ესეიგი დაგემოწაფე და ერთ ჩემს მეგობართან პაექრობისას რომელი ჯობია ვაკე თუ მეიდანი ასეთი ხელნაწერი დავიმოწმე, რომელიც აქარწყლებს მის მიერ ნათქვამს რომ ვაკიდან მიდიოდა მაწონი მეიდანზე –წარმოგიდგენ ამონარიდს ჩვენი პაექრობიდან : ესეიგი როგორი მძაფრია ადამიანში სურვილი პირველობისა, რაზე აღარ მიდის :)) შენი მცდარი აზრების განსაქარვებლად მაგალითად მომყავს ძველი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი თუმცაღა მსოფლიო დონის ურგუნუნთოლოგის ხელნაწერი, აღმოჩენილი 1972 წელს სრულიად შემთხვევით – ვინმე ბააზილ სუხანძილოვის სახლში. (სხვათაშორის ამ გვარიდან წარმოდგა შემდგომში გვარი სუხურთიშვილები)თუმცა ეს ცალკე თემაა. მაშ ასე : ჟამსა ამას ორბიოგნითესა (ასე უწოდებდნენ იმ დროინდელ ტიფლისსში ახალი წლის შემდგომ სამშაბათს) ჟამსა ამას ორბიოგნითესა ვიყავთ აგარაკსა ასეთსა მივლინებულ –რომელ ტიფლისელთ უწოდებენ ვაიკე. ( ასე ეწოდებოდა იმ პერიოდში ადგილს სადაც სულ რამოდენიმე მოსახლე ცხოვრობდა და ჯერ უბნად არ იყო ქცეული – დღევანდელი ვაკე) საცქერთ ვერ ძღებული სიმშვიდე და მშვენიერება ახლდა აგარაკსა მას და ბედნიერ მყოფნი მოსახლენი მას შინა უდარდელობითი მხიარულებით გამოირჩეოდნენ. (ესეიგი ავტორს რა უნდა ამით რომ თქვას – იმ დროს ვაკე ძალიან განსხვავებული იყო ყველა სხვა უბნებს შორის და ისეთი სიმშვიდე და ჰარმონია სუფევდა რომ მას აგარაკადაც კი მოიხსენიებს. განვაგრძოთ შემდეგ ) მას შინა მოსახლეობა რომელ 5–7 ესთვის თუ ითვლიდა (ესთვინი ანუ იმ დროინდელ თბილისში ამ სიტყვას კომლის მნიშვნელობით იყენებდნენ) ესეიგი 5–7 ესთვის თუ ითვლიდა სავსე იყო სტუმართმოყვარეობითა და გულღიაობით. ხოლო მუშაკნი დაბა მეიდანიდანნი გაჯერებულნი ყოვლითა შინაური ცხოველითა – ვირითა, ჯორითა, ცხორითა, მირთუნ–ბენკლითა (ასე ეძახდნენ რძის პროდუქტს ) ესეიგი მირთუნ–ბენკლითა რომლისა წარმომქმნვის ვერ ეწიფების ვერა ვის გარნა მეიდანდთ მცხორებთა ამა ქალაქისა თუ ქვეყნისა. უხვად ეზიდების მეიდანთ ამა დაბისა ტიფლისისა. (ესეიგი რას ვგებულობთ ამ უნიკალური ჩანაწერიდან, რომ იმ დროს მეიდანზე მცხოვრებთა გარდა ვერავინ აკეთებდა ასეთ რძის ნაწარმს, ფაქტიურად რითიც შემდგომში უმასპინძლდებოდნენ ვაკელები თავიანთ სტუმრებს. და არ ვუარყოფ იმასაც რომ სახელის ასეთ მოხვეჭაში მეიდნელებს დიდი წვლილი მიუძღვით, და ამ აბზაცს ასე ამთავრებს "ჟამთ აღმწერელი") სიშურით ტკბებოდის ყოველი ამ სანახაობის მომზირალი, და ხარობდეს იგი ვინც შემძლებელ არს მეიდნელთ სტუმრობისა – სიძვირისა გამო. ერისტაფ სულხინ–თაბაგარი. (ამ ხელნაწერის ბოლო ნაწილი კი გვაუწყებს იმას რომ იმდროინდელი ტიფლისის მოსახლეობა ნატრობდა მეიდნელების მათთან სტუმრობას თუმცა ყველა ვერ აძლევდა თავს უფლებას მათი ძვირად ღირებული პროდუქტით ტკბობისა.) ასე ასე ჩემო კარგო . მე არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია უბრალოდ ასეთი ფაქტები არსებობს
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|