 | ავტორი: დონკიხოტი ჟანრი: თარგმანი 3 სექტემბერი, 2013 |
შენ თვალები გაქვს სავსე სიკეთით, ალბათ მოგაგნო ჩემმა წუხილმა. ჩემთვის ღიმილი დაგცდა ისეთი... მასე, ისეომ, ჩვილს გაუღიმა.
კურთხეული ვარ სამოთხის მიერ: ცით მოვლენილი, მასვე მიერთვი... ჩვილს გაუღიმა იესომ... – ვიგრძენ: ჩემთვის, ღიმილი დაგცდა ისეთი...
ამ სწავლებისგან რა შემრჩა ბოლოს; ამ ტკივილისგან? – აზრი: იგივეს, რომ არასოდეს შევიგრძნობ, როგორც გულს შეეჩვევა ცივად სიგრილე.
მაგრამ მე ვიცი: სიყვარულისას (ფაქტის წინაშე რომ გიწევს დგომა), როცა ინატრი – ის, შენს გულის ხმას, ცივ ღამეებში გაიგებს – მოვა...
ან როცა მისი იყავი ფეთქვა: ბედნიერების ყველა საბაბი; ვისაც უკოცნე სიცოცხლე ყელთან, მოვა იმედად და ხსნად ნაბადი...
თვალებით დამაქვს სევდა – ისეთი (არც კი უცდიათ): ვერავინ მამჩნევს... შენ გამიღიმე – სავსემ სიკეთით, ჩვილს უღიმოდა, იესო, მასე.
უსიყვარულო და ცივი ძლიერ... სიკვდილითაც კი, მე დამიხსენი. ჩვილს უღიმოდა, იესო... – ვიგრძენ: ღიმილი დაგცდა სწორედ ისეთი...
და ამ ცრემლებმა, რა შემასწავლეს?.. წლები გელოდე, გელოდე მაგრამ, ამ სიყვარულით გასცდი წამწამებს და გადაირგი სიკვდილით სხვაგან.
ორივეს სათქმელს, მე ვამბობ: სიტყვებს, შენ რომ ვერ იტყვი, – მე ვასიმღერებ (შენ კი, პირიქით – სიმღერა გიწყებს), სადაც სიყვარულს არ კლავს სიბერე,
და მოგონებებს, თითოეულად მოგისადაგებ, თითქოს ისე, რომ სიყვარული არ დამიწებულა, არამედ, მუდამ ჟღერს სასიმღეროდ.
შეყვარებული ვიყავ მის მიერ და მეც იგივე მქონდა პირობა. ო, როგორ ვნატრობ შენს ღიმილს, ძლიერ... მასე, იესო, ჩვილს უღიმოდა.
http://www.azlyrics.com/lyrics/georgemichael/jesustoachild.html
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|