ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2013


უბრალოდ შენ მყავხარ

ხანდახან უსიტყვო წამების გროვები,
წუთებს რომ ვეძახით დუმილში გვტოვებენ..
შიში და სიძუნწე- შორს დანაბარები
ეკლიან გვირგვინით წყლულებზე მოედნენ.

გაშალა შავი ფრთა უკვდავმა ყორანმა,
ბურუსში გახვია დღის ნაზი სინათლე.
ყოველი წვრილმანით მზეც განალახია,
ბრწყინვალე ნათებას ღრუბლებში მიათრევს..

დასრულდა ღამე და არაა საშველი.
ვერ ვწვდები აზრებს და გრძნობები მიტაცებს..
ყოველი უაზრო, უფიქრო ქმედება
შავბნელი ცხოვრების კიდეებს მიათებს.

ცხოვრება რთულია- ცხოვრების წამალი
ერთ-ერთი გრძნობაა მოკვდავთა მიწაზე.
ყოველდღე ელვის და ქუხილის საშველი
უბრალოდ შენ მყავხარ ჩემს დედამიწაზე..

დღე ღამეს მიათრევს, წუთები ერთმანეთს,
სიმშვიდე კრთება და ქაოსი მყარდება,
როდესაც წამითაც არა ხარ ჩემს გვერით
ვერ ავრწერ ძვირფასო, თუ რა მემართება..

ნაზად რომ ჩაგთვლიმავს- მე ღამეს ვატარებ,
ხელისგულს გავშლი და ზედ მთვარე დაჯდება.
სიცოცხლის ყოველი ბოროტი კუნჭული
შენს გვერდით თბება და საოცრად ნათდება..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები