ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2013


ქალი წარმოსახვა II

ქალამნები , ყვავილებით გაწყობილი. არ აქვს პრეტენზია უკანასკნელს
უვნებლად სიარულის.
ქუსლები , ეგვიპტური კატის საყრდენი რბილი.
ტერფების ჩაწვენა , თოთოს ჩაწოლა აკვანში.
რეფლექსები ტვინის ნაოჭებში გადასული.
ძარღვი , გადავლილი ელვა , ბნელ ღრუბლების გადასაკვეთად.
კოჭები , მოძრაობა მისი , თითქო გავგამელაზე დერეფანში გავლა ,
რომლის ბოლოს ვერ იპოვეს სინათლე თვალებმა.
წვივები , ლითონი მყარი. გაუბზარავი. ელვარე.
კუნთები , მოთენთილი , ნაზი , ხელოვნურად გამოგონილი.
მომყოლი და თვინიერი ვნებისას.
მუხლები , ოთხშესაყარი. კვანძი ერთგვარი. დაკვრა სამედიცინო ჩაქუჩისა
თუ შალაბნისა ძლიერ , და მოძრაობა უკონტროლო.
მსგავსი შლაგბაუმის. ღელვა.
თეძოები , არ გასული. სათუთ ხელთა ამოყვანილი თიხაში.
მუცელი , ახლად გაკრეჭილი ცხვრის ტყავი. დაუბერტყავი.
იგი უფრო დავარცხნას ითხოვს.
გზად ორმო. სამუდამოდ გადასაყოლად.
ფეხის ჩავარდნა და მარცხი საბედისწერო.
ჩვენში იციან , უფრო ფეხის გადაბრუნება.
ფეხი - ფეხზე , გადაკეტვა სისხლის და გალურჯება ორი ნაპირის.
ფილტვები , ჟანგბადის ბალონები ბუნებრივი.
მთელის გამომკვეთი მძიმედ სუნთქვისას.
მომენტი ზოგადად რთული. ტრანსი მთელი ზედატანის. დაღლა.
ატალღება და ჩაძირვა. პერმანენტული , მაინც მოუბეზრებელი სანახაობა.
ხელები ცივი , დაქსაქსული ფერდაკარგული მილებით. ყინვა და უძრაობა.
მკერდი , მეწყერ ჩამოწოლილი ციცაბო კლდე ელიფსური. დატალული.
ხალებით სავსე კერტები , ახლად წამომწიფებულ მჟავე ტყემალივით მკვრივი.
ხერხემალი , უფკრულზე გადებული ხიდი საცალფეხო ,
თუ სავარცხელი მუხისგან გამოთლილი ამობრუნებული.
ზურგში ჩამჯდარი ერთი დღის სიცოცხლე.
ყელზე ნაიარევი , კვალი სისხლჩაქცევების , ვერტიკალური.
ძნელია დანის წვერით ჰორიზონტზე გაქანდე,
არც ისე ცუდი მცდელობაა თავდასაღწევად. ღიმილის მომგვრელი.
ნიკაპზე , ნეკა თითის ჩასასვენები სამარხი მოგრძო.
ტუჩები , ვარდისფრად დატეხილი. მხურვალე ენით გადაშლილი.
დაწებება მათი , გაშლა წინა ხაზზე. მარცხი.
კბილები , ტრანკვილიზატორები. აბები სხვადასხვა ხასიათის.
ხორხი , არხი ნერწყვის გასატარებლად.
მთელი სხეულის ნაყოფიერებისათვის.
ლოყები , დაყრილი მზეზე ხშირად მომხდარ აფეთქებებით. კვალი თითოეულის.
შუბლი , ზედ ხვლიკი წვრილი ფეხებით გადანარბენი. ანაბეჭდებით განებივრება.
გამოჭერა მისი.გათავისუფლება ზედმეტი ტვირთისგან , მოშორება კუდის.
ხელში შეტოვებულ ნადავლის ჩამოფარდება წარბებად.
სახე , უხსენებლის ტყავი გადანერგილი.
ცხვირი - ტრამპლინი.
თვალები - ლინზები , მათ მიღმა მიჩქმალვა. მიზეზები ამოუწურავი.
ყურები , სამი დღის გადასული მთვარე. ნაკვთებდაუსრულები.
თმები , აშლილი ბუღი. გაუვალი. მეჩხერი.
მოსალოდნელი გასვრა ზედაშით.
ხმა , ჩახლეჩილი. აქცენტით გაჯერებული. ჩამთრევი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები