ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2013


სორტი - ქართული

როგორც ფილატელისტი, დავყურებ თამბაქოს მარკას,
ის სორტი – რომელიც მიყვარს; რომელსაც ფილტვი ჩემობს,
თუმცა არ არის, მაგრამ, ასანთის ღერის გაკვრას,
ისე ვღებულობ, როგორც პლანეტა – ატმოსფეროს,

რაც არის – არის! რადგან, ვართ ორივენი ყაბულს,
ორივე იმას ვკმარობთ, რა სიგრძეცა აქვს საბანს...
უკმარისობას როგორც, მოცემულობას – ქართულს:
მარკას, რომელიც არცერთ უკმარისობას არ გავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები