ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეგრი
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2013


ცუდი, კარგი და სიყვარული

              ცუდი (უფრო მწირი,როგორ ყველთვის)
როცა უძილობა გონებას დაგიბინდავს,
ღამე არ მთავრდება,მორიგი გათენებით,
ბოლო სიგარეტის ნაფასს ვეღარ იტევ,
ლექსებსაც ვეღარ წერ და მაშინ გინდება
გაბუტულ წიგნაკს მელანი შეაფურთხო.

          კარგი(უფრო დასჯილი,როგრც ყოველთვის)
მე შენ კი არა ვნებას შევუყვარდი
ქარიშხალივით რომ დაატყდა გულის ფეთქვას
სისხლის წვეთებად დაიღვარა შენი სინორჩე
თავი დახარეს,სიყვარულით შელახულმა ანგელოზებმა
წამით მოგწყვიტეს დედამიწის გრავიტაციას
აღმაფრენიდან გადაჩეხვამდე,
გაგამგზავრს სიყვარულის სამთლობელოში
სადაც ვნებების უთავბოლო ზეიმს
გარყვნილებას არ ეძახიან.

        სიყვარული(გვიან აღქმული,როგორც ყოველთვის)
დღეს კი მხოლოდ ტალღების ხმაურია.
ტალღების ხმარუი და სიმარტოვე
ჩვენი სიყვარულის,გადაკვთის ორი წერტილი
ასე შორს,პატარა შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ
დროებით ვიბრირებენ ჩვენი გულები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები