 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 16 აგვისტო, 2013 |
შორსა ხარ ახლა, სულ შენზე ვფიქრობ, ვაჩუმებ კითხვებს - იქ როგორ, იქ რომ... გზავნილად დედის გიგზავნი ლოცვას, დიდი ხარ უკვე, თორმეტის ოცდა... ვისთვის რას შეძლებ - ცხოვრება გსწავლობს, ჯერ გასალეწი გაქვს ბევრი კალო. ჭიპლარი შენთან გავწყვიტე მაშინ, მამა რომ გახდი და შენი ბავშვი სხვა წელთაღრიცხვად რომ მექცა უცებ... ჩემს შვილიშვილში შენს თვალებს ვუცქერ და უკვე ვხვდები ის კარი რომ ვარ, რომლითაც სულ სხვა ცხოვრება მოვა, თავისი წილი ხალისით, დარდით და მე ის დროა, რომ განზე გავდგე... ბანალურია გითხრა - მიყვარხარ! შენს გზას ჩემგან რომ სხვაგან მიჰყავხარ გონებით ვიცი სწორია მაგრამ, გულს კი ჰგონია გზა და გზა გკარგავს... შორსა ხარ ახლა, შენს თავს უმტკიცებ, რომ მაგარი ხარ ყველა უვიცზე და შეგიძლია ეს ყოფა ზიდო, მე კი ვლოცულობ - ღმერთო შენ... იქ რომ... 14.08.13
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ბრავო !!! ++ ბრავო !!! ++
7. შესანიშნვია :) შესანიშნვია :)
6. ძალიან კარგად იგრძნობა დედის გული...:-* 5 ძალიან კარგად იგრძნობა დედის გული...:-* 5
5. როგორც ყოველთვის , მგრძნობიარე, ცოცხალი ლექსი, უსაშველოდ მომეწონა. როგორც ყოველთვის , მგრძნობიარე, ცოცხალი ლექსი, უსაშველოდ მომეწონა.
4. კარგი ხარ თანან, მშვენიერი ლექსია. კარგი ხარ თანან, მშვენიერი ლექსია.
3. დედა-შვილობის შენ-ჩემობაზე კიდევ ერთი კარგად ნათქვამი. დედა-შვილობის შენ-ჩემობაზე კიდევ ერთი კარგად ნათქვამი.
2. ჭიპლარი შენთან გავწყვიტე მაშინ, მამა რომ გახდი და შენი ბავშვი სხვა წელთაღრიცხვად რომ მექცა უცებ... ჩემს შვილიშვილში შენს თვალებს ვუცქერ.
შესანიშნავია!+++ ჭიპლარი შენთან გავწყვიტე მაშინ, მამა რომ გახდი და შენი ბავშვი სხვა წელთაღრიცხვად რომ მექცა უცებ... ჩემს შვილიშვილში შენს თვალებს ვუცქერ.
შესანიშნავია!+++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|