თავისთვის არაფერს ვიმეტებდი, მაგრამ... დიდი მოთხოვნილებისაც არა ვარ. ახლაც, ჩემი პენსია მყოფნის, საჭმელს უფასო სასადილოში ვჭამ. პენსიას კი გადასახადებზე ვმყოფინობ. ერთხელ რომ გამომიგზავნე ასი დოლარი, ახლაც შენახული მაქვს. ვუყურებ ხოლმე და მიხარია, რომ გახსენდები, რომ ზრუნავ ჩემზე. როცა მომენატრები ხოლმე შენს სურათს ავიღებ და ვეფერები. შვილო, ისე არ მომკლა, რომ შენი უნახავი დამტოვო. ათი წელია არ მინახიხარ. რომ იცოდე როგორ მენატრები... დავიღალე ამდენი ლოდინით. დედისთვის ძალიან ძნელია შვილის უნახაობა. გავიგე ექვსი წელი მოგისაჯეს ციხე. გაუძელი შვილო. გამოხვალ და იქნებ კარგ გზას დაადგე. ერთი თხოვნა მაქვს, შვილო. ვიცი, რომ მანდ არის ქართული ეკლესია. აუცილებლად ნახე მოძღვარი და ის დაგეხმარება კეთილი გზის გაკვლევაში. მერე იქნებ ფული მოაგროვო და დაბრუნდე სამშობლოში. შრომით აქაც შეიძლება ცხოვრება. ნახვამდის (ამ იმედით ვცოცხლობ), შვილო. გფარავდეს ღმერთი. შენი დედა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მარტო აღზრდა რას უშველის თუ ბუნებამაც არ უშველაო...ტანში ჟრუანტელი მივლის ახლაც :( მარტო აღზრდა რას უშველის თუ ბუნებამაც არ უშველაო...ტანში ჟრუანტელი მივლის ახლაც :(
4. რათქმაუნდა ძალიან სამწუხარო ამბავია გადმოცემული.. სჩანს რომ სიმართლეა ეს ამბავი, რისთისაც ძალიან ვწუხვარ და გულით ვუსურვებ თავისუფლებას.. ყველაფერი გამოსწორდება..
რაც შეეხება ზოგად პრობლემას ამ საკითხისადმი უნდა ითქვას რომ ძალიან რთულად არის საქმე ... ქართველ მამაკცთა 70 % პროცენტი ამგვარი ქმედებისთვის არის განწირული ემიგრაციაში ყოფნის დროს...ეს შემაძრწუნებელი და საგანგაშო ვითარება თავიდან ბოლომდე საქართველოს სოციალური პოლიტიკის შედეგია და თუ ამას არ მივხედეთ ალბათ ერთა შორის ზიზღი არ აგვცდება.. ეს ძირითადად ევროპის ქვეყნებში მყოფ ემიგრანტებს ეხებათ... არადა ძალიან ბევრს ვიცნობ ასეთ ადამიანს რომელთაც უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ გარდა მსგავსი ტიპის მოქმედებისა.. პირდაპირ შეიძლება დავარქვათ ამას "მტკივნეული" ბრძოლა გადარჩენისთვის..
პატივისცემით: გიგარიონი რათქმაუნდა ძალიან სამწუხარო ამბავია გადმოცემული.. სჩანს რომ სიმართლეა ეს ამბავი, რისთისაც ძალიან ვწუხვარ და გულით ვუსურვებ თავისუფლებას.. ყველაფერი გამოსწორდება..
რაც შეეხება ზოგად პრობლემას ამ საკითხისადმი უნდა ითქვას რომ ძალიან რთულად არის საქმე ... ქართველ მამაკცთა 70 % პროცენტი ამგვარი ქმედებისთვის არის განწირული ემიგრაციაში ყოფნის დროს...ეს შემაძრწუნებელი და საგანგაშო ვითარება თავიდან ბოლომდე საქართველოს სოციალური პოლიტიკის შედეგია და თუ ამას არ მივხედეთ ალბათ ერთა შორის ზიზღი არ აგვცდება.. ეს ძირითადად ევროპის ქვეყნებში მყოფ ემიგრანტებს ეხებათ... არადა ძალიან ბევრს ვიცნობ ასეთ ადამიანს რომელთაც უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ გარდა მსგავსი ტიპის მოქმედებისა.. პირდაპირ შეიძლება დავარქვათ ამას "მტკივნეული" ბრძოლა გადარჩენისთვის..
პატივისცემით: გიგარიონი
3. გული მეტკინა... რამდენის ტკივილია გადმოცემული :( გული მეტკინა... რამდენის ტკივილია გადმოცემული :(
2. დედის წერილი სულ სხვაა. ტკივილიანი და იმედიანი. მომეწონა. დედის წერილი სულ სხვაა. ტკივილიანი და იმედიანი. მომეწონა.
1. ეჰ რამდენი ასეთი ვიცით. ყველა დედა ბოლოს საკუთარ თავს აბრალებს ხოლმე, ვერ აღვზარდე შვილიო... არადა ადამიანი როგორიც დაიბადება, იმას არ უშველის არაფერი, ან შეიძლება სულაც არ ჰქონდეს რაიმე საშველი. +2 ეჰ რამდენი ასეთი ვიცით. ყველა დედა ბოლოს საკუთარ თავს აბრალებს ხოლმე, ვერ აღვზარდე შვილიო... არადა ადამიანი როგორიც დაიბადება, იმას არ უშველის არაფერი, ან შეიძლება სულაც არ ჰქონდეს რაიმე საშველი. +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|