ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტატიანა
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2013


* * *

მაშინ აზრადაც არ მომივიდოდა,მაგრამ დღეს შემიძლია დაზუსტებით ვთქვა,რომ ჩრჩილისგან გამოღრღნილი კარიდან შემოვიდა სიმარტოვე,იქიდან საიდანაც დილის მზის სხივები თავისუფლად აღწევდნენ ჩემს მისვენებულ სხეულამდე,რომ გათენება ეცნობებინათ.შემოვიდა და ეს შემოსვლა იყო ის,რასაც არანაირი საერთო არ აქვს შემოპარვასთან.ამაყად შემოაბიჯა,იცოდა კარგი საფუძველი ელოდა გულში თავისი იმპერიის აღსამართად.მოვიდა და წასვლა აღარც უფიქრია.ის გახდა ჩემი სულის,და სხეულის ხელისუფალი...
მე მონა მქვია...
ეს მონარქიაა...
მარტოობის გვირგვინით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები