 | ავტორი: კახელი ჟანრი: პროზა 12 სექტემბერი, 2013 |
თავი I 1653 წელი. მძიმე პერიოდი იდგა მთალს საქრისტიანოში, ყიზილბაშებს კახეთი დაპყრობილი ჰყავდათ, ეკლესიების შეურაცხყოფა ყოველდღიურ საქმედ იყო ქცეული, ქართლსა და კახეთის მთიელებს მძიმე ხარკი დააკისრეს, გადასახადში ოქრი-ვერცხლსა და პირუტყვთან ერთად ქალ-ვაჟიც კი შედიოდა. კახეთის ველებზე 80 ათასი თურქმანი და 15 ათასი ულუსი იყო ჩასახლებული, ქართველ მოდგმას სამუდამო განადგურება ემუქრებოდა. თუმცა აქა-იქ მაინც ისმოდა ბრძოლის ყიჟინა, მცირე რაზმები ტყეებში იმალებოდნენ და პარტიზანული ომებით მოსვენებას უკარგავდნენ დამპყრობელთ, ქართველის გული არა ტყდებოდა. გომბრის დაბურულ ტყეში ხეზე მჯდომარე დარაჯს ფოთლების ფაჩი-ფუჩი მოესმა. ტოტის გვერდიდან ფრთხილად გაიხედა. ბილიკზე კარგად შეიარაღებული მხედარი ცხენს მოასეირნებდა, როგორც ჩანც მარტო იყო. -გაჩერდი, ცხენიდან ჩამოდი და შენი სახელი მითხარი! - მკაცრად გასძახა დარაჯმა და მშვილდი მოზიდა. -მეგობარი ვარ, მეგობარი. თავადს ვეახელი, ამბავი მაქვს სათქმელი. - გასძახა მხედარმა და ცხენიდან ჩამოვიდა. -რომელ თავადს, აქ თავადს რა უნდა? - მიუგო დარაჯმა. -მეგობარი ვარ მეთქი, თუ არ მენდობი მოდი და აბჯარი მომხსენი, ოღონდ ისე როგორც ვაჟკაცს შეეფერება. -ვაჟკაცს აბჯრის შეხსნა არ შეჰფერის, თუ მართლა მეგობარი ხარ გამომყევი. - დარაჯი ხიდან ჩამოხტა, მშვილდი მხარზე გადაიკიდა და ბილიკს გაჰყვა - გინდაც მტერი იყო, მარტო ხარ და ვერაფერს დაგვაკლებ. მე ამას არ ვწყვეტ, თავადი თვითონ მიხვდება ვინცა ხარ. დაახლოებით ოთხასი მერტი გაიარეს და ერთი კლდის ქვეშ მცირე გამოქვაბულს მიადგნენ. გამოქვაბულში ოთხი კაცი იყო, აღელვებულები საუბრობდნენ, გარეთ კიდევ ორი დარაჯი იდგა. -თავადო ვიღაც კაცია მოსული, ამბობს მეგობარი ვარო, თქვენთან რაღაც აქვს სათქმელი. -იარაღი რატომ არ ჩამოართვი? - მკაცრი ტონით ჰკითხა დარაჯს გამოქვაბულის კუთხეში მჯდარმა გრძელულვაშა კაცმა. -არაუშავს ლევან. - მიუგო მეორემ და გამოქვაბულიდან გამოვიდა. - თუ მართლა მეგობარი ხარ, ვაჟკაციც უნდა იყო, ვაჟკაცს კი აბჯარის აყრა არ შეშვენის. - ახლა უკვე ახლადმოსულ უცხო მხედარს მიმართავდა. - მე ვარ ის თავადი ვისაც ეძებ, შენ ვინ ხარ? სახელი მითხარი! -ჩემო ბატონო - მხედარმა მუხლი მოიყარა - მე დავითი მქვია, ერთი გლეხი გახლავართ -საიდანა ხარ? -ეჰ, საიდანაც მე ვარ იქ ახლა თათრები ბოგინობენ, ახლა ჭერმის მიდამოებში ტყეში ვიმალები. რამდენიმე ოჯახი ვართ ქალებით და ბავშვებიანად ვიმალებით, მაგრამ უსაქმოდ როდი ვართ, ჩვენც თქვენსავით ვიბრძვით ქვეყნისა და ჯვარისათვის. -ჭერმის მიდამოებში? იცი, ამ რამდენიმე დღის წინ შემატყობინეს, რომ ჭერმისწყლის ველზე პატარა შეტაკება მომხდარა, თურმე 30 ქართველს 60 თათარი მოუკლავს. ამის შესახებ გსმენია რამე? - ჰკითხა თავადმა. -ცუდად მოუტანიათ ამბავი, ჩემო ბატონო. 30 კი არა 23 ვიყავით თუ ორ ჯერკიდევ პირშიშველა ბიჭს არ ჩავთვლით, რომლებიც მხოლოდ ყვირილით გვეხმარებოდნენ მტრისათვის თავგზის ასარევად და თათრებიც 78 იყვნენ. მაგ რაზმს მე ვმეთაურობ ... -შენ? განა თქვენთან თავადები და აზნაურები აღარ არიან, რომ მათ გაუძღვნენ ჯარს? სად გაგონილა გლეხი და რაზმის მეთაური?! - დამცინავი კილოთი წამოიძახა გამოქვაბულის კუთხიდან ლევანმა. -ნუ აწყვეტინებ! - მკაცრად მიუგო თავადმა და დავითს მიუბრუნდა - განაგრძე, რისი თქმა გინდოდა? -ჩვენთან აზნაურებიც იყვნენ და თავადებიც, მაგრამ ზოგი თარებს შეეკრნენ, ზოგიც დაიღუპა. იმის თქმა მინდოდა ჩემო ბატონო, რომ სწორედ მაგ შეტაკების დროს, თათრები დიდი ურმებით მიდიოდნენ, გვეგონა რომ განძი მიჰქონდათ, მაგრამ შიგნით ქვები და ხელსაწყოები აღმოვაჩინეთ. -ქვები? - შეშფოთებული ხცმით გაიმეორა თავადმა. დავითის სიტყვებმა ყველა შეაშფოთა და მათ სახეზე დამცინავი ღიმილი გააქრო. -დიახ ქვები თავადო და თანაც ძალიან ბევრი. -აჰა, ესე იგი ციხის აშენება სურთ. -არ არის გასაკვირი. - მიუგო ლევანმა და გამოქვაბულიდან გამოვიდა. -ნიკოლოზ, ავთანდილ - თავადმა იქვე მდგომ დარაჯებს მიმართა - წადით ყველა ჩვენიანი გააფრთხილეთ, ციხის მშენებლობის შესახებ თუ რამეს გაიგებენ ყველაფერი მაცნობონ. შენ კი დავით ამაღამ აქ დარჩები ჩვენთან გამოიძინებ, ჭერმიდან აქამდე დიდი გზაა დაიღლებოდი. თავადმა დავითი გამოქვაბულში შეიყვანა და სკამი გაუწოდა. -მოდი გაგაცნობ აქ ვინც ვართ. - დაიწყო თავადმა - მე ბიძინა ჩოლოყაშვილი ვარ, მაგრამ ეგ მგონი იცი უკვე, ეს ლევანია აზნაური, ეს ბერი გაბრიელი, ეს ჩემი მარჯვენა ხელია ილია, შენ რომ მოგიყვანა იმ დარაჯს სოლომონი ჰქვია... 23 კაცით 78 კაცის დამარცხება იოლი საქმე არაა, ამას ტაქტიკის ცოდნა უნდა, განათლება საიდან გაქვს? -ჩემ აზნაურს შვილი არ ყჰავდა და მე მივლიდა როგორც საკუთარს, მასწავლებელსაც ჩამაბარა კითხვა, ბრძოლა და ბევრი სხვა რამ ვისწავლე. - მიუგო გლეხმა -კარგია, განათლებული კაცი გამოგვადგება, ეს მითხარი, შენი რაზმს იარაღი კარგი აქვს? -დიახ ჩემო ბატონო, თავს რომ ვესხმით ბევრი იარაღი მოგვაქვს თან, მაგრამ ცხენები არ გვყავს. მოგეხსენებათ ბრძოლის დროს მოწინააღმდეგის ცხენს ვერ დაინდობ. მხოლოდ სამი ცხენი გვყავს. -ორს მე გაჩუქებ, ერთსაც ლევანი - აზნაურს თავადის სიტყვა არ ესიამოვნა, თუმცა არ შეწინააღმდეგებია. - კარგი ეხლა ჩვენ წავალთ, შენ და სოლომინი აქ დარჩებით, დილით ცხენებს მოგიყვანენ და მერე გაემგზავრე შენებთან, ბრძოლები განაგრძეთ, მაგრამ ფრთხილად იყავით. შეიძლება ამ თავდასხმებმა დიდი ვერაფერი მოგვიტანოს, მაგრამ მთავარია, რომ ხალხს არ დაავიწყდეს რომელი ქვეყნის შვილია და რომ ნებისმიერ ფასად ღირს თავისუფლებისთვის ბრძოლა. -ჩემო ბატონო, შეიძლება ხვალ დავითს მეც გავყვე? - ჰკთხა სოლომონმა - მოგეხსენებათ მე ოჯახი აღარ მყავს და მნიშვნელობა არ აქვს სად ვიბრძოლებ, თქვენ მეტი მხედარი გყავთ, დავითს გავყვები და მის რაზმს შევუერთდები. -კარგი სოლომონ მასე იყოს. თავადი ცხენზე შეჯდა და სამ მხლებელთან ერთად ბილიკს გაუყვა. გამოქვაბულში დავითი და სოლომონი მარტონი დარჩნენ. -ჩემთან ერთად რატომ გინდა წამოსვლა სოლომონ? - ჰკითხა დავითმა. -ლევანის გამო, კარგი ვაჟკაცია, მაგრამ გლეხებს ცუდად ეპყრობა, ზმეოდან დაგვყურებს დაგვცინის და გაბრაზებულ გულს ჩვენი ცემით მოიოხებს ხოლმე. მე აქ აღარეფერი დამრჩენია, ქვეყნისთვის ვიბრძვი და არა აზნაურისთვის. შენ ჩემსავით გლეხი ხარ და ვიცი კარგად მომეპყრობი. -ჩვენთან ყველანი თანატოლები ვართ. -სწორედ მაგიტომ მოვდივარ. თავისუფლებისთვის ვიბრძვი, მაგრამ რა თავისუფლებაა, თუ ისევ მონა ვიქნები?! -თავისუფლებისთვის და რწმენისთვის, ეს არ დაგავიწყდეს! ლევანი ჩვენ რწმენის შეცვლას არ მოგვთხოვს, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს არ გადაასახლებს ურჯულოთა ქვეყნებში თათრებისგან განსხვავებით, აი რატომ ვიბრძვი მე. -მართალი ხარ. -კარგი ეხლა დავიძინოთ ხვალ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. დილით ნოკოლოზი და ავთანდილი მოვიდნენ სამი ცხენით. -ესენი შენ გამოგიგზავნეს დავით - ცხენებზე მიუთითა ნოკოლოზმა. -და ესეც - ხურჯინით საგზალი გაუწოდა ავთანდილმა. -ციხის შესახებ რამე გაარკვიეთ? -ილტოს მიდამოებში აშენებენ თურმე. -ილტოს? - გაიმეორა დავითმა - ერწოსთან გზას ვიკეტავენ, მთიელებთან უსაფრთხო გზით მიმოსვლა გაჭირდება, მაგრამ ამან შეიძლება მტრის წინააღმდეგ უფრო შეგვკრას და გაგვაერთიანოს. -ხო, თუ გაერთიანებამდე არ გადაგვაჯიშეს - თქვა სოლომონმა და ცხენს მოახტა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. აჯანყებამდე კიდევ 6 წელია დარჩენილი, ველოდები მომდევნო თავს აჯანყებამდე კიდევ 6 წელია დარჩენილი, ველოდები მომდევნო თავს
2. ეს პირველი თავია მარტო, თან ადაპტირებული ტექსტია და მაგიტომაა მშრლი ეს პირველი თავია მარტო, თან ადაპტირებული ტექსტია და მაგიტომაა მშრლი
1. საქარტველოს ისტორია ჩემში ყოველთვის ინტერესს იწვევს. ცოტა მშრალი მეჩვენა. ეს მეგობრული რჩევაა. სხვამხრივ კარგია. წარმატებები. საქარტველოს ისტორია ჩემში ყოველთვის ინტერესს იწვევს. ცოტა მშრალი მეჩვენა. ეს მეგობრული რჩევაა. სხვამხრივ კარგია. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|