ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმბეცილი
ჟანრი: პროზა
31 აგვისტო, 2013


ბესიკიას მორიგი ბიზმესი (3)

(ციკლიდან - "Westside Stories”)


- დეიცალა ბიჭო ქვეყანა!
- დეიცლება, აპა, რა იქნება, ამდენი წელია ამოპირქვავებული უჭირავს გამჩენს, ხავსიც კი წეიღო წყალმა.
- მეიცა ახლა არ თქვა გამჩენის ბრალია მაგ ყველაფერიო?
- მაგი რავა დავადანაშაულო მაგაში, მარა მთლა მადლიერიც ვერ ვიქნები, ერთდროულად ამდენი გამჩენმოტყნული, რომ მოუვლინა ამ ერთი ბეწო ქვეყანას.
- საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე...
- მაგ რა შუაშია ახლა?
- ისე, შე კაცო, ცოდნა გამევიჩინე.
- ცოდნა კი არა ტვინი გამოგეჩინა მაშინ შენ ბედოვლათ შვილს ტურისტივით რო დაატარებდი ლექციებზე და 5 წელი წყალში ყარე ის ბინის ქირა და ყველაფერი.
- რავა, ვერ ისწავლა?
- რა ისწავლა?
- მანქანათმშენებლობა და მექანიკა-ინჟინერია.
- მაგ დასახელების გარდა, თუ ისწავლა რამე?
- კარტს თამაშობს ნამეტანი კაათ.
- თამაშობს, თუ არა... რკინის მაინც იყოს ეგ შობელძაღლი პოკერის აპარატივით დადგამდი სადმე და საკუთარი ბიზმესი გექნებოდათ. ტვინი მაინც არ აქ თავში, ჩოუყენებდი ჩიპს და დააყენებდი 90 პროცენტიან მოგებაზე.
- მეიცა, თუ ძმა ხარ შარია მაგ. არ იცი ბესიკიას რა მოუვიდა?
- რომელი ბესიკია, \"ლანსკის\" რომ უძახდენ ამ ბოლოს?
- მეიერი ლანსკის, ფული არ აქვს ნასკის!
- ცოდნას იჩენ?
- პოეტურ ნიჭს!
-  შენს პატრონს უბედურს. მოყევი ერთი რა მოხდა?
- რა და გოუხსნია ბესიკიას პოკერ კლუბი. ნამეტანი კაათ წასვლია საქმე. წოუვიდოდა აპა რა იქნებოდა ამდენი სულელის ხელში. ჰოდა იყო ბესიკია თურმე განცხრომაში, შენც ქე იცი, რომ \"მეიერ ლანსკის\" ეძახდენ ქალაქში. ასე ამბობდა, მთლა ისეთი მასშტაბის არა, მარა პატარა ლას ვეგასი რავა ვერ უნდა ავაშენო აქანაო. სახლშიც ნამეტანი კაათ მოწყობილა, იმდენი ფული უშოვია თურმე, რომ, ბასეინი რო ოუშენებია რაცხა აკლია, რაცხა აკლიაო და სფინქსი დოუდგამს გვერდით, მერე ახლა ამ სფინქს აკლია რაცხაო და პირამიდა მიუშენებია ბიჭო ბაზალტის. აქლემის ყიდვასაც აპირებდა, თურმე, მაგრამ შეუშალა გამჩენმა ხელი.
- ესროლა მეხი?
- მეხით რას დააკლებდა იმფერი ბრონირებული კადილაკით დადიოდა თურმე.
- აპა, რაფერ?
-  რაფერ და შემოჩვევია ამის პოკერ კლუბს ერთი ერისკაცობაში "გიჟოიას" მეტსახელით ცნობილი "აზარტნიკი". საღამოობით მიდიოდა თურმე  და თამაშობდა დილამდე. ახლა სახალხოდ ხომ არ დადგებოდა ღვთის კაცი და ბესიკიასთან მოლაპარაკებულა, მე რომ მოვალ რომელ აპარატსაც გეტყვით ეიღეთ და გამიჩოჩეთ მოფარებულშიო. უარს რატომ ეტყოდენ, შინოურობაში ბესიკია იძახდა თურმე, ღმერთმა დალოცოს, ორი სართული მაგან დაადგა ჩემს სახლს და ბაზალტის პირამიდაც ფაქტიურად მაგის აშენებულიაო. მთელი ღამე თურმე უფასოდ ასმევდენ ყავას, თუ \"რედბულს\", თან ყველაზე დიდმკერდიანი თანამშრომლის ხელით უგზავნიდენ ადმინისტრაციულ ოთახში გაჩოჩებულ პოკერის აპარატთან მიმჯდარს. ის გოგო იძახდა თურმე ამისთანა \"აზარტნიკი\" ცხოვრებაში არ მინახავსო, ოფლს რომ მეიწმენდს ანაფორის კიდით, მერე რაცხა ლოცვებს აღავლენს და კისერზე რომ კიდია იმ ჯვრით აწვება კნოპკასო. თუ მეიგო შლეგიანივით ხტუნავს და რავარც პაწია ბოვშს კაბა ისე უფრიალებს ანაფორაო. თუ წააგო მისთანა ხმით იგინება, ბესიკიამ კარზე ხმის იზოლაცია დააყენა, მარა არ შველისო.
