 | ავტორი: ისეთნაირად ჟანრი: პოეზია 15 სექტემბერი, 2013 |
ვხედავ შეშინებულ სახეს, ვისმენ გინებას და ლანძღვას, ვგრძნობ გულისრევას, ტკივილს, ვსუნთქავ სიგარეტის ნაფაზს.
ვამბობ შეცდომებით სავსეს, ვადგამ ნაბიჯს, უკან ვიხევ, ავწევ ხელებს ზემოთ, შიშით. ჯაჭვებს, დახეულებს ვიცმევ...
დავწერ ცრუ კანონებს, ავღწერ- - ვამბობ მოგონილს და ბეჩავს, ვისმევ ათასნაირ ლაქებს, ვცდილობ ბოლო სტილზე მეცვას.
ვხარობ სიცილით და ჭამით, ვტირი უფულობის წუთებს, მგონი ვერ მაცვია კარგად- - ვყლაპავ შემოწოლილ ბურთებს...
ვდგები შუადღის ძილის შემდეგ, ავკრავ ჩამოძეძილ დალალს, ჩავრთავ მოძველებულ ჰიტებს, კრემით ნაწოლ შრამებს ვმალავ.
ვჯღაბნი ათასნაირ ლექსებს, ვაქსოვ უძილობის მარაზმს, ფიქრში ცხრაჯერ და ათასჯერ გავშლი უზარმაზარ კატანს... .............................................. ............................................!!
მორჩა! კარებს ვაღებ ღიად, სინდისს ვემონები დაღლით, ვფიქრობ ვაღიარო ცოდვა, აღარ გავიარო მალვით, ფიქრებს ავაცალე კანი, ხალხში ვიფურთხები მძიმედ, ლექსებს დავანებე თავი, აღარ შემოვიხევ ჯინსებს. ვიხდი და ვაბრუნებ ვალებს, ვხარობ რომ მესმის და ვხედავ, ნეტა შემინდობდეს ღმერთი, მე უბედურსა და ბეჩავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მომეწონა კაია ;) მომეწონა კაია ;)
2. მადლობა ბუსსა :)* მადლობა ბუსსა :)*
1. - ვიხდი და ვაბრუნებ ვალებს, ვხარობ რომ მესმის და ვხედავ, ნეტა შემინდობდეს ღმერთი, მე უბედურსა და ბეჩავს. წარმატებები . - ვიხდი და ვაბრუნებ ვალებს, ვხარობ რომ მესმის და ვხედავ, ნეტა შემინდობდეს ღმერთი, მე უბედურსა და ბეჩავს. წარმატებები .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|