 | ავტორი: ტიტე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 11 აგვისტო, 2013 |
„Citizens of this Earth, we are not alone. God, in His infinite wisdom, has seen fit to populate His universe with other beings...“
ჯონ ფიცჯერალდ კენედი
-ენ, საჭიროებამ რო მოითხოვოს შეჭამ ადამიანის ხორცს? -მე ექიმი ვარ, პრაგმატულად და რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი; ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და არსებობს შემთხვევები, სადაც ადამიანი აკეთებს იმას, რასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში არასდროს გააკეთებდა, ვფიქრობ არც მე ვარ გამონაკლისი. -გეთანხმები... -მაგრამ მე მომიწია ისეთი რაღაცეების ნახვა, მას მერე, რაც ერთად ვმუშაობთ, რომ გამორიცხული არაფერია; არასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე ახლო შეხება მექნებოდა პარნორმალურ მოვლენებთან. -ენ, ნელ-ნელა იწყებ ჩემს გაგებას. -სხვანაირად ვერც წარმომიდგენია შენი ცხოვრება, თითქოს უჩვეულო მოვლენები საკუთარი ჩრდილივით დაგდევს. -იცი ენ, ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი კოჭლი. როცა ხეიბარი ხარ ადვილია იყო გმირი. არავინ ელის შენგან რაიმე განსაკუთრებულს, საგმირო საქმეებს. შენი ცხოვრება შენს ხეიბრობასთან ბრძოლაა და უკვე გმირობაა. -ფოქს, არამგონია ეს იხვი იყოს...
* * *
ფოქსის ღია პუბლიცისტური წერილი, რომელიც შემთხვევით ჩამივარდა ხელში.
თქვენ ამბობთ, რომ ეს იგივეა, ეძებო ნემსი თივის ზვინში, მე კი გეუბნებით, რომ ეს არის სიმართლე, რომელიც სადღაც იქ არის. უკვალოდ არაფერი ქრება და თოფსაც ჯერ კიდევ ასდის კვამლი. მე ბევრჯერ დამისვამს კითხვა საკუთარი თავისთვის: სადამდე ვაპირებ რომ შევტოპო სიმართლის ძიებაში? მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ მიკითხავს, პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე მქონდა, რომ იქამდა, სანამ სიმართლე ყველა ადამიანისთვის არ იქნება თვალსაჩინო. ყველაფერი 1947 წლის ივლისის თვეში დაიწყო, როცა თქვენ ვეღარ შეძელით საიდუმლოს დაფარვა და თქვენს მიერ ჩამოგდებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ფერმერმა საკუთარი თვალით იხილა თავის რანჩოში. უფრო მეტიც, მან ნახა ობიექტის ნამსხვრევებიც და სხეულებიც, რომლებიც არ გავდნენ ადამიანისას. მალევე შეკერეთ ისტორია პატარა მწვანე კაცუნებზე უცხო პლანეტიდან, რომელიც ხალხს თვალის ასახვევათ გადაუგდეთ და სინამდვილეში კი ქალაქ როზველში კატასტროფა განიცადა თქვენმა საიდუმლო მფრინავმა ზონდმა სახელწოდებით „მოგუ“, რომელსაც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დაზვერვითი სამუშაოები უნდა განეხორციელებინა და თქვენი სწრაფვა, იმ საერთო მიზნისაკენ, რომლის საშუალებაც თუნდაც ჯეი ეფ კეი ყოფილიყო, ამ გზით გადაგემალათ საიდუმლო საცავებში, რომლის ხილვაც, ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტებსაც კი არ ღირსებიათ. თქვენ წაართვით ხალხს თავისფულება და ამის ნაცვლად შესთავაზეთ დემოკრატია, ისეთივე ძველი როგორც თვით ადამიანი. თქვენ ამბობთ, რომ ადამიანს ჭირდება ღმერთი, რომ არ იყოს თავისფალი, რადგან მას ეშიანია თავისუფლების, თქვენ კი სთავაზობთ რა არჩევანს, აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის, ავლენთ მასზე მზრუნველობას და ასე მოიპოვებთ მის ნდობას. თქვენი დევიზი კი ასე გამოიყურება „ არ ენდო არავის“. ხანდახან მინდა მჯეროდეს; ხანდახან კი არა, მინდა მჯეროდეს... მინდა მჯეროდეს, რომ ჭეშმარიტებას ფარდა აეხდება. მილიონობით ადამიანმა ნახა თქვენი შეთითხნილი ვიდეოკადრები, რომელნიც ვითომ და ასახავდნენ უცხოპლანეტელის გაკვეთას, რომელიც გაყალბებული აღმოჩნდა ინგლისელი კინორეჟისორის მიერ, მაგრამ თქვენ ვერ დამალავთ ჭეშმარიტებას. ამ ფალსიფიკაციას საფუძვლად ედო რელური ფაქტი. არსებობენ უამრავი თვითმხილველები, რომლებმაც დაინახეს ამოუცნობი მფრიბავი მანათობელი ბურთები ცაში, რომლებიც არანაირ დედამიწისეულ მფრინავ აპარატებს არ გავდნენ და არც შესაბამისად მოძრაობდნენ. მათი გადაადგილება ცაში, არ შეესაბამება არანაირი მფრინავი აპარატის გადაადგილებას. დედამიწაზე არ არსებობს მსგავსი ტექნოლოგიის აპარატი, რომელიც მოძრაობს 12 000 კმ/სთ სიჩქარით და მომენტალურად ჩერდება ერთ ადგილას. თქვენი უსუსური მცდელბა, რომ მათ მიერ ნანახი დააბრალოთ ბუნებრივ ატმოსფერულ მოვლნებს, სფერულ ელვას ან ჭაობის გაზებს, იმდენად არაადეკვატურია მოცემულ შემთხვევებში, რომ სასაცილო თქვენ ხართ და არა მე. არ დარჩა დედამიწაე ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც არ ხდებოდნენ ასეთი პარანორმალური შემთხვევების შემსწრენი. თქვენ ამბობთ, რომ მე კატას ვეძებ ბნელ ოთახში, მაშინ როდესაც კატა იქ არ არის, მაგრამ მე გეუბნებით, რომ დღეიდან ყველა გაიგებს იმ ჩიპების არსებობის შესახებ ამბავს, რომლებსაც ჰიბრიდიზაციის და გენური ინჟინერიის განსახორციელებლად უდგამენ ქალებს, რაც შემდგომში სავალალო შედეგებს იწვევს მათში ჯანმრთელობის მხრივ. ბიბლიაში წერია: „2. ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს... 4. და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისსა ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი.“ (წიგნი დაბადებისა. თავი 6) . ანუ გარდა ადამიანებისა, პარალელურად არსებობდა მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, რომლებსაც ღვთისშვილებად მოიხსენიებს ბიბლიის ავტორი და მათი შეჯვარების შედეგად დედამიწელ ქალებთან, იბადებოდნენ ჰიბრიდები, გიგანტები და სახელოვანი ადამიანები. ( სახელოვანი ადამიანი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ისეთ ადამიანზე, რომელიც გამოირჩევა სხვა ადამიანებისგან ზებუნებრივი შესაძლებლობებით ) თქვენ ეს ყველაფერი მშვენივრად მოგეხსენებათ და ერთადერთი მიზეზი ტერორიზმის და ეკონომიკური კრიზისების, რომლებიც თქვენს მიერ ჭეშმარიტების დასაფარად გამოიყენება, არის სწორედ ეს, რომ დაუმალოთ ხალხს სიმართლე...
გაგრძელება იქნება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. და საერთოდ, რატომ არ აგრძელებ ამას ? BOYCOTT!!! და საერთოდ, რატომ არ აგრძელებ ამას ? BOYCOTT!!!
17. ტიტევ, მუხამ მაგი მე-16 კომენტარი "მაისელF" ფილოსოფიურ ხედვაზე დაგიწერა, "ადექ მუშავ შეეეეენ, ნუ გძინავს შეეეენ, ნუ ხვრინავ შეეეენ" :D და არა იმაზე რაც გინდა რომ გჯეროდეს. ნუ აფარჩაკებ ადამიანებს, თორემ გეტყვი ვინ ხარ შენ. :) ტიტევ, მუხამ მაგი მე-16 კომენტარი "მაისელF" ფილოსოფიურ ხედვაზე დაგიწერა, "ადექ მუშავ შეეეეენ, ნუ გძინავს შეეეენ, ნუ ხვრინავ შეეეენ" :D და არა იმაზე რაც გინდა რომ გჯეროდეს. ნუ აფარჩაკებ ადამიანებს, თორემ გეტყვი ვინ ხარ შენ. :)
16. საინტერესოა ...დაველოდები გაგრძელებას...:) საინტერესოა ...დაველოდები გაგრძელებას...:)
15. გაგრძელება უფრო საინტერესო უნდა იყოს... ზე... გაგრძელება უფრო საინტერესო უნდა იყოს... ზე...
14.
მიხარია რომ მოგწონთ, მადლობა ყველას საყვარლებო, ყველას ყველას ყველას :)
მიხარია რომ მოგწონთ, მადლობა ყველას საყვარლებო, ყველას ყველას ყველას :)
13. საინტერესოა საინტერესოა
12.
ერთერთი შეუსწავლელი მონაკვეთია ბიბლიის გეთანხმებით. +++
ერთერთი შეუსწავლელი მონაკვეთია ბიბლიის გეთანხმებით. +++
11. ამ ნაწარმოების, უფრო სწორად კრიტიკა-ნუბლიცისტიკის შეფასება ამჟამად ნაადრევია, , , , უნდა ბოლომდე გავეცნო შენს მიერ მოწოდებულ არგუმენტებს,
მეც ნიდა მჯეროდეს, მაგრამ არ მჯერა, "არასოდეს" არ ვიყვი არასოდეს არ დავიჯერებ, ასე ჩემო ტიტე, მიყვარს შენს გვერდზე შემოვლა, გულიანი ნაწერები იცი. ამ ნაწარმოების, უფრო სწორად კრიტიკა-ნუბლიცისტიკის შეფასება ამჟამად ნაადრევია, , , , უნდა ბოლომდე გავეცნო შენს მიერ მოწოდებულ არგუმენტებს,
მეც ნიდა მჯეროდეს, მაგრამ არ მჯერა, "არასოდეს" არ ვიყვი არასოდეს არ დავიჯერებ, ასე ჩემო ტიტე, მიყვარს შენს გვერდზე შემოვლა, გულიანი ნაწერები იცი.
10.
Merci beaucoup !
Merci beaucoup !
9.
მოკრძალებული მაქსიმუმი +2
ისე არასდროს მიფიქრია ხეიბრობაზე, ასე არასდროს დამინახავს კოჭლობა .... ++++
მოკრძალებული მაქსიმუმი +2
ისე არასდროს მიფიქრია ხეიბრობაზე, ასე არასდროს დამინახავს კოჭლობა .... ++++
8. წარმატებები ავტორს +5 წარმატებები ავტორს +5
7. გიგარიონ, ნანახი მაქვს ეგ გადაცემები, მაგრამ 12 000 კმ\სთ_ში კაი ახლა :))) დაჟე არიან ისეთი ფასლიფიკატორები, რომლებიც ეგრედ წდებულ ქიმერულ უჯრედებს ქმნიან, რომელსაც თითქოს არადედამიწისეული წარმომავლობა აქვს, რადგან არც მცენარეა, არც ცხოველი და არც სოკო, არამედ რაღაც მათი ნაჯვარი, მაგრამ ეს მათი მაქინაციებია... ყოველი მორიგი ფალსიფიკაცია გამოწვეულია რეალური ფაქტებიდან... ჯერ რაღაც ხდება და მერე ფოლს ფლაგი... ქიმერა, ან საბჭოური ზონდი, ან ჭაობის გაზები, ან ატმოსფერული იარაღი და ა.შ.
ნეფერტარ, საინტერესოა რომ სიმართლის დადგენა გინდა როგორც ფოქსს, :)) შევივლი და ვნახავ. ეს ვიდეო ნანახი მაქვს ... და რა ბედი ეწია ამ ადამიანს ძალიან მაინტერესებს, როგორც ვიცი ცოცხალია და უვნებელი... ბოლო მონაცემებით
გიგარიონ, ნანახი მაქვს ეგ გადაცემები, მაგრამ 12 000 კმ\სთ_ში კაი ახლა :))) დაჟე არიან ისეთი ფასლიფიკატორები, რომლებიც ეგრედ წდებულ ქიმერულ უჯრედებს ქმნიან, რომელსაც თითქოს არადედამიწისეული წარმომავლობა აქვს, რადგან არც მცენარეა, არც ცხოველი და არც სოკო, არამედ რაღაც მათი ნაჯვარი, მაგრამ ეს მათი მაქინაციებია... ყოველი მორიგი ფალსიფიკაცია გამოწვეულია რეალური ფაქტებიდან... ჯერ რაღაც ხდება და მერე ფოლს ფლაგი... ქიმერა, ან საბჭოური ზონდი, ან ჭაობის გაზები, ან ატმოსფერული იარაღი და ა.შ.
ნეფერტარ, საინტერესოა რომ სიმართლის დადგენა გინდა როგორც ფოქსს, :)) შევივლი და ვნახავ. ეს ვიდეო ნანახი მაქვს ... და რა ბედი ეწია ამ ადამიანს ძალიან მაინტერესებს, როგორც ვიცი ცოცხალია და უვნებელი... ბოლო მონაცემებით
6. საქმე იმაშია, რომ 2013 წლის მაისში სამეცნიერო კონეფერნცია გაიმართა ამ თემაზე. ეს ვიდეო-მასალა იმ ჩანაწერიდან არის. სუუუულ ახალი ამბავია.
http://www.youtube.com/watch?v=yA8wgArrWv8 ეს კაცი (კანადის თავდაცვის ყოფილი მინისტრი) ამბობს, რომ ინდიანა სპრინგსში 2 უცხოპლანეტელი მუშაობს სამხედრო ბაზაზე ნევადას შტატში და მათ ეძახიან მაღლებს და თეთრებს. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ ტორონტოს უნივერსიტეტში მართლა თქვა ამ კაცმა რომ UFO - ები ისევე რეალურები არიან როგორც ჩვენს თავსზემოთ მფრინავი თვითმფრინავებიო. მაშინ იმ უნივერსიტეტში, იმ სიმპოზიუმს ჩემი ახლობელი ესწრებოდა რომელიც ტორონტოში ცხოვრობს, მას ეს ამბავი ადრე აქვს ჩემთვის ნათქვამი, ანუ ეს ოფიციალური განცხადებები საჯაროდ გაკეთდა იმ სიმპოზიუმზე.
ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> ტექინფორმი - აქ ვდებდი ამ თემაზე საინტერესო მასალებს, მაგრამ სულ ორი მკითხველი გამოუჩნდა და მეც დავანებე თავი მასალების დადებას. ავტორო, მადლობელი ვიქნებოდი თუ შეივლიდით და ნახავდით ამ მასალებს აი აქ:
http://urakparaki.com/?m=13&Forum=3&Theme=1229&st=0
პატივისცემით საქმე იმაშია, რომ 2013 წლის მაისში სამეცნიერო კონეფერნცია გაიმართა ამ თემაზე. ეს ვიდეო-მასალა იმ ჩანაწერიდან არის. სუუუულ ახალი ამბავია.
http://www.youtube.com/watch?v=yA8wgArrWv8 ეს კაცი (კანადის თავდაცვის ყოფილი მინისტრი) ამბობს, რომ ინდიანა სპრინგსში 2 უცხოპლანეტელი მუშაობს სამხედრო ბაზაზე ნევადას შტატში და მათ ეძახიან მაღლებს და თეთრებს. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ ტორონტოს უნივერსიტეტში მართლა თქვა ამ კაცმა რომ UFO - ები ისევე რეალურები არიან როგორც ჩვენს თავსზემოთ მფრინავი თვითმფრინავებიო. მაშინ იმ უნივერსიტეტში, იმ სიმპოზიუმს ჩემი ახლობელი ესწრებოდა რომელიც ტორონტოში ცხოვრობს, მას ეს ამბავი ადრე აქვს ჩემთვის ნათქვამი, ანუ ეს ოფიციალური განცხადებები საჯაროდ გაკეთდა იმ სიმპოზიუმზე.
ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> ტექინფორმი - აქ ვდებდი ამ თემაზე საინტერესო მასალებს, მაგრამ სულ ორი მკითხველი გამოუჩნდა და მეც დავანებე თავი მასალების დადებას. ავტორო, მადლობელი ვიქნებოდი თუ შეივლიდით და ნახავდით ამ მასალებს აი აქ:
http://urakparaki.com/?m=13&Forum=3&Theme=1229&st=0
პატივისცემით
5. ერთი ამერიკული გადაცემაა.. სახლი ზუსტად არ მახსოვს .. დავაზუსტებ და მოგწერ... მოკლედ ამ გადაცემაში მონაწილეობენ ახალგაზრდა თავქარიანი ინჟინრები და რეჟისორები.. და აკეთებენ იმიტაციას მფრინავი თებშებისას.. ჯერ ცაზე (როგორც შენ გაქვს აღწერილი სასწაული სიჩქარით და მერე უცბათ გაქვავება.. ) ლაზერული სატყუარებით და ლინზებით.. მერე მონტაჟები კომპში და დაგვირგვინება არის თავად უცხოპლანეტელების მოდელირება.. მოკლედ შოკი გადაცემაა.. აუცილებლად უნდა ნახო.. ან შეიძლება გაქვს უკვე ნანახი.. ? :))
ეხლა რაც შეეხება ამ პუბლიკაციას.. ყოველთვის ვამბობდი და კიდე ბევრჯერ გავიმეორებ რომ შენ პუბლიკაციები ბევრად უფრო მაგრად გამოგდის ვიდრე ლექსის წერა.. :)) იმიტომ რომ გაქვს ძალიან მაგარი თხრობის ენა..
ვიცი რომ ამ თემის ირგვლივ ძალიან დიდიხანია ტრიალებ და ისიც ვიცი ბევრი გაქვს მოსაყოლი.. :) ხოდა გელოდები..
პატივისცემით შენი თავგასიებული ძმა.. :))) ერთი ამერიკული გადაცემაა.. სახლი ზუსტად არ მახსოვს .. დავაზუსტებ და მოგწერ... მოკლედ ამ გადაცემაში მონაწილეობენ ახალგაზრდა თავქარიანი ინჟინრები და რეჟისორები.. და აკეთებენ იმიტაციას მფრინავი თებშებისას.. ჯერ ცაზე (როგორც შენ გაქვს აღწერილი სასწაული სიჩქარით და მერე უცბათ გაქვავება.. ) ლაზერული სატყუარებით და ლინზებით.. მერე მონტაჟები კომპში და დაგვირგვინება არის თავად უცხოპლანეტელების მოდელირება.. მოკლედ შოკი გადაცემაა.. აუცილებლად უნდა ნახო.. ან შეიძლება გაქვს უკვე ნანახი.. ? :))
ეხლა რაც შეეხება ამ პუბლიკაციას.. ყოველთვის ვამბობდი და კიდე ბევრჯერ გავიმეორებ რომ შენ პუბლიკაციები ბევრად უფრო მაგრად გამოგდის ვიდრე ლექსის წერა.. :)) იმიტომ რომ გაქვს ძალიან მაგარი თხრობის ენა..
ვიცი რომ ამ თემის ირგვლივ ძალიან დიდიხანია ტრიალებ და ისიც ვიცი ბევრი გაქვს მოსაყოლი.. :) ხოდა გელოდები..
პატივისცემით შენი თავგასიებული ძმა.. :)))
4. მადლობა ლუ, აუცილებლად იქნება გაგრძელება... მადლობა ლუ, აუცილებლად იქნება გაგრძელება...
3. ამის შესაფასებლად შემოვედი. ველოდები გაგრძელებას.. +5 სიკეთე ავტორს ამის შესაფასებლად შემოვედი. ველოდები გაგრძელებას.. +5 სიკეთე ავტორს
2. გმადლობ jonatan ... გაგრძელება იქნება აუცილებლად გმადლობ jonatan ... გაგრძელება იქნება აუცილებლად
1. პარანორმალურ მოვლენებზე იშვიათად შემხვედრია საინტერესოდ და დამაჯერებლად ნაწერი თუ მონათხრობი.
ინტერესით ველი გაგრძელებას.
პარანორმალურ მოვლენებზე იშვიათად შემხვედრია საინტერესოდ და დამაჯერებლად ნაწერი თუ მონათხრობი.
ინტერესით ველი გაგრძელებას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|