ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგუსტი
ჟანრი: პროზა
15 ივლისი, 2013


დილა

-მზე ძილს არ მაცდის-თვალი არ გაგიხელია ისე მითხარი.
ავდექი და გადავწექი…
ისე მშვიდად გძინავს,რომ მეშინია ჩემმა ფიქრებმა არ გაგაღვიძონ.
მახსოვს პირველად,რომ გავიღვიძე შენს გვერდით,უკვე გეღვიძა,მაგრამ არ მიყურებდი.დაინახე,რომ გავიღვიძე და თბილად გადმომხედე,მშვიდი სახით და დილა მშვიდობისა მისურვე.მაშინ პირველად შემეშინდა იმის,რომ მეორეჯერაც მომინდებოდა დილით ჩემს გვერდით მენახე და მე ვერ ვიტან ვინმესთან ყოფნა რომ მინდა.მძულს ადამიანი,ვის გარეშეც ვეღარ ვძლებ და საერთოდ არ მჯერა სიყვარულის.არც შენ გჯერა და მსაყვედურობ ხშირად რატომ გიყვარვარო,არადა შენ ხომ დარწმუნებულიც არ ხარ,რომ მიყვარხარ.
რამდენი დრო გავიდა,რამდენი ხანია ერთად ვართ და თან არც.რამდენჯერ მოვიდა წვიმა და გამახსენა,რომ ასე ძალიან გიყვარს წვიმა,რამდენჯერ მოვიდა გარდამტეხი სეზონი და გამახსენა,რომ ამ დროს ალერგია გტანჯავს,რამდენჯერ დავაპირე დამეწერა და რადგან შენ ვერ იტან იმას რასაც მე ვწერ,არ დავწერე..რამდენჯერ ვუყურე ფილმს,რომლის მთავარი გმირიც გგავს...რამდენჯერ გადავიფიქრე,რომ მიყვარხარ...
გამოგხედე და ისევ გძინავს.
ისეთი მშვიდი ხარ,ხანდახან მაშინებს შენი სიმშვიდე და ხან მშურს,რომ შენგან განსხვავებით მე ასეთი ხმაურიანი და ემოციური ვარ..მშურს,რომ შენ არ დარდობ ამინდზე,ვალუტის კურსის ცვლილებაზე,პარლამენტის ან პრეზიდენტის გადადგომაზე,არ დარდობ თუ ვინმეს გულს ატკენ ან პირიქით,არ გადარდებს ის,რომ მე ყველა ორ დღეში დასამშვიდობებელ წერილს გიგზავნი,არ გადარდებს არც ის,რომ ოდესმე შეიძლება წერილის გარეშე,უთქმელად დაგემშვიდობო.. არადა გიყურებ როგორ გძინავს და მეშინია,რომ ჩემი ფიქრები გაგაღვიძებენ..
ასე ვიცი ხოლმე,ვფიქრობ ერთ რამეზე და მილიონ სხვა საგანს და ადამიანს მივედებ–მოვედები.
აღარ მიყვარხარ თქო გითხარი და ალბათ არც დაიჯერე,რადგან ამ ბოლოს ჩემი აღარ გჯერა.არც მიხარიხარ-თქო..გაგიკვირდა და არ შეიმჩნიე,რომ ოდნავ გეწყინა.
მზე გაწუხებს და ალბათ მალე გაგეღვიძება..
მე კიდევ ვწუხვარ,რომ მზემდე მე არ გაგაღვიძო... ერთი სული მაქვს თვალებს სანამ გაახელ,არადა არც მიხარია აქ რომ ხარ და რამდენი არადაა ამ ერთ წინადადებაში..
ამ ბოლოს დროს აღარ მენატრები,აღარ გელოდები და ახლა შევამჩნიე,რომ აღარც იმას ვაკვირდები მძინარეს მიყურებ თუ არა.არ მენატრები,რადგან იცი შენ,ძალით ვივიწყებ ადამიანებს,რომლებიც მენატრებიან,იცი ეს ყველაფერი,მაგრამ ალბათ ვერ წარმოიდგენ,რომ ვცდილობ შენც იმათ ქვაბში მოგხარშო..აღარ გელოდები,იმიტომ რომ მე მოვდივარ სულ და შენ არასოდეს,ესაც იმიტომ,რომ სულ მე მივდივარ,აღარ ვაკვირდები შენს საქციელებს,რადგან დავრწმუნდი რა როგორაა და გავითავისე,შევეგუე..ან დავიჯერე და მომწონს,რომ ილუზიების გაფანტვა ბევრი ღამისთევის,ჩხუბის,აუტანლობის,ატანადობის და ბევრი სხვა რამის შემდეგ მაინც მოახერხე.
ახლა,რომ მიყურებდე,მეტყოდი რომ იდიოტი ვარ....ამას,რომ წაიკითხავ მაინც მეტყვი იდიოტი რომ ვარ...ჰოდა,ახლა მე უნდა გადავწყვიტო,მინდა თუ არა იდიოტად გამომაცხადო ისევ.
მზე ოდნავ გადაიხარა.მორჩი ახლა ძილს,თორემ კიდევ უფრო დიდხანს ვიფიქრებ და სავარაუდოდ მეტ სისულელეს დავწერ და გაიღვიძეთქო ისევ შენთვის გეუბნები,რადგან შენ უნდა წაიკითხო ამხელა რაღაც.
მე მწერალი ვარ,მაინც ლამაზად დავაბოლოვებ თუ დამაცდი..უი,გაგეღვიძა.
გაოგნებული გიყურებ და ცალთვალგახელილი,ნახევრადმძინარე ტონით მეუბნები
-ლოგინიდან რატომ გამექეცი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები