| ავტორი: პილი-გრიმი ჟანრი: იუმორისტული 14 აგვისტო, 2013 |
ცოლი: უი, შენ არ გეიხარე - რაფერც მე არ გამახარე, ძირიანა მეითხარე, შენი კუბო ვნახე, მალე...
ქმარი: რა გინდა, ცა, რა მომკალი, ჩაგივარდა მაი ენა, მოვკტე, თვარა საქართველოს ეკარგება დედაენა!
ცოლი: მოსვარსვალდი, დაქვესკნელდი, შენ დაგიხრას კიბომ ძვლები, ძირიანა გადაშენდი, ჩემი ტანჯვით რომ ვერ ძღები!
ქმარი: ა, ცა, გაჩუმდი პაწე ხანს - რა ვნახე აი ეშმაკი?!
ცოლი: კიდომ აქით მედავები? -| უი გაგიდგა წყალმანკი! თლა გალოთდი, თლა გაშტერდი, სახში აღარ გიდგას გული, მეისპე და მეიდუგე, რავარც ქი ხარ მოდუგული!
ქმარი: დამაცალე პაწე ხანს და თლა გადვიარ ეზოიდან...
ცოლი: უი იმას იქით წაი, არ დაგინახო დღეიდან! მუშაობა შენ არ გინდა, მარტო ღვინოს ეტანები, სხვას რომ თავი დავანებოთ, ლოგინშიც არ მეკარები...
ქმარი: შენთან წოლას მირჩევნია, საცხა ჭრელ გველს მევეფერო...
ცოლი: ახლა გავხდი ჭრელი გველი - შე აბდალო, შე ოხერო?! მაშინ კარგად მპირდებოდი, ფიანდაზებს დაგიგებო?! - შენ ცოლობას ნაღდად ჯობდა, სულ არ მენახა კაცის გემო... სოფელში რომ გევივლიდი, ხალხი თვალებს იფრჩხილავდა... ამისთანა გოგო ხელში შენფერ მუტრუკს ჩოუვარდა...
ქმარი: ვის უნდოდი შე აბდალო, ენა ნუ მიგირბის წინა - მამაშენმა ოტკა მასვა, შენთან ისე დამაწვინა...
ცოლი: ამფერ ცოცხალ ტყუილს მაინც რაფერ იტყვის კაცის ენა? ლოთობაში გშპება სული, ცოცხლად კტები ნელა-ნელა! მთრალმა კაცმა მაბურთავე - დააბრალე ახლა მამას?! - ყველაფერს თუ დევივიწყებ, ნაღდად არ შეგარჩენ ამას!
ქმარი: შენ მე რა გაგაგებიო, რაც ხარ ქი გეტყობა მაგერ - ერთი გველი იყო, იგიც მე აბდალამ გავასაღე. რას მამადლი შენ სულელ თავს, რა მაქ შენი დასაწუნი, სადმე რამე თუ ვიშონე, თლა შენზე მაქ დახარჯული... რა უნდა გელაპარაკო, შენ დამიფსე ორივ თვალი... ადექი და ამის მერე მეიყვანე კაცმა ქალი!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ძალიან მომეწონა +++ :D ძალიან მომეწონა +++ :D
14. :))))))))))))))))))))))))))))))))))))) :)))))))))))))))))))))))))))))))))))))
13. პილიგრიმო, ეს როგორ გამომრჩენია, მაგრამ მეპატიება. ჩემს სამეფოში გახლდით მაგ დროს, პირამდებზე მტვერ უნდა გადამეწმინდა და არ მეცალა.
პ.ს. დედა მყავს გურული და შენ არ მეისპი ათასი წელი. ამ საღამოს წოვუკითხავ ამას და ვნახავ რამეფრი გურულია. სულ სიტყვაკენჭად ჩაგირაკრაკებ რასაც იტყვის =))))
პილიგრიმო, ეს როგორ გამომრჩენია, მაგრამ მეპატიება. ჩემს სამეფოში გახლდით მაგ დროს, პირამდებზე მტვერ უნდა გადამეწმინდა და არ მეცალა.
პ.ს. დედა მყავს გურული და შენ არ მეისპი ათასი წელი. ამ საღამოს წოვუკითხავ ამას და ვნახავ რამეფრი გურულია. სულ სიტყვაკენჭად ჩაგირაკრაკებ რასაც იტყვის =))))
12. რაფერი კარგად დაგიწერია....:-) ყოჩაღ!... რომ შემეძლოს, 10 დაგიწერდი, მარა რავარცხანაირად, დამჯერდი 2 ქულას... რაფერი კარგად დაგიწერია....:-) ყოჩაღ!... რომ შემეძლოს, 10 დაგიწერდი, მარა რავარცხანაირად, დამჯერდი 2 ქულას...
11. კარგია.გულიანად ვიცინე. კარგია.გულიანად ვიცინე.
9. შენ კი გეიხარე, რაფერც მე ვიხალისე ამის წაკითხვისას :)) აქაც დავტიე ორი ქულა) შენ კი გეიხარე, რაფერც მე ვიხალისე ამის წაკითხვისას :)) აქაც დავტიე ორი ქულა)
8. ; ))))))))))))))) ; )))))))))))))))
6. არა ისე ამას როგორც არ უნდა ეცადო ხო ვერ დაწერ, თუ გურული არ ხარ? :D იმერულადაც კაი გამოდის ამფერი რაცხა :D + არა ისე ამას როგორც არ უნდა ეცადო ხო ვერ დაწერ, თუ გურული არ ხარ? :D იმერულადაც კაი გამოდის ამფერი რაცხა :D +
5. უი, დედა! იმიტომ იცოდა, ალბათ, ცხონებულმა მამაჩემმა თქმა: "გურიაში ერთი ქალი იყო წყნარი და მშვიდი და ისიც მე წამოვიყვანეო?!"
აწი რაღა მათქმევინებს, "დედა მყავს გურული-თქვა?!" :)))))))))))))))) გაიხარე, გიორგი!
ისე, ამ სტროფში:
"მაშინ კარგად მპირდებოდი, ფიანდაზებს დაგიგებო?! - შენ ცოლობას ნაღდად ჯობდა, სულ არ მენახა კაცის გემო... "
ბოლო სტრიქონში ერთი მარცვალია მეტი... ---->>>>
შენ ცოლობას ნაღდად ჯობდა, არ მენახა კაცის გემო...
555555 უი, დედა! იმიტომ იცოდა, ალბათ, ცხონებულმა მამაჩემმა თქმა: "გურიაში ერთი ქალი იყო წყნარი და მშვიდი და ისიც მე წამოვიყვანეო?!"
აწი რაღა მათქმევინებს, "დედა მყავს გურული-თქვა?!" :)))))))))))))))) გაიხარე, გიორგი!
ისე, ამ სტროფში:
"მაშინ კარგად მპირდებოდი, ფიანდაზებს დაგიგებო?! - შენ ცოლობას ნაღდად ჯობდა, სულ არ მენახა კაცის გემო... "
ბოლო სტრიქონში ერთი მარცვალია მეტი... ---->>>>
შენ ცოლობას ნაღდად ჯობდა, არ მენახა კაცის გემო...
555555
4. :))) სოფელში რომ გევივლიდი, ხალხი თვალებს იფრჩხილავდა... :))) სოფელში რომ გევივლიდი, ხალხი თვალებს იფრჩხილავდა...
3. ვიხალისე. :)))))))))))) ვიხალისე. :))))))))))))
2. დიდუუ აი რა ნახა ჩემმა თვალებმა! :D ისე ოზურგეთში "პაწა" იციან. დიდუუ აი რა ნახა ჩემმა თვალებმა! :D ისე ოზურგეთში "პაწა" იციან.
1. :)))
მაკვარანცხი გურული ხარ შენ :)
"მოსვარსვალდი" :)) :)))
მაკვარანცხი გურული ხარ შენ :)
"მოსვარსვალდი" :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|