ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2013


ბედნიერი ვარ

ბედნიერი ვარ! - რა გითხრათ?..
ან როდის ვიყავ სხვაგვარად?..
ქვეყნად ვიარე საითაც,
ბედმა მშვიდობით მამგზავრა.

მხოლოდ იმასღა ვინატრი,
რომ მხნედ ერთგულნი, ძმა და და,
იყვნენ, მფარველნიც იმათი,
ვინც მე ამ ქვეყნად დამბადა.

ბედნიერი ვარ! - აკი ვთქვი...
ავდარს გავუძლებ კიდევ ბევრს!
სასრული სადაც არის გზის,
იქ ვიტყვი ღვთის სადიდებელს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები