 | ავტორი: კახელი ჟანრი: პროზა 15 სექტემბერი, 2013 |
თავი II მას შემდეგ გავიდა 6 წელი. მზადდებოდა დიდი აჯანყება, მთელი ერი ერთიანდებოდა მტრის წინააღმდეგ. დაბურულ ტყეში სამხედრო საბჭო იყო შეკრებილი, აქ გახლდნენ ბიძინა ჩოლოყაშვილი, ზაალ არაგვის ერისთავი, შალვა ქსნის ერისთავი, მისი ძმა ელიზბარ ქსნის ერისთავი, აქ გახლდათ დავითი და სოლომონიც, ლევან აზნაური, ბერი გაბრიელი და მრავალი სხვა. -ბიძინა ჩოლოყაშვილს მოვუსმინოთ - გაისმა ხალხის შეძახილი. -აქ ყველანი ერთი სამშობლოს შვილები და პატრიოტები ვართ - დაიწყო თავისი სიტყვა ჩოლოყაშვილმა. - შიკრიკები გავგზავნე და მაცნობეს, რომ ფშავ-ხევსურები და თუშებიც ომში ჩაებმიან. პირველად თავს სოფლებს დავესხმებით განსათავისუფლებლად, მტერი ბახრტიონისა და ალავერდის ციხეებში შეაფარებენ თავს, გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ იქ გველის. ზაალ მოახსენე ხალხს ჩვენი თავდასხმის გეგმა. - სიტყვა გადასცა ზაალ არაგვის ერისთავს. -მთიელთა ჯარები და ჩვენი ჯარის მცირე ნაწილი ბახტრიონს დაესხმება თავს. მათ ზეზვა გაფრინდაული, ნადირა ხოშარაული და გოგოლაური უმეთაურებენ. ქართლ-კახელების დანარჩენი ჯარის ნაწილი ალავერდს შემოერტყმება. ციხეების აღების შემდეგ სოფლებს საბოლოოდ გავანთავისუფლებთ. ბრძოლა 2 კვირაში დაიწყება, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე. -უფალმა დაგვიფაროს და გაგვაძლიეროს. - გასძახა ხალხმა. საუბარი რამდენიმე საათს კიდევ გაგრძელდა. სანამ დაიშლებოდნენ მამაოებმა ყველა იქ შეკრებილი დალოცა და ნაკურთხი წყალი აპკურა. -ჩემო ბატონო, ბატონო ბიძინა. - დავითი თავადთან მივიდა და მუხლი მოიყარა. -რა გსურს დავით? მითხარი. -დაახლოებით ერთი წლის წინ კრება რომ გვქონდა კვეტერას მიდამოებში, ქეთევანს შევხვდი, ლევან აზნაურის ასულს, მაშინვე გულში ჩამოვარდა, მიველ და გავეცანი. მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ შევხვდი, შემიყვარდა და მასაც შევუყვარდი, გუშინ ლევანს მოვახსენეთ ყველაფერი, მე ქალიშვილის ხელი ვთხოვე და უარით გამომისტუმრა, მითხრა „კარგი ვაჟკაცი ხარ, მაგრამ ჩემს გოგოს გლეხს ცოლად ვერ გავატანო“... -კარგი, კარგი ... მესმის შემი გულის წადილი და აი რას გეტყვი, შენ ამ ბრძოლაში თავი ისახელე და მე თავად მთელს შენს გვარს აზნაურობას ვუბოძებ, შენ კი მთელი ჭერემის მიწებს ჩაგაბარებ. მაშინ ლევანი ვეღარ დაგიწუნებს, დამიჯერე. -მადლობთ ჩემო ბატონო - გულითადი მადლობა გადაუხადა დავითმა და მუხლებზე დაიჩოქა. -ერთი ეს მითხარ, რამდენი მებრძოლი გყავს? -7 ცხენოსანი, 21 ქვეითი, მათგან 9 მშვილდოსანი და კიდევ 5 ახალგაზრდა ბიჭი გვყავს, ხმლის ჭერა ჯერ არ შეუძლიათ, თუმცა ბრძოლებში სხვა ხერხებით გვეხმარებიან. -2 ცხენოსანს მე გაგაყოლებ, ერთიც მაშინ მოვა, როცა ჩემგან ბრძანებას მიიღებ და თქვენ შემოგიერთდებათ, მანამდე კი არანაირი ბრძოლა არ გააჩაღო. -დიახ ბატონო. -მიდი ეხლა ქეთევანი მოინახულე და შემდეგ მხოლოდ ბრძოლაზე იფიქრე, ღმერთი იყოს შენი შემწე. - მიაძახა თავადმა და ცხენი გააჭენა. -ღმერთი გფარავდეთ. დავითმა იმ ბანაკისაკენ გასწია სადაც ქეთევანი ეგულებოდა. გასანთლული ნაჭრით გადაფარებულ კარავში აზნაურის შვილი ხელსაქმით იყო დაკავებული. მშვენიერი შესახედაობის, მაღალი, თაფლისფერთვალება გოგონა გახლდათ, შავი ხვეული თმები მხრებს ქვევით ჩამოშლოდა, ლოყებზე მოწითალო ფერი დაჰკრავდა. -ქეთევან, როგორ ხარ ჩემო საყვარელო? -მამამ გუშინ შენთან შეხვედრა ამიკრძალა - ცრემლები წამოსცვივდა - არ მინდა მის ბრძანებას ვეურჩო, გადი, ჩვენ ერთად არაფერი გამოგვივა. -ნუ, ნუ ამბობ მასე, თავად ჩოლოყაშვილს ველაპარაკე, შემპირდა ბრძოლის შემდეგ აზნაურობას მოგანიჭებო, მაშინ მამაშენი ვერაფერს დაგვიშლის. თითით საჩვენებელი ოჯახი გვექნება, აი ნახავ, ქვეყანას გავანთავისუფლებთ და ყველაფერი კარგად იქნება, ამას გპირდები. -მპირდები?.. იქნებ ბრძოლაში მოგკლან? - უფრო ცხარედ ატირდა ქეთევანი - ან იქნებ ბიძინა მოკლან? მაშინ ვინ მოგანიჭებს აზნაურობას? -თუ ბრძოლაში მომკლავენ, მაშინ დმიტირე, მაგრამ იცოდე, რომ შენ ბედნიერი უნდა იყო. ვინმე კარგ ვაჟკაცს გაჰყევი ცოლად... - დავითმა ამოიხვნეშა - ხოლო თუ გადავრჩი და აზნაურობა რაიმე მიზეზით ვერ მივიღე, მოგიტაცებ, მოგიტაცებ და ჩვენს სიყვარულს ხელს ვერავინ შეუშლის. -ნუ, ნუ ლაპარაკობ მასე, მამის ბრძანებას ვერ ვეურჩები ... ეც ცოდვაა. -მაშინ ნუ შესცოდავ და შემპირდი, რომ კარგ ვაჟკაცს გაჰყვები ცოლად და ბედნიერი იქნები. - ქეთევანმა პასუხის მაგივრად თავი ჩაღუნა და ტირილს მოუმატა - შემპირდი მეთქი! -კარგი გპირდები, მაგრამ შენ ყოველთვის მემახსოვრები. -აი, მამაშენიც გამოჩნდა, ახლა უნდა წავიდე და გახსოვდეს რაც გითხარი. -იმედია მალე შევხვდებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|