ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა1995
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2013


მიდიიიის!..

მიდის სერიოზულად
საქართველოს შენება!..
ცოტაც დარჩა,სულ ცოტა!
მე კი ძილი მერევაZzz
მიდის ხალხთან სიკეთე
შავში თეთრი ერევა,
უნამუსოდ აღარ ვკლავთ!
მე კი ძილი მერევაZzz
მიდის დევნა სატანის
და ჯვრით მასზე შეტევა!
თქვენთვის ზეცა მზად არის,
მე კი ძილი მერევაZzz

პესიმისტურს, ნუ იტყვით...
ჩამოვთვალე მიზნები!
მაგრამ თავს არ მანებებს
ეს ბოროტი სიზმრებიZzz

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები