ავტორი: ანდრეა მარიი ჟანრი: პოეზია 12 აგვისტო, 2013
ჯაჭვები აგონიაში
აი, დიმბოკრო.. პულო - კონდორი... აფთრებს ფერხული გაუმართავთ სასაფლაოზე, მიწა უზომოდ გამძღარა სისხლით და ჯარისკაცებს ეცინებათ, გზებზე კი ისმის ჯავშნით შემოსილ სიბოროტის მძიმე ღრჭიალი. ვიეტნამელი გართხმულია ბრინჯის მინდორზე, გმინავს კონგოში კატორღელი, მის ძმას შტატებში ლინჩის კანონით ასამართლებენ. მესმის სიჩუმის თვალბედითი, ავი ნაბიჯი, ფოლადის ფრთების ჩრდილი მისდევს ვიღაცის სიცილს. აი, დიმბოკრო.. პულო - კონდორი.. ეს მათ უნდოდათ, რომ იმედი დაეხრჩო ჯაჭვებს, რომ ოფლს ჩაექრო ნაპერწკლები ანთებულ მზერის. მაგრამ მზე ბრწყინავს ჩვენს სიმღერებში, ჩვენი ხელები ყველგან, ჯუნგლებში მუდამ მზად არის ბრძოლისათვის, იმედით სავსე ხელებს ვუწვდით დაჩაგრულ ტყვეებს. გესმის, დიმბოკრო?.. პულო - კონდორო?.. მიწისქვეშეთში მძვინვარებს ძალა - ეს მკვდარი ძმების სიმღერა გრგვინავს, მას ჩვენ მივყავართ აყვავებულ სიცოცხლის ბაღში. ჩვენ ზანგები ვართ.....