 | ავტორი: გლახო ჟანრი: პოეზია 21 ივლისი, 2013 |
ჟანრი: პოეზია სათაური: შენი ხატება (მამულს) ნაწარმოები:
წუთისოფელში - მოზომილად მხოლოდ ბრმა ცრუობს!!- ჩემი ლექსები შენი სუნთქვით ხდება ფრთიანი. ამიხსენ თვალი!! - ვით რიგითმა რომ გემსახურო!! - ყველაზე დიდი სატყუარა სახელი არი!!
ამიფრქვი სული! - კვლავ წკრიალა ლირიკის სტვირით, რომ სისხლში ქუხდეს შემართება ურჩი არწივის, სულ გენთო ფარად!! - ვერ სათქმელი სატანის პირით!! - რისხვის ამტანი ცეცხლის გულის ჯარისკაცივით!!
ყოველ ხილვაში თვალწინ მედგას შენი ხატება - როგორც სიტურფის გაცისკრება ჯერარსმენილი(!!): უკვდავის სხივი – ღვთისებრ შენი წვით მემატება გენთა გამმაზე სწორუპოვრად გადაფენილი!!
წუთისოფელში – მოზომილად მხოლოდ ბრმა ცრუობს!! – ჩემი ლექსის სვე შენი სუნთქვით ხდება ფრთიანი. ამიხსენ თვალი!! – ვით რიგითმა რომ გემსახურო!!– ყველაზე დიდი სატყუარა სახელი არი!! . . .
(გ.მ.) გლახო. 2013-06-30 10:17:26
ჟანრი: პოეზია სათაური: რარიგ დაჰქრის სევდის ქარი ნაწარმოები:
დედი, დედი, ნუ ნდობ გზა კრულს – ნუ მიმართმევ ლახვრის პირსა: ნუ გადამცემ ჯვარზე გაკრულს – შენი მზისთვის ანატირსა... ნუ მამღერებ ცრუს და მდარულს – ნუ დამიწყვეტ მარგალიტსა: სხვა მომტაცებს ჩემს სიყვარულს – ვარდის მზეს თუ შუქს მთვარისა... ...რარიგ დაჰქრის სევდის ქარი – ჰაუუ! რარიგ მწარედ ტირსა : ავი გულის ტახტად მდგარი – საკუთარ გულს გახდის მწირსა! . . . გლახო. 2013-06-30 10:16:31
ავტორი: გლახო ჟანრი: პოეზია 19 აპრილი, 2013
მილოცვა
სვე დაგლოცოდეს თვალცქრიალა სამშობლოვ ამ წელს, სულ კამკამა ცის სანეტარო გეფრქვას ნათელი: არსობის ზეცა მარად ისეთ გვირგვინით გრთავდეს, რომ ორ მრწამს შორის მზისებრ ენთოს შენი სახელ;ი! შვენოდეს შენს დღეს უკვდავების ოქროს საწმისი, პლანეტებტევად სივრცეების წრეთა თილისმა: ერთხელაც სახე გაიბადროს რწმენით ფრთაშლილით! უსაყვარლესმა სულის დვრიტამ – შენმა თბილისმა! იწამონ შენგან, რომ სამყარო არ არის ერთი! რომ სანავარდოს გედებისას არ უჩანს ბოლო: ოდესმე უხმოდ, ცის სუფრასთან მიგიწვევს ღმერთი! მზევ სასწაულთა!– ჭეშმარიტი გზის სადღეგრძელოდ! ...სვე დაგლოცოდეს თვალცქრიალა სამშობლოვ ამ წელს! სულ კამკამა ცის სანეტარო გეფრქვას ნათელი: არსობის ზეცა მარად ისეთ გვირგვინით გრთავდეს, რომ ორ მრწამს შორის მზისებრ ენთოს შენი სახელი. . . . (გ.მ.) გლახო. 2013-06-30 10:14:54
ავტორი: გლახო ჟანრი: პოეზია 25 აპრილი, 2013
პარიზს
ქვასაც აკრთობს რაინდული გულისძგერა– ვაწკრიალებ ლექსის სტვირეს მე ხომ შენგან დაკარგული ბედის მზე ვარ – ერთხელ – მაინც ! გამიღიმე!... ...ო ღვთაებავ,– შუბლნათელობს შენი ძიძა – მთვარე – შენი – გულით დამაქვს: ის ტურფა ხარ – ვინც პირველმა გამაღვიძა! – მისაჩუქრა ბასრი შპაგა. +++ გლახო. 2013-06-30 10:14:00
ავტორი: გლახო ჟანრი: პოეზია 5 მაისი, 2013
ბედნიერებას ვერსად იპოვი –
აცისკრებს ფიქრის სამყაროს თოვლი – რთავენ სივრცეებს მქრქალი თითები: ბედნიერებას ვერსად იპოვი – შუბის ტარს თუ ვერ გადაცილდები... მერე რომელ მრწამს შესტიროს გულმა – რომელ სიყვარულს დაუდოს ფასი?! მზე ამოინთოს უბიდან სულმა – რომ არ გაუწყდეს მოთმენის ძაფი? ...აცისკრებს ფიქრის სამყაროს თოვლი! . . . გლახო. 2013-06-30 10:13:10
ავტორი: გლახო ჟანრი: პოეზია 12 მაისი, 2013
ცა ჩემთვის მართლა მადრიგალია
ვეფრქვე!! – ჩურჩულით ვით არყის ხეთა!! – ველის ყვავილთა უტურფეს ფერებს: მე შენ მიყვარდი თვით სულზე მეტად! – ვთრთოდი და მაინც არ დამიჯერე!! ახლა ? – მხრებსს ვუნთებ ქართა სიშმაგეს! – ცა ჩემთვის მართლა მადრიგალია: ცეცხლს იქით! – მე რო რისხვას მიცხადებსს!! – უუნათლესი ხილვის ქალია!! . . . გლახო. 2013-06-30 10:12:37
ავტორი: გლახო ჟანრი: პოეზია 17 მაისი, 2013
სულის სარკეში
სულ ასე შლიან ცრუ გზნების აფრას, სკამთა ემბაზზე სკამთა ფიქრები, მრწამსს ლექსის მუდამ იპვი, მაგრამ ბედნიერებას?- ვერ ეღირსები. ...იცი? სად დაგსვით?!- ფსიქო წამწამზე, მოწამე მსგავსის არის რიონი, წკაპ!!- მიგაისრებთ თავით ასფალტზე, ვით მივაისრეთ გალაკტიონი. მერე რა, თუ წვით ღმერთთა სწორი ხარ, დრო ფოტონებსაც უჩენს ნაპრალებს, მზე სივრცის რასტყრში ხელს რომ მოიცრავს, ცრუ გენის - წუთი სოფელს აბრალებს... რაო?!- სრულ შევსვით შენი ზიარი- ზეცა, თბილისის ფრთებს რომ გვიმშვენებს? სკამი მარადის ცოდვილი არი, ცოდვილთან წყენას გიჟი ახსენებს. ...რა მხრიდან გსურდეს, გააწან, ურტყი, ყველა ხედს ერწყმის, ყველა სასწორებს, სკამის შეგრძნებას სახე აქვს უტყვი, გასკდე - ვერაფრით გამოასწორებ. ...და თუ---- ბუნებამ გაგიჭრა მაინც და ამოენთე ზევსის ბადაგით, ამდენ ცოდვილებს წაიყვან საით?! - უცოდველობის წყალში გადაყრი?!. მუდამდღე შლიან ცრუ გზნების აფრას, სკამთა ემბაზზე, სკამთა ფიქრები, მრწამს ლექსის ჩვენთან იპოვი, მაგრამ- ბედნიერებ ას?- ვერ ეღირსები. . . . გლახო. 2013-06-30 10:11:59
ავტორი: გლახო ჟანრი: პოეზია 26 მაისი, 2013
მზის წელიწადი!
მთვარის ოცს იქით - მარად მარტვილ სულს ასე სჯერა - ამოიფრქვევა სვემაღალი სახე მზის ფარდი: დედამთავრული აინთება ახალი ერა- სამასსამოცდახუთი ფრთაშლის - ცისკრის რვა მარტი! ჩადგება ქალის - ზნეხავერდას - გულში სხვა რინდი - დამსხვრეულ ბორკილს გაიყოლებს ავი ხვადები: დედის ცის სილბოს დაუდგება სრული ამინდი და ამღერდება მზის ახალი წელიწადები... . . . გლახო. 2013-06-30 10:11:22
ავტორი: გლახო ჟანრი: პოეზია 9 ივნისი, 2013
პროფილი!?
ზვრებს აოგნებს!? - სასწაულის ფერი ა!? მზის პროფილი ვერ ვინ მისცა ფიქრს!? მე რომ ვფიქრობ ეგ სულ არაფერია!? საფიქრია განაჩენი ცის!... . . . გლახო. 2013-06-30 10:10:51
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. დროა მგონი ახალი ლექსი წაგვაკითხო მეგობარო:)) დროა მგონი ახალი ლექსი წაგვაკითხო მეგობარო:))
6. გმადლობთ მეგობრებო. რწმენა და იმედი დამაკარგვინეს. აქ ია. ჯი.-ის ინიციატივით მოვხვდი. შემოსვლას მოუცლელობის გამო ვერ ვახერხებ. თქვენი თანადგომით შესაძლოა გავბედო და დავდო ახალი... მოკლედ, გაიხარეთ... მაპატიეთ, რომ მე ვერავის ვაკომენტარებ უდროობის გამო. გმადლობთ მეგობრებო. რწმენა და იმედი დამაკარგვინეს. აქ ია. ჯი.-ის ინიციატივით მოვხვდი. შემოსვლას მოუცლელობის გამო ვერ ვახერხებ. თქვენი თანადგომით შესაძლოა გავბედო და დავდო ახალი... მოკლედ, გაიხარეთ... მაპატიეთ, რომ მე ვერავის ვაკომენტარებ უდროობის გამო.
4. სამივეს კომენტარს ვიზიარებ და მეც მგონია რომ ეს ლექსები უფრო ღრმაა და სტილიც თავისებური აქვს. მართლაც - გააგრძელეთ წერა სამივეს კომენტარს ვიზიარებ და მეც მგონია რომ ეს ლექსები უფრო ღრმაა და სტილიც თავისებური აქვს. მართლაც - გააგრძელეთ წერა
3. გლახო ორიგინალური ხმის ავტორია, ძალზედ უცნაური და განსხვავებული ხედვის ჰორიზონტით. ერთის შეხედვით ლექს-გამოცანები შეიძლება ვუწოდოთ მის პოეზიას, რადგან იმდენად სიღრმისეულია, შეიძლება მივუსადაგოთ : "ხელოვნება ხელოვნებისთვის"... გლახო ორიგინალური ხმის ავტორია, ძალზედ უცნაური და განსხვავებული ხედვის ჰორიზონტით. ერთის შეხედვით ლექს-გამოცანები შეიძლება ვუწოდოთ მის პოეზიას, რადგან იმდენად სიღრმისეულია, შეიძლება მივუსადაგოთ : "ხელოვნება ხელოვნებისთვის"...
2. ორი დღეა ვკითხულობ ძალიან მომეწონა. თვითეულ ლექსში ღრმა , აზრი დევს,. ბევრ რამეზე ფიქრობს ავტორი, , და ეს ტკივილიანი ფიქრები ლექსებში შეფარულად აქვს , გთხოვთ გააგრძელოთ წერა.
ორი დღეა ვკითხულობ ძალიან მომეწონა. თვითეულ ლექსში ღრმა , აზრი დევს,. ბევრ რამეზე ფიქრობს ავტორი, , და ეს ტკივილიანი ფიქრები ლექსებში შეფარულად აქვს , გთხოვთ გააგრძელოთ წერა.
1. წუთისოფელში - მოზომილად მხოლოდ ბრმა ცრუობს!!-
ბევრი ვიფიქრე, როგორ მოახერხეს ბრმებმა, მოზომილილ სიცრუეზე ექსკლუზივის აღება, მაგრამ მაინც ვერ ჩავწვდი ამ საიდუმლოს. შეიძლება არც ღირდა ამდენ ფიქრად, მაგრამ იმდენჯერ აქვს, პატივცემულ ავტორს ლექსში გამოყენებული, რომ მომერიდა ყურადღება არ მიმექცია.
ამიფრქვი სული! - ეს მოწოდებაც არ მსმენია არასდროს.
როგორც სიტურფის გაცისკრება ჯერარსმენილი(!!): - არც ეს. თუმცა ბუნებრივია" ჯერარსმენილი" თუა, არც მეცოდინებოდა.
პათეტიკური ფრაზები ამძიმებს მგონია, აქ გამოტანილ ლექსებს.
წარმატებები ავტორს და მის შინაგან წესიერებას - აპლოდისმენტები! წუთისოფელში - მოზომილად მხოლოდ ბრმა ცრუობს!!-
ბევრი ვიფიქრე, როგორ მოახერხეს ბრმებმა, მოზომილილ სიცრუეზე ექსკლუზივის აღება, მაგრამ მაინც ვერ ჩავწვდი ამ საიდუმლოს. შეიძლება არც ღირდა ამდენ ფიქრად, მაგრამ იმდენჯერ აქვს, პატივცემულ ავტორს ლექსში გამოყენებული, რომ მომერიდა ყურადღება არ მიმექცია.
ამიფრქვი სული! - ეს მოწოდებაც არ მსმენია არასდროს.
როგორც სიტურფის გაცისკრება ჯერარსმენილი(!!): - არც ეს. თუმცა ბუნებრივია" ჯერარსმენილი" თუა, არც მეცოდინებოდა.
პათეტიკური ფრაზები ამძიმებს მგონია, აქ გამოტანილ ლექსებს.
წარმატებები ავტორს და მის შინაგან წესიერებას - აპლოდისმენტები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|