ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დამიანი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2013


* * *





***
ყველა გაწვდილი ხელი
ერთმანეთს ჰგავს...
ყველა მოწყალებისათვის
განმზადებული
გული კი- არა...


***
პატარაობისას,
სოფლის გამომშრალ და
გაუკვალავ თოვლში,
მამამისის ზურგსუკან მიდიოდა და 
მის დატოვილ ნაკვალევში ადგამდა ფეხს...
ახლა გვერდიგვერდ დადიან (მამა, ალბათ, უფრო ნელაც),
მაგრამ  მალე უკვე თავად მოუწევს წინ სიარული...


***
პოეტო, ამ ქალაქში,  ისე მარტო ხარ,
როგორც სიღარიბისგან ნაწილ-ნაწილ დაცლილ სახლში,
ერთადერთი  რატომღაც არ გაყიდული  მაგიდა,
ანდა მისი გამუდმებით ფეხზე მდგარი მეპატრონე...
და მაინც, რით ხარ ასეთი მაღალი ?...


***
"კალიოპე",
იქნებ სასჯელი ხარ,
იმ ყველა  მზერის 
თუ სიყვარულის მაგიერი,
რასაც ვერ გავეცი შესაფერი პასუხი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები