მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2013
. . . თუთის ხე . . .
ბაღში ხე დამირგეს თუთის,
ყვავილს, გადამჭკნარებს ჩრდილავს,
დგება ხმამაღალი მწუხრის
ღამეწართმეული დილა.
ჩუმი კაკუნია კარზე,
თითქოს მომავლიდან არტყამ,
ვშიშობ ჩემს ეზოში ამ ხეს,
თუთა არ გაუხმოს გვალვამ.
ხელის კანკალებით ვუდებ,
ტყვიას ბედისწერის ვაზნას
და მხარს ჩემებურად ვუჭებ
„რუსულ რულეტკასთან“ თამაშს.
დადგა ხმამაღალი მწუხრის
ღამენათენები დილა,
ბაღში ხე დამირგეს თუთის,
ყვავილს, გაკვირტულებს ჩრდილავს.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
4.
მომწონს<3
მომწონს<3
დარე გოგაშვილი.
2014-08-01 20:53:03
3.
წინ მიდიხარ ასე თუ ისე :) +
წინ მიდიხარ ასე თუ ისე :) +
ჟოზეფინა.
2013-09-06 18:09:47
2.
წარმატებები...
წარმატებები...
ოთარ რურუა.
2013-09-06 17:45:39
1.
კანკალებით???? რავიც რავიცი
კანკალებით???? რავიც რავიცი
დავით ჯიმშიაშვილი.
2013-09-06 14:56:26
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
03.06.2026 17:08:31