 | ავტორი: ეკატერინე ჟანრი: პოეზია 13 ნოემბერი, 2008 |
გთხოვე შემოდგომა მომიტანე, ხეები ოქროსფრად დამიპენტე, გთხოვე გაზაფხული მომიტანე, გთხოვე არასოდეს დამიბერდე, გთხოვე მაკოცე და დამაფარე ძილის წინ თვალებზე სიყვარული, გთხოვე მოიშალე ქარის დევნა და ქუჩაში მარტო სიარული. გთხოვე, რა არ გთხოვე, წამიყრუე, წახვედი ზამთარი დამიტოვე, მდგმურად შემისახლე მოწყენა და შენსავით უკარება სიმარტოვე. გთხოვე, ვკვდები და მინახულე, იმ ქვეყნად შენი ხსოვნა გამაყოლე, გთხოვე, ბოლოჯერ მაკოცე, რომ იმ კოცნის სითბოთი ვამაყობდე... გთხოვე, წამიყრუე, სხვამ ისმინა, გულიდან უხმოდ ნათხოვარი, მოვიდა ამისრულა ყველა ნატვრა, აღარ ვარ სიყვარულის მათხოვარი... ახლა შემოდგომის დარია და ხეები ოქროსფრად ანათებენ, სულში გაზაფხულის ქარი მაქვს და ღამეებს ალერსში გავათენებ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. აგსრულებოდეს222222222222222 აგსრულებოდეს222222222222222
7. ქალურია... და გეპატიება. ! :) ქალურია... და გეპატიება. ! :)
6. ქალურია... და გეპატიება. ! :) ქალურია... და გეპატიება. ! :)
4. გაიხარე ეკა, ძალიან კარგი გოგო ხარ. გაიხარე ეკა, ძალიან კარგი გოგო ხარ.
3. გაიხარე იმედიანო თავად იმედო. გაიხარე იმედიანო თავად იმედო.
2. კაი გოგო ხარ!
5555555555 კაი გოგო ხარ!
5555555555
1. ძალიან ლამაზი და ქალურია...ბევრი სათქმელს ამბობს ეს ლექსი,ჩემსასაც:) 5 ძალიან ლამაზი და ქალურია...ბევრი სათქმელს ამბობს ეს ლექსი,ჩემსასაც:) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|