ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგო
ჟანრი: პროზა
22 ივლისი, 2013


ვენების ლაბირინთებში

წარმოდგენა არა მაქვს საიდან მოხვდი აქ, ამ ადამიანის მივიწყებულ ადგილას, მაგრამ მიზეზზე უფრო, ფაქტი შენი აქ ყოფნის, სულშთაბერილი მიცვალებულივით მიხარია.
არცერთმა გზა არ ვიცით გულისკენ, მაგრამ მჯერა რომ ამ გზას ჩვენი გულები თავისით გვასწავლიან და ერთ სახლში დაიდებენ ბინას. ეგ სახლი ჩემი გული იქნება და ჩვენ სამი (მე, შენ და შენი გული) დავიწყებთ ერთობლივ და დაუსრულებელ ერთად ცხოვრების ხანას...
როგორ მინდა რომ დილით ჩახუტებულს გაკვირდებოდე სახეზე, შენს სიზმრების გამოცნობას შევეცედები და თუ კი ოდნავ შეწუხებისკენ გაგექცევა სახე, უცებ კოცნით გამოგაღვიძებ და გკითხავ: ცუდათ გაკოცე?
შენს ტუჩემზე მეტად შენი შუბლი მეყვარება და იცი რატომ? როცა ცუდათაა ადამიანი, ყველაზე მეტად თანაგრძნობის დროს შუბლზე ჰკოცნის ერთი მეორეს და ამავდროულად ნებისმიერი განწყობის დროს მისაღებია შუბლზე კოცნა...
მინდა ზურგზე შემოგისვა და მთაზე აგიყვანო, შენ კი ზემოდან დამძახოდე: აჩუუ!! აჩუ ცხენო!!!
მე კი თითქოს ძალად ამყავდე, მონასავით დავიწყებ ბუზღუნს...
ყველაფერს შეგასწავლი რაც კი ვიცი, ყველაფერს აგიხსნი რაც კი მესმის, იმასაც ვისწავლი რაც არ ვიცი და შენ გაინტერესებს. შევძლებ იმას, რაც აქამდე წარმოუდგენელი მეგონა. სიცოცხლეს გაჩუქებ რომელიც შენსავით ლამაზი იქნება და ჩემით გაფერადებული. ვიცხოვრებთ მთაში ან ძღვასთან, ან კიდევ ორივეგან ერთად. ჩვენივე აშენებულ ქოხებში. მთაში -ხის, ზღვასთან -ბამბუკის, მთაში -თივა, ზღვასთან  -ჰამაკი, მთაში -კოცონი, ზღვასთან -მთვარე. შენ სამ ჭიქას დალევ, მე კი ოთხს!
    მე დამავიწყდება ჩემი დაბადების დღე, შენ კი -მაჩუქებ. მაგრამ მე მემახსოვრება შენი და შენს თავს დავიფიცებ, რომ აღარასოდეს დავივიწყებ შენი გაჩენის დილას...
არ ვკითხოთ ერთმანეთს ეს რატომ, როდის ან როგორ დაგვემართა, არც ყოვლის მბრძანებელს დავაბრალოთ რამე. მთავარია ჩვენ უფლება გვაქვს ერთმანეთს მხოლოდ დიდი სიყვარული ვაგრძნობინოთ სხვა დანარჩენი კი განდგომა იქნება ყოველი სიკეთისაგან...
მენატრები და ეს მონატრება გპირდები ყოველთვის ჩემი განუყოფელი ნაწილი იქნება მანამ, სანამ ეს შენ არ მოგბეზრდება.
გაიღიმე, მე აქ ვარ -შენთან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს