ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2013


ადამ

         
შენ მოგეწყინა სამოთხის ბაღში,
შენი მსგავსი რომ იპოვე ვერსად
და რომ გეძინა, ჰო, სწორედ მაშინ
უფალმა შენი ნეკნისგან შემქმნა.
რადგან ნეკნები ახლოა გულთან,
მეც შემიყვარდი მთელი არსებით,
აღმაფრენისგან ვიყავი ცუდად,
გველის ტყუილ-მართალს ვეღარ ვარჩევდი
და აკრძალული ნაყოფი ვჭამე,
შენც შეგაჭამე, გიყვარდი რადგან,
იმის ნაცვლად, რომ გვენანა მწარედ,
ორივემ თავი ვიმართლეთ, ადამ,
ამიტომ დავრჩით სამოთხის გარეთ,
ვღვარე ცრემლები, შეერთო ევფრატს,
შენ მიმატოვე, არ ვიცი სად ხარ,
ჩვენ ხომ უფალმა გვაკურთხა ერთად,
დაბრუნდი, ადამ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები