 | ავტორი: ციცინო ჟანრი: პოეზია 4 სექტემბერი, 2013 |
ფესვგაუდგმელ ხეებს ჰგვანან კაცები, კოჟრით, ნაჩეხით, სიმაღლით და სახეზე დროის ნაბრჭყალევით, ცისკენ აწვდილი საფიქრალით, გულზე _ რგოლებით, წლებთან ერთად რომ უმრავლდებათ, თუმცა გული რჩება გულადვე და არ იზრდება ხის ტანივით სისქეში, თუმცა ესაა, რომ მძიმდება ძლიერ და იღარება, როგორც კანი ჟამგამოვლილი... ფესვგაუდგმელ ხეებს ჰგვანან კაცები, როგორც შიშველი ბერმუხაა შტორმით დევნილი და იგერიებს აბორგებულ ჰაერის ცუნამს... ...იციან ცურვა და უძლებენ ღელვას კაცები! იციან ცურვა... ფესვგაუდგმელ ხეებს ჰგვანან კაცები, მხოლოდ... ილუზიაა ეს _ მცირეხნით არიან ასე, სიკვდილის შემდეგ ფესვს იდგამენ მიწაში, გულში და ჩვენს თვალებში და გაძვალებულ მოგონებად ყელს ადგებიან!... ...ადგებიან გულს და გონებას, მანამდე, სანამ უფესვონი ფესვს არ გავიდგამთ და აქ დამრჩენებს, ტკივილად არ გამოვადგებით! 16.03. 2013წ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ეს რამდენიმე თვის წინ სადღაც მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონდა... თქვენი ყოფილა )))) ეს რამდენიმე თვის წინ სადღაც მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონდა... თქვენი ყოფილა ))))
5. სიკვდილის შემდეგ ფესვს იდგამენ მიწაში, გულში და ჩვენს თვალებში და გაძვალებულ მოგონებად ყელს ადგებიან!...
კარგია+ სიკვდილის შემდეგ ფესვს იდგამენ მიწაში, გულში და ჩვენს თვალებში და გაძვალებულ მოგონებად ყელს ადგებიან!...
კარგია+
1. "ფესვგაუდგმელ ხეებს ჰგვანან კაცები, მხოლოდ... ილუზიაა ეს _ მცირეხნით არიან ასე, სიკვდილის შემდეგ ფესვს იდგამენ მიწაში, გულში და ჩვენს თვალებში და გაძვალებულ მოგონებად ყელს ადგებიან!..." გამოვარჩევდი.
საკმაოდ საინტერესო და დამაფიქრებელი იყო.
სიკეთე ავტორო! "ფესვგაუდგმელ ხეებს ჰგვანან კაცები, მხოლოდ... ილუზიაა ეს _ მცირეხნით არიან ასე, სიკვდილის შემდეგ ფესვს იდგამენ მიწაში, გულში და ჩვენს თვალებში და გაძვალებულ მოგონებად ყელს ადგებიან!..." გამოვარჩევდი.
საკმაოდ საინტერესო და დამაფიქრებელი იყო.
სიკეთე ავტორო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|