| ავტორი: ჟაკი ჟანრი: პროზა 13 სექტემბერი, 2013 |
- გამარჯობა, მე ადრე პოეტი ვიყავი, შემდეგ გადავიფიქრე და ლექსების წერა დავიწყე. ვწერდი დაუსრულებლად რაც კი თავში მომივიდოდა და საბოლოოდ როცა ჩემი ლექსებით მთელი სახლი გაივსო და ჩემთვის სასუნთქი ადგილიც აღარ დარჩა, სასწრაფოდ მოვისროლე ისინი ჯერ ფანჯრიდან, შემდეგ სასუნთქი გზებიდან და გულიდან. ამ დღიდან ლექსებს აღარ გავკარებივარ. ვიწექი დაუსრულებლად და ყურს ვუგდებდი მიწისქვეშ მყოფ სამეფოებს. სწორედ იმათ დრო რომ ფარავდა მტვრით, მიწით და ადმიანიბი მანამდე რომ იცდიდნენ სანამ მიწამ ცხვირს არ მიაღწია და მხოლოდ შემდეგ სცადეს გაქცევა... მაგრამ სადღა იყო მკლავები?! მათი მოქნილი, ომგამოვლილი ფეხები?! ...სწორედ ამ სამეფოების გუგუნს ვუსმენდი მზის სხივს რომ ელოდება და არსებობის ერთ ღამეში მთელ მიწისქვეშა მარადისობას, რომ გაცვლიდა. ისინი ჩვენს დამხობას ელოდებოდნენ, რომ ჩავენაცვლებინეთ. მათ მაინც ვერ გაიგეს ერთი რამ, რომ ჩვენსა და მათ შორის ერთადერთი განსხვავება ის იყო ჩვენ ჰაერი რომ გვქონდა, მათ კი მიწა. შემდეგ გადავწყვიტე ადამიანებს დავკვირვებოდი. ჩემი სახლის წინ ათასობით, ათი ათასობით ადამიანმა ჩაიარა იმ პერიოდში. ისინი ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან და ამავდროულად იმდენი რამ ჰქონდათ საერთო... ვუყურებდი მათ გამოფიტულ, უიმედო, ფერწასურ სახეებს და სურვილი მიჩნდებოდა ფეხი ამომეკრა და უფრო სწრაფად ჩამესვენებინა თავიანთ გათხრილ სამარეში. ...როდესაც ყველაფერი უაზრობად მეჩვენება, მახსენდება, რომ ჩემთვის განკუთვნილი მარადისობის გარდა ერთ ღამესაც ვერ ვიარსებებ და მაშინ მინდება კვლავ პოეტი გავხდე, აი ისეთი პირველად, რომ ჩაისუნთქავს და ტირილით გააყრუებს ირგვლივ მყოფებს, წითელი კანით და დახუჭული თვალებით. ისეთი პირველად რომ იხუტებენ და კოცნიან... განუმეორებელი, რომ არის ეს ჩახუტება, რადგან პირველია და უმანკოა; რადგან პირველია და მსგავსი აღარ იქნება. ...სწორედ ამ პერიოდს ვიხსენებდი, როდესაც მივხვდი ან ვიგრძენი, რომ ის აღარ ვიყავი. ვიგრძენი, რომ ყოველ წამს სულ სხვა, ახალი ადამიანი ვხდებოდი და ამ ახალს ძველთან ერთი წამი... ერთი ღამე და მთელი მარადისობა აკავშირებდა და აშორებდა.
"მილორად პავიჩს, მის მიერ მოხდენილი ესოდენ დიდი შთაბეჭდილებისდა გამო"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. აკავშირებდა და აშორებდა მთელი მარადისობა
ჰო სადღაც და ასე
საინტერესო ტიპაჟი ხარ აკავშირებდა და აშორებდა მთელი მარადისობა
ჰო სადღაც და ასე
საინტერესო ტიპაჟი ხარ
4. პოეტის გაორებული სული დავინახე, .კიდეც რომ ეტრფის და სძაგს ეს წუთისოფელი. დიდებულია. პოეტის გაორებული სული დავინახე, .კიდეც რომ ეტრფის და სძაგს ეს წუთისოფელი. დიდებულია.
3. +2 "ისეთი პირველად რომ იხუტებენ და კოცნიან" ამ გრძნობას ცოტა რამ თუ ედრება +2 "ისეთი პირველად რომ იხუტებენ და კოცნიან" ამ გრძნობას ცოტა რამ თუ ედრება
2. საოცარი მწერალია. მსგავს წარმოსახვას სხვაგან ვერსად ვხვდები. საოცარი მწერალია. მსგავს წარმოსახვას სხვაგან ვერსად ვხვდები.
1. პავიჩი უკვე დიდი პლიუსია ჩემთვის
ნაწერი არ =) პავიჩი უკვე დიდი პლიუსია ჩემთვის
ნაწერი არ =)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|