სიტყვა "უშენობა" გულში ჩავიკარი, გულქვა მოგონებებს აღარ უჩანს ბოლო, მინდა შემომხედო, სანამ დაბნელდება, ვიდრე ჩემს წერილებს დაადებენ ბოქლომს. ცაზე მზე და მთვარე ბევრჯერ შეიცვლება, ისევ მახსენდება ფიქრის სამკუთხედი, თითქოს ერთი გვერდი არის უსასრულო, სანამ ჩემთან მოხვალ, უკვე დავბერდები. ამ დიდ მოლოდინში გრძნობაც დაილია, დღეებს უშენობის უკვე აღარც ვითვლი, ვიცი, სევდის ფრინველს როგორ მოვერიო, ჩვენ კი, განშორების წყალი გადაგვივლის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მშვენიერი, მშვიდი ლექსია, სევდიანი და ტკივილიანი. მშვენიერი, მშვიდი ლექსია, სევდიანი და ტკივილიანი.
3. მადლობთ, მეგობრებო! მადლობთ, მეგობრებო!
2. სიკეთე ავტორს! სიკეთე ავტორს!
1. ვაიმეე.როგორ მომეწონა ^ <3 მაგარია.. ვაიმეე.როგორ მომეწონა ^ <3 მაგარია..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|