ერთდღესაც მისულა ამ მცირე მასშტაბის "ლას ვეგასში" ხელგაშლილი მრევლისგან ჯიბეგასქელებული და შესასვლელში გადაწყდომია ასევე თავის მრევლს, რომელსაც ჯერ კიდევ ევროპაში ყოფნისას შეპარვით და შემდეგ სისტემატურად დაუწყია ეკლესიური ცხოვრება. ღმერთის შეწევნა ხომ აუცილებლად გჭირდება უცხო მხარეში გადახვეწილს. მიუხედავად იმისა რომ ევროპაში რაღაც მაქინაციურ საქმეებში ყოფილა გახვეული და ნიშნებს "უცხო პირთა შესვლა აკრძალულია" არად დაგიდევდათ, დღეში რამოდენიმეჯერ, რამოდენიმე მცნებას ერთად არღვევდა, მაინც, რატომღაც მტკიცედ სწამდა, რომ ღმერთს უყვარდა. ბესიკიას "ლას ვეგასში" "კომპიუტერშიკათ" მოწყობილიყო იმ დღეს. რაღაც საიდუმლო ხელსაწყოები ჩამოეტანა ევროპიდან და აპარატის მოგება-წაგებით მანიპულირების ისეთი საქმეები სცოდნია აი "ყურებით ყავს დაჭერილიო" თქმა რომ იციან...
- შეუცნობელ არს გზანი უფლისანი!
- რაფერ მიხვდი?
- ბიბლიაში წერია.
- სწორე ჩოუწერავთ. ერთდღესაც იმფერი აღსარება ჩოუბარებია, ამ კაცს, რომ ყოველგვარი ცერემონიის გარეშე პირდაპირ უკითხავს პოკერის მოყვარულს, რაფერ უნდა მოატყვილო აპარატი, რომ დიდი თანხა მეიგო, თან ისე რომ არავინ დააზარალოო. "დააზარალოს" თქმისას იმფერი გაშეშებული მზერა დოუჭერია, მხოლოდ ფრესკებმა  და პროკურორებმა რომ იციან ხოლმე.
- პირდაპირ გკითხავ. რამდენი მეიგო?
- ორი ლიმონი.
- ეუფ, რა უღმერთოდ გოუტყავებია კაცი.
- არ უნდოდა თურმე ბესიკიას გადახდა, რაცხა ოურია აპარატმაო გეიძახოდა, მაგრამ ამას მოუმარჯვებია თავისი მობილური ტელეფონი და დოურეკავს ისეთ ხალხში, არევას რომ არავის პატიობენ და დატოვეს ბესიკია საკუთარ პარმაღს მიღმა. იმ ჭკვიანისთვის მიუცია ათი და კაათ მეყოლეო დოუყოლებია.
- მხოლოდ ათი?
- ჰო, რაცხა შემამსუბუქებელი გარემოებებიც ყოფილა მის აღსარებაში და მოსამართლეს გოუთვალისწინებია ეგ ყველაფერი.
- ახლა, ღმერთი არ დასჯის მაგას?
- ისე გადაკარგულა, მეტი არაა ჩემი მტერი სადმე იპოვნოს.
- ბესიკია?
- ბესიკიას ურჩიეს წადი ბიძია მონასტერში, კვერი და მჭადი მაინც გექნება სამადლოდო.
- მერე რაიო?
- მაგ ამბების მერე პირველად რომ დეინახა მღვდელი, იმფერი კრუნჩხვები დამართნია, მას მერე მჭადივით აჭმევენ დიმედროლსო.
- ისე, თუ გაგიგია არ ვიცი, ლას ვეგასში კაზინოებს ფანჯრები არ აქვთ და საათიც არსად კიდია, თურმე.
- რატომ ვითომ?
- სულელები, რომ მოწყვიტონ დროს და ბევრი ფული წააგებინონ.
- მერე გამოსდით?
- რავა, სულელები დეილია ამ ქვეყანაზე?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები